მატოლა
| ქალაქი | |
|---|---|
|
მატოლა პორტ. Matola | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| დაქვემდებარება | ქალაქი |
| პროვინცია | მაპუტუს პროვინცია |
| კოორდინატები | 25°58′00″ ს. გ. 32°28′00″ ა. გ. / 25.96667° ს. გ. 32.46667° ა. გ. |
| ფართობი | 373 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 3 მ |
| მოსახლეობა | 675 422 კაცი (2007) |
| სიმჭიდროვე | 1810,78 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
| საფოსტო ინდექსი | 1114 |
| ოფიციალური საიტი | https://www.pmaputo.gov.mz/por/Ver-Meu-Distrito/Matola |
მატოლა (პორტ. Matola) — ქალაქი მოზამბიკის სამხრეთში. შედის მაპუტუს პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქიდან, მაპუტუდან, დასავლეთით 12 კმ-ში. მოსახლეობა — 675 422 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები)[1].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატოლის რაიონზე გადის იმავე სახელწოდების მდინარე, რომელიც ჩაედინება მაპუტუს ყურეში. თვითონ ქალაქი ყურის სანაპიროზეა განლაგებული.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მატოლა მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს. მისი პორტის გავლით ექსპორტირდება ქრომი, რკინა და სხვა სასარგებლო წიაღისეული სვაზილენდიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბოტსვანასა და ზამბიიდან[2]. პორტის გარშემო მუშაობს სხვადასხვა საქმიანობის კომპანიები, მათ შორის, ფოლადგამომდნობი და ნავთობქიმიური ქარხნები, შახტები, კარიერები, ასევე პლანტაციები, რომლებშიც მოჰყავთ სხვადასხვა ხილი, ბანანი, თამბაქო და შაქრის ლერწამი[2]. ასევე განვითარებულია საპნის და ცემენტის წარმოება. მატოლაში მუშაობს მოზამბიკში ალუმინის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა[3]. გაზსადენების წარმოებითაა დაკავებულია კომპანია „Matola Gas Company“[4].
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატოლა მიეკუთვნება მოზამბიკის პორტებისა და რკინიგზების ქსელის სამხრეთ სეგმენტს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატოლისთვის, ისევე როგორც სხვა მრავალი აფრიკული ქალაქისთვის, დამახასიათებელია მოსახლეობის მაღალი მატება.
| აღწერის წელი | მოსახლეობა[1] |
|---|---|
| 1997 | 440 927 |
| 2007 | 675 422 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Mozambique: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05. (ინგლისური) (გერმანული) (ფრანგული) (ესპანური)
- 1 2 Ports of Maputo and Matola, Mozambique, undergo refurbishment. FreshPlaza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
- ↑ Mozal II. International Finance Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
- ↑ Matola Gas Company (MGC). Gigajoule: Natural Gas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.