წილკნის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წილკანი.

წილკნის ეპარქია, წილკნის საეპისკოპოსო — ისტორიული საეპისკოპოსო საქართველოში. წილკანი ერთ-ერთი პირველი მხარე იყო, სადაც ქრისტიანობა გავრცელდა. ტრადიციის თანახმად, IV საუკუნის 30-იან წლებში ქართველთა განმანათლებელმა ნინომ წობენში სხვა მთიელებთან ერთად წილკნელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. ქრისტიანობის გავრცელების პირველვე პერიოდში აშენდა წილკნის ეკლესია.

ვიკიციტატა
„არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა“

მალე ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა მხარეები: წილკანი, მუხრანი, ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. წილკნის საეპისკოპოსოს მიწების მითვისებას ცდილობდნენ მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI საუკუნეში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. საეპისკოპოსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა. ამჟამად მისი ტერიტორია შედის წილკნისა და დუშეთის ეპარქიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]