კვირიკე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
კვირიკე | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
| მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | კვირიკე |
| კოორდინატები | 41°45′57″ ჩ. გ. 41°50′15″ ა. გ. / 41.76583° ჩ. გ. 41.83750° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 90 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 1921[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
კვირიკე — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კვირიკე, ზედა კვირიკე, ქვედა კვირიკე). მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 90 მ სიმაღლეზე. ქალაქ ქობულეთიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1921 კაცი[1]. სოფლის ცენტრში მდებარეობს XIX საუკუნეში აშენებული ხის მეჩეთი, რომელიც კვირიკეს ჯამეს სახელითაა ცნობილი. სოფელში ლანჩას აბანოზე გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 6000 ლ/დ.[2]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიისთვის გადაცემის შემდეგ სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 170 ადამიანს.[3]
| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 2002 | 2664[4][5] |
| 2014 | 1921[1] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 499.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
- ↑ ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 42.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-12-22.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
| |||||||||||||