ქედის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ქედის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
ავტონომიური რესპუბლიკა |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | ||||
ადმ. ცენტრი | ქედა | ||||
კოორდინატები | 41°35′52″ ჩ. გ. 41°56′33″ ა. გ. / 41.59778° ჩ. გ. 41.94250° ა. გ. | ||||
მერი | როლანდ ბერიძე | ||||
ფართობი | 452 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 16 760[1] კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 37,08 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,92 % რუსები 0,03 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მუსლიმები 62,1 % მართლმადიდებლები 31,3 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (425) | ||||
საფოსტო ინდექსი | 6100 | ||||
ოფიციალური საიტი | http://keda.gov.ge/ | ||||
| |||||
ქედის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. მერისი. ქედის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთის, აღმოსავლეთით — შუახევის, დასავლეთით — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთ-ჩაქვის ქედი.
მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 16 760 (2014). ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ღომა (2441 მეტრი).
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტი – ურთხელი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი, გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხვდება წვერა, კალმახი, ღორჯო.
ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.
ადგილობრივი თვითმმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქედის მუნიციპალიტეტში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული (1 სადაბო და 10 სასოფლო თემია) და 64 დასახლებული პუნქტი (1 დაბა და 63 სოფელი).
1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლება: დაბა ქედა
2) ქედის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ქედა, არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა.
3) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: დანდალო, ბალაძეები, გოგიაშვილები, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები.
4) დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: დოლოგანი, ჭალახმელა, ჭინკაძეები.
5) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები.
6) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ზედა მახუნცეთი, ქვედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, ზუნდაგა, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქოსოფელი.
7) მერისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: მერისი, გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური სიხალიძეები.
8) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ოქტომბერი, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა.
9) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: პირველი მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, კოლოტაური.
10) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ცხმორისი, ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები.
11) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, ტიბეთა.
საკრებულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 18 | 15 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 3 | 4 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 24 | 21 |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წლები[6] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2021 | 2022 | 2023 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მოსახლეობა | 17 204 | 19 065 | 19 232 | 19 928 | 19 100 | 20 024 | 16 760 | 16 700 | 16 612 | 16 537 |
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული
ერთეული |
მოსახლეობა | ქართველები | რუსები | უკრაინელები | სხვა | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | ||
ქედის მუნიციპალიტეტი | 16 760 | 16 747 | 99,92 | 5 | 0,03 | 3 | 0,02 | 5 | 0,03 |
დაბა ქედა | 1 510 | 1 504 | 99,6 | 3 | 0,2 | 2 | 0,13 | 1 | 0,07 |
ქედას თემი | 1 988 | 1 986 | 99,9 | 1 | 0,05 | 1 | 0.05 | 0 | 0 |
დანდალოს თემი | 1 961 | 1 960 | 99,95 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0,05 |
დოლოგანის თემი | 781 | 780 | 99,87 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0,13 |
ზვარის თემი | 1 346 | 1 346 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
მახუნცეთის თემი | 2 121 | 2 119 | 99,91 | 1 | 0,05 | 0 | 0 | 1 | 0,05 |
მერისის თემი | 1 132 | 1 132 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
პირველი მაისის თემი | 1 213 | 1 213 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
ცხმორისის თემი | 2 605 | 2 604 | 99,96 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0,04 |
წონიარისის თემი | 1 250 | 1 250 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რელიგია | 2014 | |
---|---|---|
რაოდენობა | % | |
ქრისტიანობა | 5 235 | 31,24 |
–საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია | 5 235 | 31,24 |
–სომხური სამოციქულო ეკლესია | 0 | 0 |
–კათოლიკური ეკლესია | 0 | 0 |
–იეჰოვას მოწმეები | 0 | 0 |
–პროტესტანტიზმი | 0 | 0 |
ისლამი | 10 411 | 62,12 |
ეზიდიზმი | 0 | 0 |
იუდაიზმი | 0 | 0 |
სხვა რელიგიები | 0 | 0 |
არარელიგიურობა | 624 | 3,72 |
უარი პასუხზე | 342 | 2,04 |
რელიგია არ არის მითითებული | 136 | 0,81 |
სულ | 16 760 | 100 |
ტურიზმი და მოგზაურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ციხე-სიმაგრეები
ცივასულას ციხე, გულების ციხე, საღორეთის ციხე, კავიანის ციხე, ზენდიდის ციხე.
- ქვისთაღოვანი ხიდები
დანდალოს ხიდი, მახუნცეთის ხიდი, მიწის ხიდი, ჯაიმელას ხიდი.
- მუზეუმები
ქედის ისტორიული მუზეუმი, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი.
- ეკლესიები
ზვარის წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.
- ასევე
ქვის უძველესი საწნახელები
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
დანდალოს ხიდი
-
მახუნცეთის ხიდი
-
გეგელიძის მთა
-
მდინარე აჭარისწყალი
-
ჩანჩქერი მტირალას ეროვნულ პარკში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-17[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-17[მკვდარი ბმული]
- ↑ Georgia division
|
|