ცხრაფონა
| სოფელი | |
|---|---|
|
ცხრაფონა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
| მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ლეღვა |
| კოორდინატები | 41°50′37″ ჩ. გ. 41°55′42″ ა. გ. / 41.84361° ჩ. გ. 41.92833° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 230 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 698[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ცხრაფონა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლეღვის თემში (სოფლები: ლეღვა, სკურა, ცხრაფონა). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე ცხრაფონის (ჩოლოქის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 230 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 698 კაცი.[1]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 1908[2] | 82 |
| 1911[3] | |
| 2002 | |
| 2014 |
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც 1600-1625 წლებში ააშენა მამია II გურიელმა და ის ბაილეთისა და მამათის ეკლესიებთან ერთად შესწირა იერუსალიმში უფლის საფლავს.
მთლიანად დანგრეული ეკლესია ძველის საძირკველზე ხელახლა ააშენეს XX საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიასთან ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
| |||||||||||||