ჯიხანჯური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჯიხანჯური
Ge-aj-kobuleti.PNG
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ცენტრის სიმაღლე 300

ჯიხანჯურისოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამურის თემში. მდებარეობს აჭარის მთისწინეთში, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 300 მ. ქობულეთიდან 16 კმ. ოჩხამურიდან 6 კმ. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ჯიხანჯურიდან წაღებული ღვთისმშობლის ხატი ინახებოდა ძიმითის ეკლესიაში.[1] 1983 წლისთვის შედიოდა ლეღვას სასოფლო საბჭოში, 1987 წლისთვის კი ოჩხამურის სადაბო საბჭოში. 2002 და 2014 წლის აღწერებით ჯიხანჯური ცალკე აღწერილი არ არის და მისი მოსახლეობა მიწერილია ოჩხამურზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თაყაიშვილი ე. (1907). არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, გვ. 29.