ლიშინგა
ქალაქი | |
---|---|
ლიშინგა Lichinga | |
ქვეყანა | მოზამბიკი |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | ნიასის პროვინცია |
კოორდინატები | 13°18′46″ ს. გ. 35°14′26″ ა. გ. / 13.31278° ს. გ. 35.24056° ა. გ. |
ადრეული სახელები | ვილა-კაბრალი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1962 |
ფართობი | 280 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1398±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | პორტუგალიური ენა |
მოსახლეობა | 162 100 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ლიშინგა, ძველად ვილა-კაბრალი (პორტ. Lichinga) — ქალაქი მოზამბიკში. ნიასის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ლიშინგის პლატოზე, რომლის სიმაღლეა 1360 მეტრი (მაქსიმალური სიმაღლე 1398 მეტრი)[1]. ქალაქიდან დასავლეთით 45 მეტრში მდებარეობს ტბა ნიასა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დაარსდა პორტუგალიელების მიერ 1931 წელს ვილა-კაბრალის[2] სახელწოდებით. დასახლება სწრაფად ვითარდებოდა როგორც სასოფლო სამეურნეო და ადმინისტრაციული ცენტრი, 1962 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. განვითარებულია ტყის გაშენება, ძირითადად პლანტაციებზე მოშენებულია ფიჭვი. მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1975 წელს, ვილა-კაბრალს გადაერქვა ლიშინგა. 1975-1992 წლებში სამოქალაქო ომს შედეგად მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ეკონომიკას.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მაღალი მდებარეობის გამო, კლიმატი აქ ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, cwa/cwb კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით. მეტნაკლებად გრილი მშრალი სეზონი გრძელდება მარტიდან სექტემბრამდე, საშუალო ტემპერატურა ივლისში — 15,5°C. ზაფხულის პერიოდში ოქტომბრიდან აპრილამდე ყველაზე თბილი თვეა ოქტომბერი, საშუალო ტემპერატურა — 22°C. ზაფხული — წვიმების პერიოდი, ნალექების საშუალოწლიური რაოდენობაა 1171 მმ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[3]:
1970 | 1997 | 2007 | 2010 |
---|---|---|---|
36 715 | 89 043 | 142 253 | 162 100 |
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიშინგა კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებულია სარკინიგზო ხაზით, რომელიც საპორტო ქალაქ ნაკალამდე მიდის. ქალაქიდან ჩრდილოეთით 2 კმ-ში მდებარეობს ლიშინგის აეროპორტი. აეროპორტს ემსახურება მოზამბიკური ავიაკომპანია LAM (პორტ. Linhas Aéreas de Moçambique).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lichinga, Mozambique Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-11. ციტირების თარიღი: 2011-06-16.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-09. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
- ↑ Lichinga. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-11. ციტირების თარიღი: 2011-06-16.