შინაარსზე გადასვლა

მაპუტუს ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხედი კოსმოსიდან

მაპუტუს ყურე (ადრინდელი დასახელება დელაგოა; პორტ. Baía de Maputo, Baía da Lagoa) — ყურე, ერთ-ერთი საუკეთესო ნავსაყუდელი ინდოეთის ოკეანეში. მდებარეობს მოზამბიკის სრუტის სამხრეთში, მოზამბიკის სანაპიროსთან.

ყურის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 112 კმ-ს, სიგანე — 25-დან 40 კმ-მდეა, სიღრმე — 10-დან 16 მეტრამდე. სანაპირო ვაკიანია, ჭაობიანი, დაფარული ტყით. ყურესთან შეერთების ადგილას ჩამავალი მდინარეები (მაგალითად, ლიმპოპო) წყლითაა ამოვსებული და ქმნიან უბეებს. მოქცევის სიდიდე შეადგენს 1,8-დან 5 მეტრამდე. განვითარებულია თევზაობა (კიბორჩხალების დაჭერა). მთავარი პორტია — მაპუტუ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]