აეროპორტის კოდი იკაო (აეროპორტის ინდექსი იკაო) — ოთხასოიანი უნიკალური ინდივიდუალური იდენტიფიკატორი, რომელიც მიენიჭება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო), (ინგლ.International Civil Aviation Organization, (ICAO)) მსოფლიოში არსებულ აეროპორტებს. მოცემულ კოდებს იყენებენ ავიაკომპანიები, საჰაერო მოძრაობის მმართველობის ორგანოები, აეროპორტებისთვის აეროსანავიგაციო და მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემის მეტეოროლოგიური სამსახურები, გაფრენის გეგმები (ფლაიტ-გეგმები), სამოქალაქოაეროდრომების აღსანიშნავად რადიოსანავიგაციო რუკებზე, ასევე საავიაციო ფიქსირებული ელექტროკავშირგაბმულობის ქსელის (ინგლ.aeronautical fixed telecommunication network (AFTN) სატელეგრაფო საავიაციო კავშირგაბმულობაში აეროპორტების მისამართების სფეროში.[1][2]
მსოფლიოს რუკა, რეგიონები კლასიფიცირებულია აეროპორტის კოდი იკაოს პირველი ასოთი
ქვეყნებისა და ტერიტორიების რუკა მათზე გამოყენებული აეროპორტის კოდ იკაოს პრეფიქსის ჩვენებით
იკაოს კოდებს აქვთ რეგიონალური სტრუქტურა. პირველი ორი ასო ქმნის რეგიონალურ პრეფიქსს. კოდის პირველი ასო აიდენტიფიცირებს რეგიონს მსოფლიოში — კონტინენტს, კონტინენტის ნაწილს (მაგალითად, „E“ — ჩრდილოეთი ევროპა, „L“ — ცენტრალური და სამხრეთიევროპა) ან დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანას („K“ — აშშ-ის კონტინენტალური ნაწილი, „С“ — კანადა, „Y“ — ავსტრალია). მეორე ასო აიდენტიფიცირებს ქვეყანას რეგიონში, რომელიც შეესაბამება პირველ ასოს. კოდის დანარჩენი ორი (სამი დიდი ქვეყნებისათვის) ასო განსაზღვრავენ აეროპორტს ამ ქვეყანაში.
დღეისათვის ყველა შესაძლო პრეფიქსი ასო „L“-ზე უკვე გამოყენებაშია.
ასოები I, J,Q და X არ გამოიყენება აეროპორტის კოდი იკაოს პირველი ასოს სახით.
სპეციალური კოდი ZZZZ დარეზერვირებულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დგება გაფრენის გეგმა აეროპორტში, რომელსაც არ გააჩნია იკაოს კოდი.