ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | ||||
---|---|---|---|---|
ჭახათი | ||||
ცხემოვანის ხიდი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე | ||||
ქვეყანა |
![]() | |||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | |||
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი | |||
თემი | ჭახათი | |||
კოორდინატები | 41°48′07″ ჩ. გ. 41°56′06″ ა. გ. / 41.80194° ჩ. გ. 41.93500° ა. გ. | |||
ცენტრის სიმაღლე | 400 მ | |||
მოსახლეობა | 390[1] კაცი (2014) | |||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % | |||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |||
სატელეფონო კოდი | +995 | |||
|
ჭახათი — სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭახათი, დიდვაკე, ვარჯანაული, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი, ხინოწმინდა). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 390 კაცი[1]. მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 400 მ, ქობულეთიდან 17 კმ. სოფელში მოდის მინერალური წყალი. სოფელში ცხემვანას უბანში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 43 000 ლ/დ.[2] XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 576[4][5] |
2014 | 390[1] ![]() |
ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში, ჭახათის მთაზე დგას ელიას ციხე.
კინტრიშაჰესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წელს სოფელში დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის, კინტრიშაჰესის მშენებლობა. პროექტს შპს „Hydro Development Company” ახორციელებს და მისი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს აჭარბებს. ჰესი სამი ძირითადი კვანძისაგან შედგება: სათავე წყალმიმღები ნაგებობა, 1814 მეტრი სიგრძის სადერივაციო გვირაბი და საკუთრივ ჰესის შენობა. „კინტრიშაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მილიონი კვტ/სთ იქნება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
- სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“, გვ. 64 — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
- ↑ სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი
|