ვარჯანაული (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ვარჯანაული | |
|
თამარის ხიდი მდინარე კინტრიშზე | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
| მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჭახათი |
| კოორდინატები | 41°47′06″ ჩ. გ. 41°57′20″ ა. გ. / 41.785139° ჩ. გ. 41.955639° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 350 მ |
| მოსახლეობა | 7[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ვარჯანაული — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში (ჭახათის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარე კინტრიშის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 350 მ-ზე, ქობულეთიდან 20 კმ-ში, ჭახათიდან 4 კმ-ში. სოფელში, მდ. კინტრიშზე შემონახულია შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი. გადმოცემის თანახმად, აგებულია XVII საუკუნეში ადგილობრივი ფეოდალის თამაზოღლის (თამაზაშვილის) მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიისთვის გადაცემის შემდეგ სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 42 ადამიანს.[2] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 კაცი.[1]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 2002 | 127[3][4] |
| 2014 | 7[1] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 188.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 60.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
| |||||||||||||