შინაარსზე გადასვლა

პემბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პემბა
Pemba
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია კაბუ-დელგადუს პროვინცია
კოორდინატები 12°58′00″ ს. გ. 40°33′00″ ა. გ. / 12.96667° ს. გ. 40.55000° ა. გ. / -12.96667; 40.55000
დაარსდა XIV საუკუნე
ადრეული სახელები პორტუ-ამელია
ამჟამინდელი სტატუსი 1904
ფართობი 19790000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 30±1 მეტრი
ოფიციალური ენა პორტუგალიური ენა, სუაჰილი ენა და Makonde
მოსახლეობა 141 316 კაცი (2007)
ეროვნული შემადგენლობა მაკუა, მაკონდე, მვანი
სასაათო სარტყელი UTC+2
პემბა — მოზამბიკი
პემბა

პემბა, ძველად პორტუ-ამელია (პორტ. Pemba) — ქალაქი მოზამბიკში. პემვა კაბუ-დელგადუს პროვინციის მთავარი სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრია. მოსახლეობა — 141 316 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები).

გეოგრაფია და ეკონომიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი პემბა ინდოეთის ოკეანის მოზამბიკის სანაპიროების ჩრდილოეთით მდებარეობს, კაბუ-დელგადუს პროვინციაში, პემბის ყურეში მდებარე ნახევარკუნძულზე. მოსახლეობა ძირითადად შედგება მაკუას, მაკონდესა და მვანის ხალხებისგან.

პემბა იყოფა ორ ნაწილად: ძველი და ახალი ქალაქი. ძველი ქალაქი წარმოადგენს ტიპურ არაბულ-ტუზურ დასახლებას აღმოსავლეთის ბაზრითა (სუკი) და ვიწრო მრუდე ქუჩებით, რომლებიც გარშემო ბაობაბის ყანებითაა შემოსაზღვრული. ახალ ქალაქში პორტუგალიის კოლონიალური შენობა თანამედროვე ბეტონის სახლების გვერდით დგას.

ქალაქში განვითარებულია თევზჭერა და თევზების გადამამუშავებელი ინდუსტრია, ასევე ვაჭრობა მეზობელ ტანზანიასთან, რომლის ინტენსიური განვითარებაც მოსალოდნელია სასაზღვრო მდინარე რუვუმაზე მშენებარე ხიდის გახსნის შემდეგ. შესანიშნავი პლაჟებისა (Praia de Wimbe) და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის ხარჯზე სწრაფი ტემპით ვითარდება საერთაშორისო ტურიზმი.

აფრიკულ სანაპიროზე XIV საუკუნიდან მოყოლებული პემბა ცნობილია, როგორც სავაჭრო პუნქტი. XVII საუკუნიდან ის პორტუგალიური სავაჭრო ფაქტორიაა. 1904 წლიდან იღებს ქალაქის სტატუსს სახელით — პორტუ-ამელია — პორტუგალიის მაშინდელი დედოფლის პატივსაცემად. ამავე წელს პემბაში დამყარდა ანგლო-პორტუგალიური ნიასის კომპანიის (Companhia do Niassa) მმართველობა. 1843 წელს პემბის მიდამოებში მოხდა ადგილობრივი ტომების აჯანყება პორტუგალიის ბატონობის წინააღმდეგ.

წელი მოსახლეობა[1]
1986 50 215
1997 88 149
2007 141 316

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პემბას მეგობრული ურთიერთობები აქვს შემდეგ ქალაქებთა:

ქალაქი ქვეყანა თარიღი ბმული
პორტუგალიის დროშა ავეირუ პორტუგალია 1995
  1. Mozambique: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2008-06-18.