ხულოს მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხულოს მუნიციპალიტეტი
Adjara-khulo-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Khulo Municipality.svg Xulo gerbi.jpg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის არ
ადმ. ცენტრი ხულო
კოორდინატები 41°39′00″ ჩ. გ. 42°19′00″ ა. გ. / 41.65000° ჩ. გ. 42.31667° ა. გ. / 41.65000; 42.31667
მერი ვახტანგ ბერიძე     
ფართობი 710 კმ²
სატელეფონო კოდი +995 (423)
საფოსტო ინდექსი 6500
ოფიციალური საიტი http://www.khulo.ge/
GEO-ARA-KHL.svg

ხულოს მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ხულოს მუნიციპალიტეტს სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი (საზღვრის სიგრძე – 20 კმ), დასავლეთით — შუახევის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 60,5 კმ), ჩრდილო-დასავლეთით — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 1 კმ), ჩრდილოეთით — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 19,5 კმ), აღმოსავლეთით — ადიგენის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 28,8 კმ).

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე აჭარისწყალი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანია. ვრცელდება ზღვის დონიდან 400-3007 მეტრის ფარგლებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმართულია არსიანისა (მწვერვალი ყანლის მთა - 3007 მეტრი) და მესხეთის (მწვერვალი ზოტიმერია - 2646 მეტრი) ქედები და მათი განშტოებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1C°, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 1000–1200 მმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მთა–ტყისა და მთა–მდელოს ნიადაგები. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, უთხოვარი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, წაბლი, მუხა, კაკლის ხე, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ხილით და სამკურნალო მცენარეებით. ფაუნა წარმოდგენილია კავკასიური ირმით, კავკასიური მურა დათვით, ბეგობის არწივით, დურაჯით, კავკასიური შურთხით, მცირეაზიური ტრიტონითა და კავკასიური სალამანდრით.

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით: სასარგებლო წიაღისეულით (სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები, გაქვავებული ხის მარაგი), მინერალური წყლებით (ხიხაძირის წყალი, დანისპარაულის წყალი, საანის წყალი, დიოკნისის წყალი და ა.შ).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: აჭარისწყალი, სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. აქ მდებარეობს მწვანე ტბა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1924 წელს ჩამოყალიბდა ცალკე მაზრად და ეწოდა ხულას მაზრა, 1930 წლიდან — ხულას რაიონი, ხოლო 1940 წლიდან — ხულოს რაიონი. 1952 წელს გამოეყო შუახევის რაიონი, რომელიც 1963 წელს კვლავ შეუერთდა მას. 1965 წელს მას საბოლოოდ გამოეყო შუახევის რაიონი და ჩამოყალიბდა ამჟამინდელ საზღვრებში. 2006 წლიდან ეწოდება ხულოს მუნიციპალიტეტი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები[1] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მოსახლეობა 28,159 Increase2.svg 34,282 Increase2.svg 38,782 Increase2.svg 39,388 Decrease2.svg 32,400 Increase2.svg 33,430 Decrease2.svg 23,327 Increase2.svg 24,500 Increase2.svg 25,000 Increase2.svg 25,500

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 79 დასახლებული პუნქტია: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ხულო და 78 სოფელი. ხულოს მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ტერიტორიულ ერთეულედ: 1 სადაბო და 12 სასოფლო თემი.[2]

1) დაბა ხულოს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დაბა ხულო.

2) აგარის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: აგარა.

3) ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მინთაძეები, ღორჯომი, ლაბაიძეები, მერჩხეთი, ჭახაური, წინწკალაშვილები, სტეფანაშვილები, ქურდული, ახალი უბანი, ტუნაძეები, ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძეები, მეხალაშვილები.

4) სხალთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ჭერი, გურძაული, ფაჩხა, ყინჩაური, ძმაგულა, კვატია, წაბლანა, წაბლიანი (ყიშლა).

5) ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ფუშრუკაული, ვერნები, რაქვთა, ოშანახევი, მახალაკური.

6) რიყეთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დანისპარაული, დიდი რიყეთი, შუასოფელი, რიყეთი, ბოძაური.

7) დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ღურტა, იაკობაძეები, ღორჯომელაძეები, დიოკნისი, მანიაკეთი, ტაბახმელა, ჯვარიქეთი, ბეღლეთი, გელაძეები, კორტოხი, პაქსაძეები.

8) დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ბოღაური, გობაძეები, ირემაძეები, დიდაჭარა.

9) ვაშლოვნის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა ვაშლოვანი, სხანდარა, შურმული, ქვედა ვაშლოვანი, თაგო, ჩაო.

10) დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დუაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, გუდასახო, კურცხალი, განახლება, გოდგაძეები, დიაკონიძეები, ელელიძეები, დეკანაშვილები, ზ.დეკანაშვილები, ქედლები, თხილაძირი, ძირკვაძეები.

11) საციხურების ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: საციხური, ნამონასტრევი, გელაურა, პანტნარი.

12) ხიხაძირის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ახალშენი, ხიხაძირი, სკვანა, კალოთა, ნადაბური.

13) თხილვანის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ბაკო, ზედა თხილვანა, ქვემო თხილვანა, მთისუბანი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება) და მემცენარეობა (მებოსტნეობა, კარტოფილის, მარცვლეული კულტურების წარმოება). ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა – 52 კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 211 კმ.

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი (ზღვის დონიდან 1850–1900 მ), მიმდინარეობს სამთო–სათხილამურო კურორტის მშენებლობა გოდერძის უღელტეხილზე (2025 მეტრი ზღვის დონიდან).

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბა ხულო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Georgia division
  2. ადმინისტრაციული დაყოფა