ჩაქვისწყალი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჩაქვისწყალი | |
---|---|
| |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | მესხეთის ქედი |
სიგრძე | 25,2 კმ |
აუზის ფართობი | 176 კმ² |
ჩაქვისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, 1295 მ სიმაღლეზე, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 25,2 კმ, აუზის ფართობი 176 კმ2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ3/წმ. მისი შენაკადებია დონისის წყალი; მტირალას წყალი; ხალას ღელე; მეჩხერი. ჩაქვისწყლის შენაკადებია საღორელისწყალი, ბეთლემისწყალი, წყალიმეჩხრის წყალი.[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 87.