შინაარსზე გადასვლა

ეუსებიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეუსებიო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ეუზებიუ და სილვა ფერეირა
დაბადების
თარიღი
25 იანვარი, 1942
დაბადების
ადგილი
ლორენსუ მარკეში,
პორტუგალიის
აღმოსავლეთი აფრიკა
გარდაცვალების
თარიღი
5 იანვარი, 2014 (71 წლის)
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
სპორტინგი ლორენსუ-მარკიში
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957–1960 სპორტინგი 42 (77)
1960–1975 ბენფიკა 301 (317)
1975 ბოსტონ მინიტმენი 7 (2)
1975 მონტერეი 10 (1)
1975–1976 მეტროს-ქროეიშა 25 (18)
1976 ბეირა-მარი 12 (3)
1976–1977 ქვიკსილვერსი 17 (2)
1977–1978 უნიან ტომარი 12 (3)
1978–1979 ნიუ-ჯერსი 4 (5)
სულ 430 (428)
ეროვნული ნაკრები
1961–1973 პორტუგალია 64 (41)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ეუზებიუ და სილვა ფერეირა (პორტ. Eusébio da Silva Ferreira; დ. 25 იანვარი, 1942 — გ. 5 იანვარი, 2014) — მოზამბიკური წარმოშობის პორტუგალიელი ფეხბურთელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ეუსებიო. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად, მეტსახელად „შავი ავაზა“ და „შავი მარგალიტი“.[კომ. 1] ითვლება პირველ უდიდეს ფეხბურთელად, რომელიც აფრიკის კონტინენტმა მისცა საფეხბურთო სამყაროს.[კომ. 2][1] თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ცნობილია ლისაბონის „ბენფიკასა“ და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლებით. ლისაბონის „ბენფიკას“ შემადგენლობაში, ამხანაგური მატჩების ჩათვლით ჩატარებულ 715 შეხვედრაში — 727 გოლი,[2] ხოლო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 64 შეხვედრაში — 41 გოლი გაიტანა.[3][4]

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საუკეთესო ბომბარდირი[5][6] და სიმბოლური ნაკრების წევრი. პორტუგალიის 11-გზის ჩემპიონი, პორტუგალიის თასის ხუთგზის მფლობელი, 1962 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. პორტუგალიის ჩემპიონატის შვიდგზის საუკეთესო ბომბარდირი,[7] ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი.[8][9] 1965 წლის ოქროს ბურთისა და ორგზის ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი.

დაიბადა 1942 წლის 25 იანვარს ქალაქ ლორენსუ-მარკეშში, თეთრკანიანი მამისა და შავკანიანი დედის ოჯახში, სადაც ცხრა და-ძმას შორის ასაკით მეოთხე იყო. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, განსაკუთრებით მამის, ლაურინდო ანტონიო და სილვა ფერეირას გარდაცვალების შემდეგ. ახალგაზრდა ეუსებიო სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთ გამოსავალს ფეხბურთში ხედავდა.

1950-იან წლებში ადგილობრივი კლუბის, ლორენსუ-მარკეშის „სპორტინგის“ (Sporting Club de Lourenço Marques) რიგებში თამაშობდა. ეს კლუბი დაკავშირებული იყო პორტუგალიურ ლისაბონის „სპორტინგთან“, რომელსაც ადვილად შეეძლო მისი გადაბირება, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. „ბენფიკას“ სკაუტი, ჟოზე კაროლო, ეუსებიოს თამაშს დაესწრო და გაოცებული დარჩა მისი სისწრაფითა და გოლეადორული ალღოთი. მან დაუყოვნებლივ შეატყობინა ეს „ბენფიკას“ ხელმძღვანელობას. იმ პერიოდში ლისაბონის „სპორტინგი“ ასევე ცდილობდა ეუსებიოს გადმობირებას, მაგრამ „ბენფიკა“ უფრო სწრაფი და მოხერხებული აღმოჩნდა. ფრანსისკო კალდერა, „ბენფიკას“ დირექტორი, ეუსებიოს დედას შეხვდა და დაარწმუნა, რომ მისი შვილი უფრო დიდ წარმატებას სწორედ „ბენფიკაში“ მიაღწევდა.[10]

1960 წელს, როდესაც ეუსებიო „ბენფიკას“ შეუერთდა, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, 18 წლის იყო, რომელიც პირველად ტოვებდა მოზამბიკს. მიუხედავად მისი უდიდესი ნიჭისა, მას გარკვეული დრო დასჭირდა, რათა პორტუგალიურ ფეხბურთს და ახალ გარემოს შეგუებოდა.[11]

თავიდან ბელა გუტმანი, „ბენფიკას“ მწვრთნელი, არ ჩქარობდა მის ოფიციალურ თამაშებში ჩართვას. მანამდე ეუსებიო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და უმცროსებში თამაშობდა. სადებიუტო შეხვედრაში ეუსებიომ 3 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე. ამის შემდეგ, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ „ბენფიკამ“ ნამდვილი ვარსკვლავი აღმოაჩინა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩი 1961 წელს გაიმართა, როდესაც „ბენფიკამ“ ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიური „სანტოსი“ მიიღო. პელე და მისი გუნდი უპირობო ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ეუსებიომ ყველა გააოცა, როდესაც 3 გოლი გაუტანა „სანტოსს“. ამ შეხვედრამ ეუსებიოს სახელი არა მხოლოდ პორტუგალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში გაუთქვა.

1961–62 წლების სეზონში ეუსებიო უკვე გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მისი ფენომენალური თამაშის წყალობით, „ბენფიკა“ ევროპული ფეხბურთის ტოპ-გუნდად იქცა.[12]

ეუსებიოს პირველი დიდი სეზონი დაუვიწყარი აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში „ბენფიკამ“ 5–3 დაამარცხა მადრიდის „რეალი“, რომლის შემადგენლობაშიც ალფრედო დი სტეფანო და ფერენც პუშკაში თამაშობდნენ. 19 წლის ეუსებიომ 2 გოლი გაიტანა. მიიჩნევენ, რომ ეს მატჩი მისი ვარსკვლავის დაბადება იყო მსოფლიო ფეხბურთში.[13]

ეუსებიოს დებიუტი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 1961 წლის 8 ოქტომბერს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ შედგა.[14][15][16]

საყოველთაო შეფასებით, ფანტასტიკურად ითამაშა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 9 გატანილი ბურთით, ხოლო პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
პორტუგალია
პორტუგალიის დროშა
1961 2 1
1962 5 2
1963 1 0
1964 6 4
1965 7 7
1966 12 12
1967 6 3
1968 2 1
1969 4 2
1970 1 0
1971 5 2
1972 9 4
1973 4 3
ჯამში 64 41
პორტუგალიის დროშა ბენფიკა
პორტუგალიის დროშა პორტუგალია
  • 1966 წლიდან 2005 წლამდე ეუსებიო პორტუგალიის რეკორდს ფლობდა სანაკრებო გოლების რაოდენობით.
  • 1972 წლიდან 1984 წლამდე ეუსებიო პორტუგალიის რეკორდს ფლობდა ჩატარებული სანაკრებო მატჩების რაოდენობით.
  • ეუსებიომ თავისი პირველი სანაკრებო გოლი სადებიუტო მატჩში, 1961 წლის 8 ოქტომბერს გაიტანა.
  • საერთო ჯამში ეუსებიომ ნაკრებში 64 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა, რაც მესამე საუკეთესო შედეგია ნაკრების ისტორიაში — კრიშტიანუ რონალდუსა პაულეტას შემდეგ.
  • პორტუგალიაში კვლავ კამათობენ იმაზე, თუ ვინ არის ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. ლუიშ ფიგუმ, რომელსაც თავადაც შეეძლო ამ საპატიო წოდებაზე განეცხადებინა პრეტენზია, ერთხელ თქვა: „რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელია პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში? არ მინდა კამათი, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია: პორტუგალიაში არავინ არის და არავინ ყოფილა ეუსებიოზე უკეთესი.
  • 1999 წელს XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის Placar-ის ვერსიით მე-9,[25] ხოლო World Soccer-ის ვერსიით მე-10 ადგილზე დასახელდა.[26]
  • 1999 წელს Guerin' Sportivo-ს ვერსიით XX საუკუნის 50 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მე-12 ადგილზე დასახელდა.[27]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPN.com · EU-Football.info · FootballDatabase.eu
  1. Across Europe, in a less politically correct time when far fewer players of African origin were on view, he was known as „The Black Pearl“ or alternatively, „The Black Panther“. იხ. Eusebio: Portuguese pioneer // He was nicknamed „Pantera Negra“ (Black Panther) and „Perla Negra“ (black pearl) by the fans. იხ. Eusébio: A Legend of Football
  2. He has been called „Africa’s first great footballer“ and „Africa’s greatest-ever player“. იხ. Eusébio: A Legend of Football
  1. From Africa to posterity: How Eusébio lit up the World Cup. Theguardian.com.
  2. Президент наградит Эусебио. UEFA.com.
  3. matches played for national team by Eusébio. eu-football.info.
  4. Eusébio Ferreira da Silva — Goals in International Matches. rsssf.org.
  5. Eusébio | Top goalscorer | 1966 FIFA World Cup England. UEFA.com.
  6. 1966 FIFA World Cup England Golden Shoe. UEFA.com.
  7. Portugal — List of Topscorers. rsssf.org.
  8. Champions' Cup 1965-66 — Topscorers. rsssf.org.
  9. Champions' Cup 1967-68 — Topscorers. rsssf.org.
  10. Armando S. Sousa. A FÁBRICA: Eusébio da Silva Ferreira
  11. Эйсебио — «черная жемчужина» из Мозамбика
  12. Eusébio stars in Benfica's second triumph. UEFA.com.
  13. Benfica 5–3 Real Madrid / 1962 European Cup final. UEFA.com.
  14. Luxembourg 4–2 Portugal / FIFA World Cup qualification
  15. Luxembourg 4–2 Portugal / Stade Municipal - Luxembourg
  16. Luxembourg 4–2 Portugal / Sunday, 8 October 1961
  17. European Cup History — Season 1961–62
  18. 1966 Soccer World Cup Awards · All-Star Team.
  19. Placar's 100 Craques do Século.
  20. The FIFA 100. theguardian.com.
  21. Pele's list of the greatest. news.bbc.co.uk.
  22. Pelé's Choice of 125 Living Players. RSSSF.
  23. Fifa names greatest list. news.bbc.co.uk.
  24. FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé
  25. Placar's 100 Craques do Século
  26. World Soccer 100 Players of the Century
  27. Guerin' Sportivo's I 50 Grandi del Secolo by Adalberto Bortolotti