ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ქაქუთი | |
ჩოლოქის ბრძოლის (1854) გეგმა. მასზე დატანილია სოფელი ქაქუთი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქაქუთი |
კოორდინატები | 41°51′32″ ჩ. გ. 41°57′28″ ა. გ. / 41.85889° ჩ. გ. 41.95778° ა. გ. |
ადრეული სახელები | გაღმა ქაქუთი |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1211[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 %, რუსები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ქაქუთი, გაღმა ქაქუთი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ქაქუთი, აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი). მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთით, მდინარე ჩოლოქის მარცხნივ, ზღვის დონიდან 320 მ., ქობულეთიდან 20 კმ. სოფელში დგას მართლმადიდებლური ეკლესია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1211 კაცი[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება ქაქუთი სავარაუდოდ სვანური წარმოშობისაა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით კი გურიელებს ჰყავდათ ოდიშიდან დაქირავებული მეჯოგე გვარად ქაქუთია, რომელიც ამ ადგილებში აძოვებდა ნახირს. ისტორიულ წყაროებში ის მეზობელ სოფელ ჭანიეთზე უფრო ადრე მოიხსენიება. სოფელში აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულის პირი ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. ქაქუთი გამოღმა ქაქუთთან ერთად წარმოადგენდა ერთ სოფელს და შედიოდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში.[2] მდინარე ჩოლოქი მას ყოფდა გაღმა და გამოღმა ქაქუთად. სოფელი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით ოსმალეთმა მიიღო ტერიტორია მდინარე ჩოლოქის სამხრეთით.[3] სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საცალფეხო ხიდით. 1854 წელს სოფლის მიდამოებში მოხდა ჩოლოქის ბრძოლა. 1898 წელს სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, რომელიც დღეს მოქმედებს როგორც საჯარო სკოლა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1878 | 184[4] |
1908[5] | 122 |
2002 | 1438[6] |
2014 | 1211[1] |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 493.
- ლომჯარია ს., „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ გაზეთი „კვალი“ N22 – 1896 წ.
- ↑ ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ.8 — თბილისი, 1989 წ.
- ↑ ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 65.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
|