კელიმანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კელიმანე
Quelimane
Quilimane.jpg
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია (მოზამბიკი)|მოზამბიკის პროვინცია|პროვინცია ზამბეზიის პროვინცია
კოორდინატები 17°52′35″ ს. გ. 36°53′14″ ა. გ. / 17.87639° ს. გ. 36.88722° ა. გ. / -17.87639; 36.88722
დაარსდა 1942
ადრეული სახელები სან-მარტინიო-დე-კელიმანე
ფართობი 117 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 მეტრი
მოსახლეობა 192 876 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
კელიმანე — მოზამბიკი
კელიმანე
კელიმანე, ხედი მდინარეზე

კელიმანე, ძველად სან-მარტინიო-დე-კელიმანე (პორტ. Quelimane) — ქალაქი მოზამბიკში. შედის ზამბეზიის პროვინციაში. მოსახლეობა — 192 876 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კელიმანე მდებარეობს ინდოეთის ოკეანის მოზამბიკის სანაპიროების ცენტრალურ ნაწილში, ზამბეზიის პროვინციაში. კელიმანე ზამბეზიის პროვინციის მთავარი ქალაქია. ეს არის ოკეანური და სამდინარო პორტი, მსხვილი ინდუსტრიული ცენტრი. ქალაქის მიდამოებში მდებარეობს მრავალრიცხოვანი პლანტაციები, რომლებზეც მოჰყავთ ქოქოსის პალმები (პალმის ზეთი ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო ნაწარმია), სიზალი და ჩაი. ქალაქის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მეთევზეობა და კონსერვირებული თევზების მრეწველობა. კელიმანე წარმოადგენს ბოლო სადგურს რკინიგზისა, რომელიც აკავშირებს მოზამბიკის ღრმა რაიონებს ოკეანის სანაპიროებთა. 1954 წლიდან კელიმანე კათოლიკობის ეპისკოპალური ცენტრია.

ქალაქის მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება. თუ 1970 წელს აქ ცხოვრობდა 71 786 ადამიანი, მაშინ 2008 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 192 876-ს მიაღწია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელიმანე შუა საუკუნეებში დაარსდა არაბი ვაჭრების მიერ, რომლებიც წარმოშობით ომანიდან და ზანზიბარიდან იყვნენ. 1498 წელს ქალაქი ინდოეთისკენ მიმავალმა პორტუგალიელმა მოგზაურმა ვასკო და გამამ მოინახულა. 1530 წელს კელიმანე დაიპყრო პორტუგალიამ. 1761 წელს მან მიიღო ქალაქის სტატუსი, 1763 წელს კი კელიმანეში ირჩევა პირველი საქალაქო პარლამენტი.

XVIII-XIX საუკუნეებში კელიმანეს პორტის გავლით ხორციელდებოდა აფრიკიდან შავკანიანი მონების მასობრივი გაყვანა. 1862 წელს ქალაქში დაინიშნა ინგლისელი კონსული დავიდ ლივინგსტონი.

ქალაქი კელიმანე საინტერესოა ტურისტებისთვის XVIII-XIX საუკუნეების კარგად შემონახული კოლონიალური არქიტექტურით (მაგალითად, ნოს-სენიორ-დო-ვიბრამენტოს კათედრალური ტაძარი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]