საფრანგეთის გვიანა
| საფრანგეთის გვიანა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| დევიზი: ფრანგ. "Liberté, Égalité, Fraternité" ლათ. "Fert Aurum Industria" „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ „მუშაობა სიუხვეს ქმნის“ |
||||||
| ჰიმნი: ფრანგ. La Marseillaise მარსელიეზა |
||||||
| სიმღერა ფრანგ. Chant du départ „გამგზავრების სიმღერა“ |
||||||
| სტატუსი | საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი | |||||
| დედაქალაქი და | კაიენა 34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. / 34.883° ს. გ. 56.167° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
| მთავრობა | საფრანგეთის ასოცირებული წევრი | |||||
| - | პრეზიდენტი | ემანუელ მაკრონი | ||||
| - | პრეზიდენტი | გაბრიელ სერვილი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 83 856 კმ2 | ||||
| - | წყალი (%) | 1,5 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2021 აღწერა | 286 618 | ||||
| - | სიმჭიდროვე | 3,4 კაცი/კმ2 | ||||
| მშპ (მუპ) | 2006 შეფასება | |||||
| - | სულ | € 2,3 მილიარდი | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | € 11 690 | ||||
| ვალუტა | ევრო (EUR) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC-03:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 594 | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .gf | |||||
საფრანგეთის გვიანა (ფრანგ. Guyane française) — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარიბის ზღვასთან. ფართობი — 83 856 კმ². მოსახლეობა 286 618 კაცი (2021 წელი)[1]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური დასახელება — გვიანა (ფრანგ. Guyane), რომელსაც თავსართად ემატება სიტყვა „საფრანგეთის“ წარმოიშვა იმ დროიდან, როდესაც არსებობდა 5 კოლონია სახელწოდებით „გვიანა“: ესპანეთის (ამჟამად ვენესუელის შტატები ამასონასი, ბოლივარი და დელტა-ამაკურო), დიდი ბრიტანეთის (ამჟამად გაიანა), ნიდერლანდების (ამჟამად სურინამი), პორტუგალიის (ამჟამად ბრაზილიის შტატი ამაპა) და საფრანგეთის.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი სამხრეთი ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარიბის ზღვის და ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე. იგი შედგება ორი ძირითადი გეოგრაფიული რეგიონისაგან: ატლანტის ოკეანის მთელი სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული თითქმის 20 კმ-იან დაბლობზე მდებარე ჭაობიანი სანაპირო ზოლი, რომელსაც უკავია მთელი ტერიტორიის 6 %, სადაც ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა და ხშირი, თითქმის გაუვალი წვიმის ტყეებისაგან, რომლებიც თანდათან მაღლდება ტუმუკ-უმაკის მთების საშუალო სიმაღლის მწვერვალებისკენ ბრაზილიის საზღვრის გასწვრივ. საფრანგეთის გვიანის უმაღლესი მწვერვალია — ბელვიუ დე ლინინი 851 მ. სამხრეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთიდან სურინამი. სახმელეთო საზღვრის სიგრძეა — 1183 კმ, აქედან: ბრაზილიასთან — 673 კმ, სურინამთან — 510 კმ.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთის გვიანაში ჭარბობს ეკვატორული კლიმატი.[2] ეკვატორიდან 6 გრადუსის საზღვრებში და საშუალო დონის სიმაღლეებზე მდებარე საფრანგეთის გვიანაში მთელი წლის განმავლობაში ცხელი და აუტანელი ნოტიო ჰაერია. წლის დიდი ხნის განმავლობაში მთელ ტერიტორიაზე მოდის დიდი რაოდენობის ნალექი კონვერგენციის შიდა ტროპიკული ზონისა და მისი მძლავრი ელჭექის არსებობის გამო. საფრანგეთის გვიანის უმეტეს რაიონებში მუდამ მოდის ბევრი ნალექი, განსაკუთრებით დეკემბრიდან ივლისის ჩათვლით. ჩვეულებრივ ამ პერიოდში მთელ ტერიტორიაზე ყოველთვიურად მოელიან 330 მმ-ზე მეტ ნალექს. აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით ტერიტორიის აღმოსავლეთ ნახევარზე შეიმჩნევა ცხელი მშრალი სეზონი 100 მმ-ზე ნაკლები ნალექით და სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით 30 °C-ზე მაღალი საშუალო ტემპერატურით, რის შედეგადაც საფრანგეთის გვიანის აღმოსავლეთი ნაწილი კლასიფიცირდება, როგორც ტროპიკული მუსონური კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია - Am); დასავლეთით სენ-ლორან-დიუ მარონის ოლქში ეკვატორული კლიმატური სარტყელი (Af).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვიანა აღმოაჩინეს ესპანელებმა 1499 წელს, მაგრამ მან მათი ინტერესები ვერ დააკმაყოფილა. 1604 წელს გვიანაში დასახლდნენ პირველი ფრანგი კოლონისტები. XVII—XVIII საუკუნეებში ამ ტერიტორიის დაუფლებას რამდენჯერმე ცდილობდნენ ნიდერლანდელები და ინგლისელები. 1696 წლისთვის დაახლოებით 600 ფრანგი დასახლდა კაიენაში და მის შემოგარენში. ნიდერლანდელთა ოკუპაციის პერიოდმა (1654—1663) ხელი შეუწყო შაქრის ლერწმის კულტურის, ხოლო მასთან ერთად პირველი მონების გამოჩენას, ასე რომ 1685 წლისთვის რაოდენობით ისინი იყვნენ ათასხუთასზე არანაკლები. საბოლოოდ საფრანგეთის ხელისუფლებამ გვინეაზე თავისი უფლებები განიმტკიცა 1817 წელს.
XVII საუკუნის ბოლოდან ფრანგები გვინეაში ავითარებენ პლანტაციურ მეურნეობას. რადგანაც ინდიელები უარს ამბობდნენ პლანტაციებში მუშაობაზე, ფრანგებმა აფრიკიდან დაიწყეს შავკანიანი მონების. 1740 წლისთვის კოლონიის მოსახლეობამ მიაღწია 5290 მოსახლეს, მათგან 566 იყო თეთრკანიანი, 54 განთავისუფლებული ყოფილი მონა ან ყოფილი ყმა გლეხი, 4634 მონა. ინდიელი მოსახლეობა რიცხობრივად მაინც აღემატებოდა მათ და შეადგენდა დაახლოებით 8 ათას ადამიანს, მაგრამ ისინი განდევნილები იყვნენ შიდა ტერიტორიებზე.
XIX საუკუნის შუა წლები საფრანგეთის გვიანისთვის აღსანიშნავია სამი მთავარი მოვლენა: მონობის გაუქმება (1848 წელს), ტერიტორიის გადაქცევა გადასახლების ადგილად (1852 წლიდან), ოქროს საბადოების აღმოჩენა (1855 წელს). მონობის გაუქმებამ გამოიწვია პლანტაციურ მეურნეობებში მუშა ძალის მწვავე უკმარისობა, რამაც საფრანგეთის მაშინდელი ხელისუფლება იძულებული გახადა გამოეყენებინა საემიგრაციო პოლიტიკის ხელშეწყობა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში კოლონიის მოსახლეობა ძირითადად გაიზარდა ფრანგული ანტილის კუნძულებიდან ჩამოსული კრეოლების ემიგრაციისა და პლანტაციებში სამუშაოდ დაკავებული ინდიელებისა და ჩინელების ხარჯზე.
საფრანგეთის გვიანაში ოქროს საბადოების გახსნამ იქ მიიზიდა ათასობით ადამიანი. „ოქროს ციებ-ცხელების“ მიმდინარეობისას საფრანგეთის გვიანის ჯუნგლებში მუშაობდა 40 ათასამდე მაძიებელი, რომელთაგან უმრავლესობა გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან, გველებისაგან, გარეული ცხოველებისაგან და სხვა სიძნელეებისგან.
1852 წლის სამთავრობო დეკრეტით საფრანგეთის გვიანა გახდა „არასანდო პოლიტიკური ელემენტების“ გადასახლების ადგილი. პირველი გადასახლებულები იყვნენ 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის მონაწილეები. სულ 1852 წლიდან 1939 წლის ჩათვლით გადასახლებული იქნა დაახლოებით 70 ათასი ადამიანი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის გვიანაში ადამიანთა გადასახლება გაუქმდა.
ოქროს ციებ-ცხელებასთან ერთად გამწვავდა საფრანგეთის ტერიტორიული დავა ნიდერლანდებთან (ტერიტორიალური დავა ნიდერლანდებსა და საფრანგეთს შორის გვიანაში) და ბრაზილიასთან (ტერიტორიალური დავა ბრაზილიასა და საფრანგეთს შორის). 1886-1887, 1887-1891 და 1904-1912 წლებში სადავო ტერიტორიებზე უხელისუფლებობის და ანარქიული მდგომარეობის დროს არსებობდა თვითგამოცხადებული გვიანის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
1930—1946 წლებში საფრანგეთის გვიანის შიდა რეგიონები გამოყვეს ცალკე კოლონიად, რომლის სახელწოდება იყო ინინი.
1946 წლის 19 მარტიდან საფრანგეთის გვიანა გახდა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი.
1964 წელს ეკვატორთან სიახლოვის გამო საფრანგეთმა საფრანგეთის გვიანა შეარჩია გვიანის კოსმოსური ცენტრის (ფრანგ. Centre spatial guyanais, CSG) მშენებლობის ადგილად. მისი დაცვისათვის იქ განლაგებულია საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-3 ფეხოსანი პოლკი.
პოლიტიკური მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის პრეზიდენტი საფრანგეთის გვიანის ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურის პოსტზე თავის წარმომადგენლად კაიენაში ნიშნავს პრეფექტს, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მართვას. მართვის ადგილობრივ დონეზე ადრე არსებობდა საფრანგეთის გვიანის მოსახლეობის მიერ არჩეული გენერალური საბჭო (19 წევრი) და რეგიონალური საბჭო (34 წევრი). გენერალური საბჭო და რეგიონალური საბჭო 2016 წელს შეიცვალა საფრანგეთის გვიანის ასამბლეათი.
2020 წლიდან პრეფექტი გახდა ტიერი კეფელე[3]. საფრანგეთის გვიანის ასამბლეის პრეზიდენტი 2021 წლიდან არის გაბრიელ სერვილი[4].
საფრანგეთის პარლამენტში საფრანგეთის გვიანის მოსახლეობა ირჩევს ერთ სენატორს და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ორ დეპუტატს. სენატში არჩეული პირველი ქალი 2020 წელს გახდა მარი-ლორა ფინერა-ორტი[5].
ძირითადი პოლიტიკური პარტიები:
- გვიანის სოციალისტური პარტია (PCG), დაარსდა 1956 წელს, ლიდერი — ანტუან კარამი, ახლოს დგას საფრანგეთის სოციალისტურ პარტიასთან და საფრანგეთის მემარცხენე რადიკალურ პარტიასთან;
- გვიანის დემოკრატიული ძალები (FDG), დაარსდა 1989 წელს, ლიდერი — ჟ. ოტილი, ახლოს დგას „თანამედროვე მემარცხენეებთან“;
- მოძრაობა დეკოლონიზაციისთვის და სოციალური ემანსიპაციისთვის, დაარსდა 1991 წელს, ლიდერი — ფ. კანავი, უკიდურესი მემარცხენე პარტია, საფრანგეთის გვიანის დამოუკიდებლობის მომხრე;
- ვალვარი, დაარსდა 1993 წელს, ლიდერი — კრისტიან ტობირა, ახლოს დგას საფრანგეთის მემარცხენე რადიკალურ პარტიასთან;
- გვიანის დემოკრატიული მოქმედება (ADG), ლიდერი — ა. ლეკანტე;
- გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად (RPR), ადგილობრივი განყოფილება;
- საფრანგეთის პოლიტიკური პარტიების კავშირი ფრანგული დემოკრატიისთვის (UDF).
საფრანგეთის გვიანის პოლიტიკაში დომინირებს გვიანის სოციალისტური პარტია (PCG), რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს საფრანგეთის სოციალისტურ პარტიასთან.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის გვიანა იყოფა 3 ოლქად:
| № | ოლქი (ქართ.) | ოლქი (ფრანგ.) | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² | მოსახლეობა, ად. (2022)[6] | სიმჭიდროვე, ად./კმ² |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | სენ-ლორან-დიუ-მარონის ოლქი | Arrondissement de Saint-Laurent-du-Maroni | სენ-ლორან-დიუ-მარონი | 40 945 | 98 344 | 2,4 |
| 2 | სენ-ჟორჟის ოლქი | Arrondissement de Saint-Georges | სენ-ჟორჟი | 25 560 | 8735 | 0,34 |
| 3 | კაიენას ოლქი | Arrondissement de Cayenne | კაიენა | 17 351 | 181 303 | 10,45 |
| სულ | 83 856 | 288 382 | 3,4 |
ოლქები თავის მხრივ იყოფიან 22 კომუნად და 19 კანტონად:
| № | კომუნა (ქართ.) | კომუნა (ფრანგ.) | ფართობი, კმ² | მოსახლეობა, ად. (2022)[6] | სიმჭიდროვე, ად./კმ² |
|---|---|---|---|---|---|
| სენ-ლორან-დიუ-მარონის ოლქი | |||||
| 1 | ავალა-იალიმაპო | Awala-Yalimapo | 187,40 | 1549 | 8,3 |
| 2 | მანა | Mana | 6332,60 | 11 364 | 1,8 |
| 3 | სენ-ლორან-დიუ-მარონი | Saint-Laurent-du-Maroni | 4830,00 | 51 732 | 11,0 |
| 4 | აპატუ | Apatou | 2020,00 | 10 059 | 5,0 |
| 5 | გრან-სანტი | Grand-Santi | 2112,00 | 9390 | 4,4 |
| 6 | პაპაიშტონი | Papaichton | 2628,00 | 5530 | 2,1 |
| 7 | საული | Saül | 4475,00 | 297 | 0,07 |
| 8 | მარიპასულა | Maripasoula | 18 360,00 | 8423 | 0,46 |
| სენ-ჟორჟის ოლქი | |||||
| 9 | კამოპი | Camopi | 10 030,00 | 2168 | 0,22 |
| 10 | სენ-ჟორჟი | Saint-Georges | 2320,00 | 4710 | 2,0 |
| 11 | უანარი | Ouanary | 1080,00 | 200 | 0,19 |
| 12 | რეჟინა | Régina | 12 130,00 | 1657 | 0,14 |
| კაიენას ოლქი | |||||
| 13 | რურა | Roura | 3902,50 | 3382 | 0,87 |
| 14 | სენ-ელი | Saint-Élie | 5680,00 | 157 | 0,03 |
| 15 | ირაკუბო | Iracoubo | 2762,00 | 1685 | 0,61 |
| 16 | სინამარი | Sinnamary | 1340,00 | 2801 | 2,1 |
| 17 | კურუ | Kourou | 2160,00 | 24 470 | 11,0 |
| 18 | მაკურია | Macouria | 377,50 | 18 807 | 50,0 |
| 19 | მონსინერი-ტონეგრანდე | Montsinéry-Tonnegrande | 600,00 | 3457 | 5,8 |
| 20 | მატური | Matoury | 137,19 | 35 551 | 259,0 |
| 21 | კაიენა | Cayenne | 23,60 | 63 956 | 2710,0 |
| 22 | რემირ-მონჟოლი | Remire-Montjoly | 46,11 | 27 037 | 586,0 |
| სულ | 83 533,90 | 288 382 | 3,5 | ||
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთის გვიანამ გადაიტანა დემოგრაფიული სტაგნაციის ხანგრძლივი პერიოდი კაიენის გამოსასწორებელი კოლონიისა და სენ-ლორან-დიუ-მარონის ციხის არსებობის დროს (XIX საუკუნე და XX საუკუნის პირველი ნახევარი), როდესაც 1900-იანი და 1910-იანი წლების ხანმოკლე ოქროს ციებ-ცხელების პერიოდის გამოკლებით ის განიცდიდა ავადსახსენებელი რეპუტაციით, რომელიც დაკავშირებული იყო გამოსასწორებელ კოლონიებთან და ცუდ სანიტარულ პირობებთან (კერძოდ ყვითელ ცხელებასთან და მალარიასთან).
მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ მკვეთრად მომატება დაიწყო 1950-იან წლებში სანიტარული პირობების გაუმჯობესების შედეგად (ყვითელი ცხელებისა და მალარიის აღმოფხვრის კამპანია დაიწყო 1949 წელს)[7] და კურუს კოსმოსური სადგურის შედეგად 1964 წელს. მოსახლეობის ზრდას ხელს უწყობდა როგორც მაღალი შობადობა ასევე იმიგრანტების დიდი ნაკადებით ჩამოსვლა (საფრანგეთის მეტროპოლიიდან, რათა დაკომპლექტებულიყო მართვის სახელმწიფო ორგანოები და კოსმოსური ცენტრი, ასევე მეზობელი ქცეყნებიდან, კერძოდ სურინამიდან და ბრაზილიიდან). სურინამელი დევნილების ჩამოსვლამ მიაღწია რეკორდულ დონეს 1980-იან წლებში სურინამის შიდა ომების გამო[8], რამაც გამოიწვია ყველაზე უფრო მაღალი მოსახლეობის ზრდის ტემპი საფრანგეთის გვიანის ისტორიაში, რომელიც დაფიქსირებულია 1982 და 1990 წლების მოსახლეობის აღწერებს შორის (+5,8 % წელიწადში).
XXI საუკუნეში შობადობის დონე დარჩა მაღალი, ხოლო თავშესაფრის მაძიებელი იმიგრანტების ახალმა ჩამოსვლამ (კერძოდ ჰაიტიდან, ხოლო ბოლო დროს სირიიდან და ავღანეთიდან) შეინარჩუნა მოსახლეობის ზრდა 2 %-ზე მეტის დონეზე წელიწადში 2010-იანი წლების შუა პერიოდამდე. მაგრამ 2010-იანი წლების შუიდან მოსახლეობის ზრდამ შესამჩნევად იკლო ეკონომიკის უფრო დაბალი ზრდის ტემპისა და სოციალური არეულობების გამო, კერძოდ 2017 წლის სოციალური არეულობა, რომელმაც მოიტანა 2018 წლის რეცესია, ხოლო შემდეგ COVID-19-ის რეცესიის გამოვლინებები, რომლებმაც უბიძგა ბევრ ახალგაზრდას გამგზავრებულიყო საფრანგეთის მეტროპოლიაში. 2025 წლის იანვარში INSEE-ს შეფასებით საფრანგეთის გვიანის მოსახლეობამ მიაღწია 292 354 ადამიანს[9], რაც 10-ჯერ აჭარბებს 1954 წლის მოსახლეობის რაოდენობას, მაგრამ შესამჩნევად ნაკლებია 2010-იან წლებში გამოქვეყნებულ მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზებზე.
საფრანგეთის გვიანის მაცხოვრებელთა დაახლოებით 300 000 ადამიანიდან ნახევარი 25 წელზე ახალგაზრდაა, რაც როგორც მაღალი შობადობის ასევე მნიშვნელოვანი იმიგრაციის შედეგია.[10] 2021 წლის Insee-ს საფრანგეთის სტატისტიკური სააგენტოს დასკვნაში მითითებულია, რომ 21 წლიდან 29 წლამდე ასაკის ადამიანების 37 %-მა განათლების მიღების მიზნით ან უცხოეთში სამუშაოს საძიებლად დატოვა ქვეყანა.[10][11] ამავე დროს 15 წლიდან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დაახლოებით მესამედი არსად არ მუშაობს და არ სწავლობს, განსაკუთრებით ცუდი ავტოსაგზაო პირობების მქონე განაპირა რაიონებში.[10]
დღეისათვის დაახლოებით 300 000 მაცხოვრებლიანი საფრანგეთის გვიანა პროგნოზების თანახმად მოსახლეობის მიხედვით კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება ლათინურ ამერიკაში შობადობის ყველაზე უფრო მაღალი დონისა (27,3 დაბადებული 1000 ადამიანზე და საშუალოდ 3,63 ბავშვი ერთ ქალზე 2019 წელს) და სტაბილური იმიგრაციის გამო, რომელიც აკომპენსირებს ემიგრაციას.[12]
| წელი | მოსახლ. | წლიური ±% | წელი | მოსახლ. | წლიური ±% |
|---|---|---|---|---|---|
| 1807 | 15 483 | — | 1906 | 39 117 | +3,52 % |
| 1814 | 14 463 | −0,97 % | 1911 | 48 810 | +4,53 % |
| 1827 | 22 416 | +3,43 % | 1921 | 44 202 | −0,99 % |
| 1832 | 22 531 | +0,10 % | 1936 | 36 975 | −1,18 % |
| 1837 | 21 221 | −1,19 % | 1946 | 28 506 | −2,57 % |
| 1842 | 20 365 | −0,82 % | 1954 | 27 863 | −0,27 % |
| 1850 | 20 100 | −0,16 % | 1961 | 33 505 | +2,57 % |
| 1855 | 20 198 | +0,10 % | 1967 | 44 392 | +4,79 % |
| 1860 | 25 687 | +4,93 % | 1974 | 55 125 | +3,14 % |
| 1868 | 25 151 | −0,26 % | 1982 | 73 022 | +3,88 % |
| 1872 | 24 171 | −0,99 % | 1990 | 114 678 | +5,79 % |
| 1876 | 27 082 | +2,88 % | 1999 | 157 213 | +3,58 % |
| 1880 | 27 333 | +0,23 % | 2006 | 205 954 | +4,04 % |
| 1887 | 25 796 | −0,82 % | 2011 | 237 549 | +2,90 % |
| 1891 | 29 650 | +3,54 % | 2016 | 269 352 | +2,54 % |
| 1895 | 30 310 | +0,55 % | 2022 | 288 382 | +1,14 % |
| 1901 | 32 908 | +1,38 % | 2025 | 292 354 | +0,46 % |
შენიშვნა: ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის შეფასება და აღწერა 1946 წლამდე.[13][14][15] მოსახლეობის აღწერა 1954 და 2021 წლებს შორის.[16][9] 2025 წლის INSEE-ს ბოლო შეფასება.[9]
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის გვიანის მოსახლეობა, რომელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს სანაპიროს გასწვრივ, განსხვავდება მნიშვნელოვანი ეთნიკური მრავალფეროვნებით. 2019 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 56,5 % დაბადებულია გვიანაში, 8,9 % — საფრანგეთის მეტროპოლიაში, 2,8 % — კარიბის აუზის ფრანგულ დეპარტამენტებში და გაერთიანებებში (გვადელუპა, მარტინიკა და სხვ.), ხოლო 31,5 % — საზღვარგარეთ (ძირითადად სურინამი, ბრაზილია და ჰაიტი).[17]
საფრანგეთის გვიანის მოსახლეობის ეთნიკური ჯგუფების შეფასება მეტად რთულია იმიგრანტების მაღალი ხვედრითი წილის გამო. ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს შეადგენს აფრიკიდან წამოსული ხალხი, თუმცა ზუსტი ციფრები ვარირებს იმაზე დამოკიდებულებით, გათვალისწინებულია თუ არა მრავალრიცხოვანი ჰაიტელების თემი. საერთოდ კრეოლური მოსახლეობა ჰაიტელების (რომლების შეადგენენ დაახლოებით კრეოლური მოსახლეობის მესამედს) გათვალისწინებით შეადგენს მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 60–70 %-ს და 30–50 %-ს ჰაიტელების გარეშე. ასევე ცხოვრობენ უფრო მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები კარიბის აუზის სხვადასხვა კუნძულებიდან, ძირითადად მარტინიკიდან, გვადელუპიდან და სენტ-ლუსიიდან.
დაახლოებით 41 000 ადამიანს, ანუ მოსახლეობის 14 %-ს, აქვთ ევროპული წარმოშობა. მათგან დიდ უმრავლესობას აქვს ფრანგული წარმოშობა, თუმცა ასევე არსებობენ ესპანური და პორტუგალიური წარმოშობის ხალხი.
ძირითად აზიურ მოსახლეობას შეადგენენ ჩინელები (დაახლოებით 3–4 %, ძირითადად მატერიკული ჩინეთის ჯეძიანის და გუანდუნის პროვინციებიდან) და ჰმონგები ლაოსიდან (1–2 %). აზიელების სხვა ჯგუფებს მოიცავენ ინდოელები, ლიბანელები და ვიეტნამელები.
საფრანგეთის გვიანის შიდა რაიონების მაცხოვრებელთა ძირითადი ჯგუფია გაქცეული აფრიკელი მონებისა და მკვიდრი მოსახლეობის შთამომავალი მარონები. ისინი ძირითადად ცხოვრობენ მდინარე მარონის გასწვრივ. მარონების ძირითადი ჯგუფებია – სარამაკა, აუკანები (ორივენი ასევე ცხოვრობენ სურინამში) და ბონი (ალუკუ).
ძირითადი მკვიდრი მოსახლეობა (რომლებიც შეადგენენ მთელი მოსახლეობის დაახლოებით 3–4 %-ს) არიან არავაკები, კარიბები, ტეკო (ადრე ცნობილი, როგორც ემერილიონი), კალინები (ადრე ცნობილი, როგორც გალიბები), პალიკური, ვაიამპი და ვაიანა. 1990-იანი წლების დასასრულის მდგომარეობით გაჩნდა მტკიცებულება ვაიამპის უკონტაქტო ხალხის არსებობის შესახებ.
იმიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერა | დაიბადა საფრანგეთის გვიანაში | დაიბადა საფრანგეთის მეტროპოლიაში | დაიბადა საფრანგეთის ვესტ ინდოეთში | დაიბადა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებში | დაიბადა საზღვარგარეთ, მაგრამ დაბადებასთან ერთად აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა¹ | იმიგრანტები² |
| 2019 | 56.5 % | 8.9 % | 2.8 % | 0.3 % | 1.0 % | 30.5 % |
| 2013 | 57.0 % | 9.4 % | 2.9 % | 0.3 % | 1.2 % | 29.2 % |
| 2008 | 55.4 % | 9.6 % | 3.0 % | 0.2 % | 1.3 % | 30.5 % |
| 1999 | 54.4 % | 11.8 % | 4.9 % | 0.3 % | 2.0 % | 26.6 % |
| 1990 | 50.5 % | 11.7 % | 5.2 % | 0.3 % | 1.9 % | 30.4 % |
| ¹ფრანგი მშობლებისაგან საზღვარგარეთ დაბადებული პირები, მაგალითად ფრანკო-ალჟირელები და ფრანგი ექსპატრიატების ბავშვები. ²ფრანგული განსაზღვრების მიხედვით ემიგრანტი ეს არის საზღვარგარეთ დაბადებული ადამიანი და რომელსაც დაბადებისას არ გააჩნია საფრანგეთის მოქალაქეობა. ყურადღება მისაქცევია, რომ იმიგრანტს შეუძლია მიიღოს საფრანგეთის მოქალაქეობა საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, მაგრამ ფრანგულ სტატისტიკაში მაინც ითვლება იმიგრანტად. მეორე მხრივ საფრანგეთში დაბადებული პირები უცხოური მოქალაქეობით (იმიგრანტთა ბავშვები) არ შედიან იმიგრანტების რაოდენობაში. | ||||||
| წყარო: INSEE[18][17] | ||||||
მოსახლეობის მესამედზე მეტს და ზრდასრულთა თითქმის ნახევარს აქვთ უცხოური წარმოშობა.[12] საფრანგეთის გვიანაში ერთი ან ორი თაობის განმავლობაში 10-დან 7 დაბადებული ადამიანი არის იმიგრანტების შთამომავალი.[12] საფრანგეთის გვიანის მოსახლეობის დაახლოებით 12 % საფრანგეთის მეტროპოლიის მოქალაქეა. უცხოელი მოქალაქეები შეადგენენ მთელი მოსახლეობის 37 %-ს, რომელთაგან ნახევარი უფროსი ასაკისაა, რაც მნიშვნელოვნად მაღალია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე. სურინამელები წარმოადგენენ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს (1 ადამიანი 8-დან), მათ შემდეგ მოდიან ჰაიტელები (9,3 %) და ბრაზილიელები (9,2 %).[12] იმიგრანტების სხვა ეთნიკური ჯგუფები შედგებიან გაიანელებისგან (6 %), სენტ-ლუსიელებისგან (3 %), ჩინელებისგან (3 %) და ლაოსელებისგან (2 %). ამ ეთნიკური ჯგუფების მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია დოკუმენტები: ბრაზილიელების 52 %-ს, სურინამელების 49 %-ს და ჰაიტელების 23 %-ს, ამასთან მოსახლეობის საერთო რაოდენობის 15–18 %-ს არა აქვთ კანონიერი სტატუსი.[12]
იმიგრაციამ ჩამოაყალიბა საფრანგეთის გვიანა 1634 წლიდან: მონათა ვაჭრობა, გამოსასწორებელი კოლონიები და ოქროს ციებ-ცხელება იზიდავდა ადამიანებს კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ლიბანიდან.[12] 1902 წელს მონტან-პელეს ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია მიგრანტების მოზიდვა მარტინიკიდან. კურუში გვიანის კოსმოსური ცენტრის შექმნამ კიდევ უფრო დააჩქარა იმიგრაცია, განსაკუთრებით ბრაზილიიდან. სურინამიდან მიგრაცია მნიშვნელობით გაიზარდა 1982–1990 წლების სამოქალაქო ომის დროს, ხოლო ჰაიტელების შემოსვლა გაიზარდა დუვალიეს რეჟიმის დროს 1990-იან წლებში. 1977 წელს დევნილი ჰმონგები ლაოსიდან ჩამოვიდნენ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.[12]
2000-იანი წლების შუა პერიოდამდე იმიგრანტების უმრავლესობა იყვნენ სურინამიდან, ბრაზილიიდან და ჰაიტიდან. დღეისათვის კი მათი წარმოშობა გახდა უფრო მრავალფეროვანი, ესპანურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსულებისა (მაგალითად კოლუმბია, ვენესუელა, პერუ, კუბა და დომინიკელთა რესპუბლიკა) და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ჩათვლით (კერძოდ სირია და პალესტინა). ამ მოვლენებმა გამოიწვია არალეგალური იმიგრანტების რაოდენობის ზრდა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სამედიცინო დახმარების უფლება, რომელიც გაიზარდა 17 000 ადამიანიდან 2015 წელს 33 000-ზე მეტ ადამიანამდე 2019 წელს.[12]
2005 წლიდან 2014 წლის ჩათვლით პერიოდში დარეგისტრირებული იყო 7934 წარდგინება თავშესაფრის მიცემაზე (არასრულწლოვანთა გარდა). ამის შემდეგ წარდგინებათა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და 2020 წელს მიაღწია 2765-ს. მათგან უმრავლესობა ერგო ჰაიტელებს (63,6 %), სირიელებს/პალესტინელებს (16,9 %), კუბელებს (9,9 %) და დომინიკელებს (3,8 %). მაგრამ ამ წარდგინებათა 95 %-ზე მეტი, ძირითადად ჰაიტელების, იყო უარყოფილი.[12] ზოგიერთებისათვის საფრანგეთის გვიანის სტატუსი, როგორც საფრანგეთის ტერიტორია, ხდის მას ევროპის „კარიბჭედ“.[19] ბევრი ცუდ პირობებში ცხოვრობს დევნილთა გადაჭედილ ბანაკებში და პრაქტიკულად უამინდობისგან თავდაცვის გარეშე. არც ადგილობრივ და არც საფრანგეთის ხელისუფლებებს არ მიუღიათ მნიშვნელოვანი ძალისხმევა სიტუაციის გამოსასწორებლად.[20][21][22]
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთის გვიანაში 2015 წლისთვის უპირატესი რელიგიაა კათოლიციზმი – 74,3 %, პროტესტანტები – 9,9 %, ქრისტიანული სინკრეტიზმის მიმდევრები – 3,5 %, ჩინური სახალხო რელიგიის მიმდევრები – 2,9 %, ინდუსები – 1,6 %, სხვა რელიგიის მიმდევრები – 4,4 %, არარელიგიურები – 3,4 %.[23] მარონები და ზოგიერთი ინდიელი ხალხი ინარჩუნებს საკუთარ რელიგიურ რწმენას. მისიონერთა გავლენის შედეგად, რომლებიც დაეხმარნენ მათ საფრანგეთის გვიანაში გადასვლაში, ჰმონგების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე არიან კათოლიკეები.[24] გვიანელი კათოლიკეები შედიან კაიენის ეპარქიის შემადგენლობაში.
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის გვიანის ოფიციალური ენაა — ფრანგული, რომელიც ამ ზღვისიქითა დეპარტამენტის უპირატესი ენაა და რომლითაც ლაპარაკობენ მოსახლეობის უმრავლესობა, როგორც მშობლიურ ან მეორად ენაზე.[25] რეგიონალური ენები მოიცავს ფრანგულ-კრეოლურ ენას (არ შეგვეშალოს გაიანის კრეოლურ ენაში), 6 ინდიელების ენას (არავაკული, პალიკური, კარიბული, ვაიანა, ვაიამპი, ემერილონი), მარონების 4 კრეოლურ ენას (სარამაკა, პარამაკანი, ალუკუ, ნდიუკა), ასევე ჰმონგურ ენას.[26]
გვიანური კრეოლური ენა (ფრანგ. Kreol Gwiyanè) არის ფრანგულ ენაზე დაფუძნებული კრეოლური ენა, რომელზეც 2006 წელს ლაპარაკობდა დაახლოებით 50 000 ადამიანი საფრანგეთის გვიანაში და 3000 ადამიანი ბრაზილიაში, სადაც ის ცნობილია, როგორც პატუა, კრიულო ან კარიპუნა.[27] ის სხვადასხვა თემებს შორის ეროვნებათაშორისი სასაუბრო ენაა, ინდიელების, მარონების, ჩინელების, ბრაზილიელების და ჰაიტელების ჩათვლით, განსაკუთრებით სანაპირო რაიონებში. დიალექტები ცოტათი განსხვავებულია დასავლეთისა (სენ-ლორანი) და აღმოსავლეთის რაიონებს შორის. მაგრამ საფრანგეთის გვიანის დასავლეთში მარონული ენები, როგორიცაა სრანან-ტონგო, უფრო მეტად დომინანტურია.[27]
მარონების ენები უპირატესად გავრცელებულია საფრანგეთის გვიანისა და სურინამის საზღვრის გასწვრივ. სანაპირო ზოლზე აღრიცხულია მარონულ ენებზე მოლაპარაკე დაახლოებით 29 800 ადამიანი, ხოლო ქვეყნის სიღრმეში — კიდევ 7400.[27]
- ალუკუ (ბონი): 5900 მოლაპარაკე, ძირითადად მდინარე შუა მარონის დელტის აუზში და ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა კაიენა და კურუ.[27]
- პარამაკანი (პამაკა): 2800 მოლაპარაკე საფრანგეთის გვიანაში და სურინამში, რომლებიც ცხოვრობენ მდინარე მარონის სიახლოვეს.[27]
- ნდიუკა (აუკანი, ოკანისი): 14 000 მოლაპარაკე საფრანგეთის გვიანაში, 32 000 კი სურინამში; ამ ენაზე ლაპარაკობს მარონების რამდენიმე ჯგუფი.[27]
- სარამაკა (სამაკა): მარონების ყველაზე უფრო თვითმყოფადი ენა, რომელზეც ძლიერი გავლენა მოახდინა პორტუგალიურმა ენამ; 14 500 მოლაპარაკე საფრანგეთის გვიანაში და 32 000 სურინამში.[27]
ინდიელთა ენები:
- არავაკული (ლოკონო): ~600 მოლაპარაკე
- პალიკური: ~1100 მოლაპარაკე[27]
- კარიბული ენების ოჯახი: 30 მოლაპარაკე აპალაის ენაზე, 2700 კალინას ენაზე და 800 ვაიანას ენაზე.
- ტუპი-გუარანის ოჯახი: 400 მოლაპარაკე ემერილონის ენაზე (ტეკო) და 1270 ვაიამპის ენაზე, ძირითადად ტრუა-სოში და კამოპიში.[27]
საფრანგეთის გვიანის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლაპარაკობს ფრანგულ ენაზე დაფუძნებულ კრეოლურ ენებზე.[27] 2006 წელს გვადელუპიდან და მარტინიკიდან ჩამოსული ანტილური კრეოლურ ენებზე მოლაპარაკე დაახლოებით 7000 ადამიანი ცხოვრობს დიდ ქალაქებთან ახლოს მდებარე სანაპირო რაიონებში.[27] ამ კრეოლურ ენას გააჩნია მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები, როგორც გვადელუპურ, ასევე მარტინიკულ კრეოლურ ენებზე. ამასთან ერთად, 2006 წელს უპირატესად კაიენის შემოგარენში მაცხოვრებელი დაახლოებით 30 000 ჰაიტელი ლაპარაკობს ჰაიტურ კრეოლურ ენაზე.[27]
2006 წელს საფრანგეთის გვიანაში პორტუგალიურ ენაზე ლაპარაკობდა დაახლოებით 15 000 ბრაზილიელი, თუმცა შეფასებები აჩვენებენ, რომ მოლაპარაკეთა რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 30 000 ადამიანს.[27] 2002 წლიდან ესპანური ენა გახდა უფრო გავრცელებული სამხრეთ ამერიკიდან იმიგრანტი მოსახლეობის ზრდის გამო, განსაკუთრებით პერუდან და დომინიკელთა რესპუბლიკიდან. 2006 წლის მონაცემებით აზიურ ენებს შორის ჩინურ ენაზე საფრანგეთის გვიანაში ლაპარაკობს დაახლოებით 3000 ადამიანი და 6000 სურინამში.[27] წარმოშობით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის რეგიონების ეს ადამიანები დასახლდნენ, როგორც ქალაქის, ასევე სასოფლო რაიონებში, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში.[27] ლაოსურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 150-200 ადამიანი, ძირითადად რურის და კურუს კომუნებში.[27] ლაოსიდან ჩამოსული ჰმონგების ეთნოსის ხალხი ასევე ლაპარაკობს ლაოსურ ენაზე. სხვა აზიური ენები, რომელზეც ლაპარაკობენ ქვეყანაში, მოიცავს იავურ და ვიეტნამურ ენებს.[27]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როგორც საფრანგეთის ნაწილი საფრანგეთის გვიანა შედის ევროკავშირში და ევროზონაში; მისი ვალუტაა — ევრო. საფრანგეთის გვიანის ზემო დონის ეროვნული დომენია (ccTLD) — .gf, მაგრამ ჩვეულებრივ გამოიყენება .fr.[28]
2019 წელს საფრანგეთის გვიანის მშპ-მ საბაზრო გაცვლითი კურსის თანახმად შეადგინა 4,93 მილიარდი ამერიკული დოლარი (4,41 მილიარდი ევრო)[29], რაც ეკონომიკური მაჩვენებლებით ქვეყანას გვიანაში აყენებს მეორე ადგილზე გაიანის შემდეგ (რომელმაც აღმოაჩინა ნავთობის დიდი საბადო 2015 და 2018 წლებში) და მე-12 ადგილზე სამხრეთ ამერიკაში.[30]
1960-იანი წლებიდან დაწყებული 2000-იანი წლების ჩათვლით საფრანგეთის გვიანამ მიაღწია დიდ ეკონომიკურ აღმავლობას, რასაც ხელს უწყობდა საფრანგეთის გვიანის კოსმოსური ცენტრის განვითარება (შექმნილი 1964 წელს საფრანგეთის გვიანაში, რადგან 1962 წელს ალჟირის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ გამოიწვია საფრანგეთის კოსმოსური ცენტრის დაკეტვა ალჟირის საჰარაში) და მოსახლეობის სწრაფი ზრდა, რომელიც ასტიმულირებდა შიდა მოხმარებას. საფრანგეთის გვიანის ეკონომიკა არ დაზარალებულა 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამო: მშპ რეალური ღირებულების გათვალისწინებით იზრდებოდა საშუალოდ +3,4 %-ით წელიწადში 2002 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, რაც ცოტათი სწრაფია, ვიდრე სწრაფად მზარდი მოსახლეობა, რამაც საშუალება მისცა საფრანგეთის გვიანას ცოტათი დაწეოდა დანარჩენ საფრანგეთს ცხოვრების დონის მიხედვით.[29] მშპ ერთ სულ მოსახლეზე საფრანგეთის მეტროპოლიის დონესთან შედარებით 2000 წელს არსებული 48,0 %-დან 2012 წელს გაიზარდა 48,5 %-მდე.[29]
მაგრამ 2013 წლიდან საფრანგეთის გვიანის ეკონომიკური ზრდა გახდა არათანაბარი და უფრო შეკავებული. 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ეკონომიკა რეალური ღირებულების გათვალისწინებით საშუალოდ იზრდებოდა სულ +1,2 %-ით წელიწადში.[29] საფრანგეთის გვიანამ 2014 წელს გადაიტანა რეცესია −0,8 %, ხოლო 2017 წლის სოციალურმა არეულობამ გამოიწვია ეკონომიკური ზრდის პრაქტიკულად შეჩერება. 2018 წელს ეკონომიკური ზრდა აღდგა +3,0 %-მდე, მაგრამ 2019 წელს ისევე იყო პრაქტიკულად უმნიშვნელო (+0,2 %).[29] შედეგად მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2013 წლიდან ნომინალური გამოხატულებით რჩებოდა სტაგნაციური და დაეცა საფრანგეთის მეტროპოლიასთან შედარებით. 2019 წელს საფრანგეთის გვიანის მშპ ერთ სულ მოსახლეზე საბაზრო გაცვლითი კურსის და არა მუპ-ის მიხედვით შეადგინა 17 375 ამერიკული დოლარი (15 521 ევრო)[29], რაც იმავე წელს სულ შეადგენს საფრანგეთის მეტროპოლიის საშუალო მშპ-ს 42,3 %-ს და საფრანგეთის დედაქალაქების რეგიონების მშპ-ს 50,3 %-ს პარიზის რეგიონის გარდა.[29]
2020 წელს საფრანგეთის გვიანამ გადაიტანა COVID-19-ის პანდემია, რამაც წინასწარი მონაცემებით გამოიწვია −2,7 %-იანი რეცესია იმავე წელს, რაც ზომიერი მაჩვენებელია საფრანგეთის მეტროპოლიის COVID-19-ის პანდემიის შედეგად მიღებულ რეცესიასთან შედარებით (−7,9 % 2020 წელს).[29]
| 2000 | 2006 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | 2019 | 2020 | 2021 | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ნომინალური მშპ (მლრდ. ევრო) | 1.95 | 2.91 | 3.91 | 4.00 | 3.96 | 4.00 | 4.12 | 3.98 | 3.92 | 3.93 | 3.84 | 3.97 |
| მშპ ერთ სულ მოსახლეზე (ევრო) | 11,814 | 13,874 | 15,638 | 15,534 | 15,480 | 15,091 | 15,356 | 15,151 | 15,607 | 15,633 | 15,367 | 15,611 |
| მშპ ერთ სულ მოსახლეზე %-ში საფრანგეთის მეტროპოლიის მშპ-სთან შედარებით | 48.0% | 47.1% | 48.5% | 47.8% | 47.8% | 45.7% | 45.9% | 44.1% | 44.4% | 43.2% | 45.0% | 42.3% |
| წყარო: INSEE.[29] | ||||||||||||
საფრანგეთის გვიანა საკმაოდ დამოკიდებულია მატერიკულ საფრანგეთზე სუბსიდიების, ვაჭრობის და საქონლის სფეროში. მრეწველობის ძირითადი ტრადიციული დარგებია თევზჭერა (5 % ექსპორტი 2012 წელს), ოქროს მოპოვება (32 % ექსპორტი 2012 წელს) და მეტყევეობა (1 % ექსპორტი 2012 წელს).[31] ამას გარდა, გვიანის კოსმოსური ცენტრი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადგილობრივ ეკონომიკაში 1964 წელს კურუში თავისი დაარსებიდან დაწყებული: პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით 2002 წელს მის წილზე მოდიოდა საფრანგეთის გვიანის მშპ-ს 16 % (შედარებისთვის 1994 წელს 26 %, რადგანაც საფრანგეთის გვიანის ეკონომიკა ხდება უფრო და უფრო დივერსიფიცირებული).[32] 2012 წელს გვიანის კოსმოსურ ცენტრში დაკავებული იყო 1659 ადამიანი.[33]
მრეწველობა პრაქტიკულად არ არსებობს. სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად არ არის განვითარებული და უპირატესად თავმოყრილია სანაპირო ზოლში და მდინარე მარონის დინების გასწვრივ. შაქარი და ბანანი ტრადიციულად იყო ექსპორტზე გასატანი ორი ძირითადი სასაქონლო კულტურა, მაგრამ დღეისათვის ისინი პრაქტიკულად გაქრა და შეიცვალა მეცხოველეობით (ძირითადად სახორცე პირუტყვი და ღორები) სანაპირო სავანებში კაიენასა და სიდიდით მეორე ქალაქ სენ-ლორან-დიუ-მარონს შორის, ასევე მებაღეობით (ხილბოსტანის მოყვანა), რომელიც განვითარდა 1970-იან წლებში საფრანგეთის გვიანაში დასახლებული ჰმონგების მიერ. მეურნეობის ორივე სახეობა ორიენტირებულია ადგილობრივ ბაზარზე. 1980-იანი წლების დასაწყისიდან 2000-იანი წლების ბოლომდე მანის კომუნის სიახლოვეს პოლდერებში განვითარებული ბრინჯის აყვავებული წარმოება 2011 წლიდან პრაქტიკულად მთლიანად გაქრა ზღვის ეროზიისა და მცენარეების დაცვის სფეროში ევროკავშირის ახალი წესების გამო, რომელიც კრძალავს ბევრი პესტიციდების და სასუქების გამოყენებას. ვითარდება ტურიზმი, განსაკუთრებით ეკოტურიზმი.
უმუშევრობის დონე უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში რჩებოდა სტაბილურად მაღალი და ცვალებადობდა 17 %-დან 24 %-მდე.[34] უკანასკნელ წლებში უმუშევრობის დონე 2016 წლის 23,0 %-იანი პიკური მაჩვენებლიდან დაეცა 2019 წლის 19,3 %-მდე.[35]
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის გვიანას აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღარიბი ნიადაგი. ნიადაგი ღარიბია საკვები (მაგალითად აზოტი, კალიუმი) და ორგანული ნივთიერებებით. ნიადაგის მჟავიანობა ნიადაგის სიღარიბის კიდევ ერთი მიზეზია და იგი ფერმერებისაგან ითხოვს საკუთარ მინდვრებში შეიტანონ კირი. ნიადაგის შემადგენლობამ გამოიწვია ტყის გადაწვა და მის ადგილას კულტურული მცენარეულობის დათესვის სამუშაოების გამოყენება. წარმოქმნილი ფერფლი ამაღლებს ნიადაგის pH-ს (ანუ აქვეითებს ნიადაგის სიმჟავეს) და მას ამდიდრებს მინერალებით და სხვა საკვები ნივთიერებებით. Terra preta-ს მონაკვეთები (ანტროპოგენური ნიადაგი) აღმოჩენილი იქნა საფრანგეთის გვიანაში, განსაკუთრებით ბრაზილიის საზღვართან ახლოს. კვლევები აქტიურად ტარდება რამდენიმე ოლქში, რათა გაირკვეს, თუ როგორ შეიქმნა ისტორიულად ეს გამდიდრებული ნიადაგი და როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს დღეისათვის.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის გვიანაში მოქმედებს საავტომობილო, საწყლოსნო, საზოგადოებრივი და საჰაერო ტრანსპორტის სახეობები. გვიანის კოსმოსურ ცენტრში კოსმოსური აპარატების გადასატანად არსებობს სარკინიგზო ხაზი. საავტომობილო ქსელი ძირითადად თავმოყრილია სანაპირო ზონაში. გვიანის სიღრმეში შესვლა შესაძლებელია თვითმფრინავით ან საწყლოსნო ტრანსპორტით. ქვეყანაში ერთი მსხვილი აეროპორტია, მაგრამ შიდა რაიონებში არსებობს რამდენიმე მცირე ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.
საავტომობილო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის მდგომარეობით ეროვნული მნიშვნელობის ავტოგზების სიგრძე შეადგენს 440 კმ-ს, საუწყებო — 408 კმ-ს, მუნიციპალიტეტური — 1311 კმ-ს. ავტომაგისტრალები არ არსებობს.[36]
2005 წლის ივლისში საფრანგეთსა და ბრაზილიას შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ 2011 წელს მდინარე ოიაპოკზე აშენდა ხიდი, რომელი გახდა პირველი სახმელეთო გადასასვლელი საფრანგეთის გვიანასა და დანარჩენ სამყაროს შორის (არსებობს საბორნე გადასასვლელი სურინამის ქალაქ ალბინასკენ). ხიდი ოფიციალურად გაიხსნა 2017 წლის 18 მარტს, მაგრამ ბრაზილიის საზღვართან სასაზღვრო პოსტის შემოღებამ გამოიწვია დამატებითი შეფერხებები.[37] 2020 წლიდან შესაძლებელი გახდა შეუფერხებელი მოძრაობა კაიენიდან ბრაზილიის შტატ ამაპის ადმინისტრაციულ ცენტრ მაკაპაში.[38]
სარკინიგზო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გვიანის კოსმოსურ ცენტრში გამოიყენება ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა (ამ ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის დანიშნულებაა კოსმოსური აპარატების ტრანსპორტირება ბაზის შიგა ტერიტორიიდან სასტარტო მოედნისკენ და არა მგზავრთა გადაყვანა). რკინიგზა ორლიანდაგიანია და გამოიყენება არათვითმავალი სარკინიგზო ვაგონებისთვის.[39]
1880-იანი წლებიდან და 1926 წლის შემდეგ რამდენიმე ხნის განმავლობაში ოქროს მაძიებლები სენტ-ელიში იყენებდნენ ვიწროლიანდაგიან ლიანდაგს ორთქლის წევაზე,[40] ხოლო ორი სხვა ხაზი ნაწილობრივ აშენდა, მაგრამ არასდროს არ გამოყენებულა.[41]
1890-იან წლებში აშენდა ციხის ორი სარკინიგზო ხაზი. ერთი ხაზი აერთებდა სენ-ლორან-დიუ-მარონს სენ-ჟან-დიუ-მარონთან. მეორე ხაზი მიდიოდა სოფელ შარვენამდე. სარკინიგზო ხაზები მიტოვებული იქნა ციხეების დახურვის შემდეგ და გაქრა 1946 წლის შემდეგ.[41]
გაუქმებული და მიტოვებული რკინიგზების გარდა საფრანგეთის გვიანაში არ არსებობს სხვა სარკინიგზო ხაზები და მათგან არც ერთი არ ემსახურებოდა კომერციულ სამგზავრო გადაყვანებს, ასევე არ არსებულა და არც დღეისათვის არსებობს სარკინიგზო კავშირი სხვა ქვეყნებთან.
საჰაერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთის გვიანის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია — ფელიქს ებუეს სახელობის კაიენის აეროპორტი. მეორეხარისხოვანი საერთაშორისო აეროპორტია — სენ-ლორან-დიუ-მარონის აეროპორტი.[42]
2020 წლის ოქტომბერში რეგულარული სამგზავრო გადაყვარებისთვის მოდერნიზირებული იქნა კამოპის აეროპორტი.[43]
არსებობს შეზღუდული დაშვების მქონე 6 მცირე აეროპორტი.[44]
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
CACL (ფრანგ. Communauté d'Agglomération du Center Littoral) უზრუნველყოფს საავტობუსო მოძრაობას კაიენის საქალაქო ზონაში და მის შემოგარენში. 2021 წლის მდგომარეობით მოქმედებს 6 საქალაქო საავტობუსო მარშრუტი. CACL ასევე ახორციელებს მოსწავლეების გადაყვანას.[45]
2010 წლის დასაწყისიდან შედგა შეთანხმება ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანების ორგანიზების პასუხისმგებელ გენერალურ საბჭოსა და Taxi Co-ს შორის. ახალი საზოგადოებრივი სამსახური ცნობილია როგორც TIG (გვიანის ქალაქებსშორისი გადაყვანები).[46]
2021 წლის მდგომარეობით TIG უზრუნველყოფს 9 საავტობუსე ხაზს, რომელიც ემსახურება კაიენის საქალაქე ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე სხვა ქალაქებში მგზავრობას.[47]
პორტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთავარი პორტია — დეგრად-დე-კანი. პორტი აშენდა 1972 წელს და ემსახურება ყველა საერთაშორისო ტვირთების გადატანას საფრანგეთის გვიანიდან და საფრანგეთის გვიანაში. 2007 წელს პორტმა გადაამუშავა დაახლოებით 700 000 ტონა ტვირთი. პორტში ასევე არსებობს ნავსაყუდელი იახტებისთვის.[48]
სხვა პორტები მდებარეობენ კაიენაში, კურუში, მატურიში და სენ-ლორან-დიუ მარონიში.[49]
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი საფრანგეთის გვიანა სარგებლობს ჯანდაცვის კომპლექსური და თანამედროვე უნივერსალური სისტემის უპირატესობით, ლათინურ ამერიკაში ჯანდაცვაზე ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ხარჯებით (ორჯერ მეტი, ვიდრე ჩილეში), მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის საშუალო ასაკი აქ საკმაოდ დაბალია – 22 წელი.[12]
ქვეყნის სიღრმეში მდებარე დაშორებულ სოფლებში, სადაც ძირითადად ცხოვრობენ მარონები და ინდიელები, რომლებთანაც მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ჰაერიდან და მდინარის საშუალებით, ასევე ცხოვრობს დაახლოებით 10 000–15 000 მძიმე პირობებში მომუშავე არალეგალი ბრაზილიელი ოქროს მაძიებლები.[12] სამედიცინო მომსახურება ამ რაიონებში უფასოა და ხელმისაწვდომია ყველასათვის, არალეგალი მიგრანტების ჩათვლით, 17 ცენტრისაგან შემდგარი ქსელის დამსახურებით, სადაც მუშაობენ საფრანგეთის მატერიკულ ნაწილში ნასწავლი სპეციალისტები. რეგიონი ასახავს მიგრაციის რთულ ურთიერთქმედებებს, უთანაბრობას და სახელმწიფო მომსახურებას, სადაც როგორც ქრონიკული, ასევე ინფექციური დაავადებები რჩება ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემად.[12]
საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და დასავლეთ გვიანის ჰოსპიტალური ცენტრი (HCWG) გაერთიანდნენ ტრანსსასაზღვრო ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით საფრანგეთის გვიანასა და სურინამს შორის.[50] ეს თანამშრომლობა მოიცავს ორი ახალი საავადმყოფოს გახსნას, ერთი სენ-ლორან-დიუ-მარონიში და მეორე ალბინში.[50] შეთანხმება მიმართულია საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებლებისათვის ძირითადი სამედიცინო მომსახურების გასაწევად, რითაც შესაძლებელია განხორციელდეს პაციენტების ტრანსსასაზღვრო გადაყვანა და სურინამის მაცხოვრებლებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩაიტარონ ისეთი მკურნალობა, როგორებიცაა დიალიზი და ქიმიოთერაპია, რისი მეშვეობითაც შეამცირონ პარამარიბოში ხანგრძლივი მგზავრობის აუცილებლობა.[50] ამას გარდა, ამ ტრანსსასაზღვრო სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სპეციალური გუნდი, რომელშიც შედიან კოორდინატორები, სოციალური მუშაკები და თარჯიმნები.[50]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილობრივი არქიტექტურისთვის დამახასიათებელია ადგილობრივი კრეოლური, ინდიელების და ბუშინენგეს კულტურის გავლენა. ძირითად ქალაქებში ჭარბობს კრეოლური სტილი, თუმცა ზოგიერთ შენობებს და ფორტებს აქვთ დასავლური სტილი. კომუნებში, სადაც ცხოვრობს შავკანიანი მოსახლეობა, შესაძლებელია ბუშინენგეს სტილში აგებული შენობების ხილვა. ხოლო ინდიელებით დასახლებულ კომუნები ცნობილია საკუთარი კოლონიამდელი ტიპის კარბეტებით. ამ შენობების უმრავლესობა აშენებულია ადგილობრივი მასალებისგან, როგორებიცაა ამაზონის ტყის მერქანი და ადგილზე დამზადებული აგური. ადგილობრივი არქიტექტურა ჰარმონიულად შერწყმულია თანამედროვე შენობებთან.
კარნავალი და მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარნავალი — საფრანგეთის გვიანის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ის ითვლება მსოფლიოში ყველაზე უფრო ხანგრძლივად და ტარდება კვირა დღის მეორე ნახევარში, იანვრის დასაწყისში არსებულ ნათლისღებასა და თებერვალში არსებულ ფერფლის ოთხშაბათს შორის. ჯგუფები აღლუმით გაივლიან გაფერადებული პლატფორმის გარშემო დასარტყმელი და სასულიერო ინსტრუმენტების რიტმების თანხვედრით. ჯგუფების მომზადება იწყება კარნავალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. ჯგუფები აღლუმით ჩაივლიან ათასობით მაყურებლის თვალწინ, რომლებიც იკრიბებიან სპეციალურად ამ მოვლენისადმი მომზადებულ ტროტუარებზე და ტრიბუნებზე.

რიოს კარნავალში მონაწილეთა ანალოგიური ბრაზილიური კოლექტივები ასევე ფასობენ რიტმებით და მომხიბლავი კოსტიუმებით. კაიენის ჩინური თემი ასევე მონაწილეობს აღლუმებში და შემოაქვთ საკუთარი დამახასიათებელი ელემენტი – დრაკონები.
კარნავალის დედაფალი ტულულუს საღამოს დასაწყისში გვიანის კარნავალის ტიპიური პერსონაჟები მიდიან საცეკვაოდ, რათა მონაწილეობა მიიღონ წყვილების განთქმულ ბალ-მასკარადებში.
საფრანგეთის გვიანის მუსიკა — რამდენიმე სტილის და კულტურის საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი მუსიკაა, რომელიც მოსულია ევროპიდან, აფრიკიდან და ამერიკიდან საკუთარი ისტორიისა და მრავალეთნიკური მრავალფეროვნების გამო. განსაკუთრებით გამოირჩევიან გვიანის კრეოლური მუსიკისა და მარონული მუსიკის სხვადასხვა ჟანრები.
სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გვიანური სამზარეულო მდიდარია საფრანგეთის გვიანის ნარევი კულტურის მრავალფეროვნებით. ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა კაიენა, კურუ და სენ-ლორან-დიუ-მარონი, კრეოლური რესტორნების მეზობლად მუშაობენ ჩინურებიც. ადგილობრივი კულინარული ხელოვნება თავიდანვე წარმოადგენდა გვიანური კრეოლურის, ბუშინენგეს და ინდიელების სამზარეულოს ნარევს.
ყველა ამ სამზარეულოს აქვთ რამდენიმე საერთო ინგრედიენტები:
- მანიჰოტი;
- შაშხი და თევზი
ამ სამხრეთკარიბულ ტერიტორიაზე არსებობს მრავალი ტიპიური კერძი, როგორებიცაა ბულიონი ავარა, კრეოლური გალეტი, დიზე მილე, გრაფინია, კრამანიჰოტის პუდინგი, კალავანგი, კუაკი და კუაკის სალათი, იგუანის ფრიკასე ან მისი განთქმული პიმენტადი (თევზის ან ქათმის ბულიონი).
ატიპა — ადგილობრივი თევზი, საფრანგეთის გვიანის მოსახლეობის საყვარელი კერძი, რომელსაც ხშირად ამზადებენ ქოქოსის რძით.
აღდგომაზე საფრანგეთის გვიანის მოსახლეობა მიირთმევს ტრადიციულ კერძს, სახელად ბულიონი ავარა.
ქორწილებში ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად მიირთმევენ კოლომბოს — კარის ნაირსახეობას, რომელიც გახდა საფრანგეთის გვიანის სამზარეულოს ძირითადი კერძი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის გვიანის ლიტერატურა მოიცავს საფრანგეთის გვიანასთან დაკავშირებულ ადგილობრივი ავტორების ან პიროვნებების შექმნილ ყველა ნაწარმოებს. ის წარმოდგენილია, როგორც ფრანგულ, ასევე ფრანგულ გვიანურ კრეოლურ ენებზე.
ადგილობრივი ლიტერატურა მჭიდროდ დაკავშირებულია საფრანგეთის ვესტ-ინდოეთის ლიტერატურასთან, განსაკუთრებით კარიბის ზღვის მარტინიკის და გვადელუპის ლიტერატურებთან. ზოგიერთები მას თვლიან ანტილურ-გვიანურ ლიტერატურად შესახები თემების მიხედვით, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია მონობასთან და სხვა სოციალურ პრობლემებთან. ასე რომ ეს ლიტერატურა არსებობს რამდენიმე ფორმით. პირველია ზეპირსიტყვიერება, რადგანაც ის გვიანის ლიტერატურის დამახასიათებელი ელემენტია, როგორც შავკანიანთა ამერიკის ბევრი ქვეყნის. ამასთან დაკავშირებით შეიძლება განვიხილოთ ზღაპრები, ლეგენდები, არაკები და მეორე მხრივ რომანები.[51]
XIX საუკუნის საფრანგეთის გვიანაში მწერლების მცირე რაოდენობა აღინიშნა. იმ დროისათვის მწერლები ადგილობრივ გაზეთებში აქვეყნებდნენ მხოლოდ რამდენიმე ერთეულ ლექსებს. მაგრამ დღეისათვის ძნელია მიადევნო რამდენიმე გვიანელის პოეტის ხელოვნებას: ჰო-ა-სიმ-ელოსემი, მუნიანი, რ. ოქტავილი და სხვები. გამონაკლისია ორი გვიანელი პოეტი. ნდაგანო (1996), ისმაილ ურბენი[52] და ფაბიენ ფლავიენი ითვლებიან პირველ გვიანელ პოეტებად.[53] მაგრამ ალფრედ პარეპუ — მწერალი, რომელმაც თავისი ეპოქა დაამშვენა საკუთარი ნაწარმოებით „ატიპა“ (1885).
1900 წლიდან 1950 წლის ჩათვლით პერიოდი წარმოადგენს ადგილობრივი ლიტერატურის განვითარების მთავარ ეტაპს, რადგანაც მან სიცოცხლე მისცა ბევრ მწერალს, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოძრაობა „ნეგრიტიუდის“ (ფრანგ. Négritude) წარმომადგენლებზე. გვიანა 1950-იან და 1960-იან წლებში წარმოჩენილია საკუთარი ნაწარმოებებით, რომლებიც ეძღვნებოდა შავკანიანთა პრობლემებს. სერჟ პატიენი და ელი სტეფენსონი ეხებოდნენ ამ თემებს საკუთარ ნაწარმოებებში.
1970 წლიდან მწერალთა სხვადასხვა თაობები მიუთითებდნენ შავკანიანი მოსახლეობის პრობლემებზე და მონობაზე. საკუთარ ნაწარმოებებში ან პოლიტიკურ საქმიანობაში ისინი გამოხატავდნენ ამ დაავადებულ პერიოდს, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოებისთვის და შავკანიანთა მთელი სამყაროსათვის ქონდა სერიოზული შედეგები. კრისტიანა ტობირა რჩება ამ თაობის სიმბოლოდ. სხვა მწერლები დაინტერესებულები არიან სხვა თემებით, როგორებიცაა რეგიონის ბუნება და ა.შ.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სპორტი საფრანგეთის გვიანაში გაჩნდა კოლონიამდელ პერიოდამდა გაცილებით ადრე. სპორტის პოპულარიზაცია დაიწყო XIX საუკუნეში, ხოლო პირველი სპორტული შეჯიბრება ჩატარდა 1890 წელს. იმ დროს აქ უკვე არსებობდა სპორტის სახეობები, რომლებიც მოსწონდათ ამ ამაზონის ჯუნგლების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ევროპიდან მოსული სპორტის სახეობები, რომლებსაც დადებითად უყურებდნენ კოლონიზატორები. აქ ტარდებოდა ძაღლების რბენა, რბოლები ვირებით, რბოლები კანოეთი, ველოსიპედებით, რბოლები სამთვლიანი ველოსიპედებით, საზღვაო რეგატები პორტებში და ტრადიციული ხალხური თამაშები.
დღეისათვის საფრანგეთის გვიანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა ფეხბურთი, რის შემდეგაც მოდის კალათბურთი, ველოსპორტი, ცურვა და ხელბურთი, თუმცა დეპარტამენტში არსებობს კანოისტთა, ძიუდოისტთა, ბრაზილიური ჯუჯუცუისტთა, აიკიდოისტთა, კარატისტთა, მოფარიკავეთა, ცხენოსანთა, ნიჩბოსანთა და ფრენბურთელთა რამდენიმე კლუბი.
როგორც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი, გვიანა არ არის პანამერიკული სპორტული ორგანიზაციის წევრი; ამის ნაცვლად სპორტსმენები ასპარეზობენ საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში და იმართება გვიანის მძლეოსნობის ლიგის მიერ, რომელიც საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციის ქვეგანყოფილებაა.
1960 წლიდან დაწყებული ტარდება გვიანის ტური — ყოველწლიური მრავალეტაპიანი ველორბოლა.[54]
ფეხბურთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დეპარტამენტში არსებობს საკუთარი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდი — საფრანგეთის გვიანის ნაკრები. საფრანგეთის გვიანის რეგიონალური საფეხბურთო ლიგა - LFG (ფრანგ. Ligue de Football de la Guyane) დაარსდა 1962 წლის ოქტომბერში. დღეისათვის ის არ შედის ფიფაში, მაგრამ 1963 წლის 27 აპრილიდან შედის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) შემადგენლობაში და 1978 წლიდან კონკაკაფის ასოცირებული წევრია (ჩრდილოეთი, ცენტრალური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნების ლიგა). 2013 წლის აპრილში LFG გახდა კონკაკაფის სრულუფლებიანი წევრი.
საფრანგეთის გვიანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ასევე ცნობილი, როგორც „იანა დოკო“, წარმოადგენს საფრანგეთის გვიანის საფეხბურთო ლიგის (LFG) ეგიდით მოასპარეზე საუკეთესო ადგილობრივ მოთამაშეთა ნაკრებს. ნაკრებს არ აღიარებს ფიფა, მაგრამ იგი მონაწილეობს კონკაკაფის მიერ ჩატარებულ საფეხბურთო მატჩებში. თავისი პირველი მატჩი ნაკრებმა 1936 წელს გამართა ნიდერლანდების გვიანის (დღეისათვის სურინამი) წინააღმდეგ და დამარცხდა ანგარიშით 1:3.[55] ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ნაკრებმა მოიპოვა 2012 წლის 26 სექტემბერს სენ-პიერი და მიკელონის საფეხბურთო ნაკრებთან (11:1), ხოლო ყველაზე უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდა ნიდერლანდების გვიანასთან 1947 წლის 2 მარტს (0:9).
ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა კონკაკაფის ეროვნებათა თასი/ოქროს თასი, კარიბის ეროვნებათა თასი (1978 წლიდან 2017 წლის ჩათვლით), კონკაკაფის ერთა ლიგა, ზღვისიქითა ქვეყნების თასი (ფრანგ. Coupe de l'Outre-Mer, 2008–2012) და ოთხთა ტურნირი (ფრანგ. Tournoi des 4).
გვიანის ტური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვიანის ტური (ფრანგ. Tour de Guyane), ადრე ცნობილი, როგორც სანაპიროს ტური („ფრანგ. Le Tour du Littoral“) ან იშვიათად, როგორც „ფრანგ. La Grande Boucle Guayanaise“, — მრავალდღიანი ველორბოლა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ძირითადად საფრანგეთის გვიანაში, ან ხანდახან გადადის მეზობელ ქვეყნებში.
ის შედგება 9 ეტაპისაგან, ხოლო მისი მარშრუტი აერთებს დეპარტამენტის მთავარ ქალაქებს: კაიენას, კურუს და სენ-ლორან-დიუ-მარონის. მისი ჩატარება დაიწყო 1950 წლიდან და ორგანიზებულია საფრანგეთის გვიანის ველოსპორტის კომიტეტის (ფრანგ. Comité Régional de Cyclisme de la Guyane) მიერ.
ტური საერთაშორისო გახდა 1978 წლიდან. წლების განმავლობაში მან მოიხვეჭა უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა და პოპულარობა, ხოლო მისი ხანგრძლივობა იზრდება. პირველ წლებში საფრანგეთის გვიანელების რიცხობრივი უპირატესობიდან შემდეგ წლებში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა 10-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ველოსიპედისტების საერთო რაოდენობამდე. 2020 წლის ტური არ ჩატარდა COVID-19-ის პანდემიის გამო. იგივე განმეორდა 2021 წელს.[56]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Décret n° 2023-1256 du 26 décembre 2023 authentifiant les chiffres des populations de métropole, des départements d'outre-mer de la Guadeloupe, de la Guyane, de la Martinique et de La Réunion, et des collectivités de Saint-Barthélemy, de Saint-Martin, et de Saint-Pierre-et-Miquelon fr. Government of France. ციტირების თარიღი: 2023-12-27
- ↑ French Guiana Climate, Average Weather, Temperatures, Rainfall, Sunshine, Humidity, Graphs. ციტირების თარიღი: 16 April 2020
- ↑ "Thierry QUEFFELEC - Nouveau préfet de la région Guyane". Government of French Guiana. 2021.. ციტირების თარიღი: 2023-01-26(ფრანგული)
- ↑ "Qui est Gabriel Serville, le nouveau président de la Collectivité territoriale de Guyane?". France TV Info, 2021.. ციტირების თარიღი: 2023-01-26(ფრანგული)
- ↑ "Sénatoriales: Marie-Laure Phinéra-Horth devient la 1ère femme sénatrice de la Guyane". Guyane la 1ère. 2022-04-04.. ციტირების თარიღი: 2023-01-26(ფრანგული)
- 1 2 Populations de référence 2022
- ↑ Lepelletier, L.; et al. (July 1989). „Le paludisme en Guyane : I. Situation générale de l'endémie“ (PDF). Bulletin de la Société de Pathologie Exotique. 82 (3): 385–392. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 28 August 2022. ციტირების თარიღი: 1 April 2022.
- ↑ Panorama de la population immigrée en Guyane. INSEE. ციტირების თარიღი: 2 February 2019
- 1 2 3 Estimation de population par région, sexe et grande classe d'âge – Années 1975 à 2025 fr. ციტირების თარიღი: 2 February 2025
- 1 2 3 Macron returns to French Guiana for thorny talks on autonomy and illegal mining en (25 March 2024). ციტირების თარიღი: 20 May 2025
- ↑ Dossier complet − Département de la Guyane (973) | Insee. ციტირების თარიღი: 20 May 2025
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 Travel Medicine and Infectious Disease
- ↑ Alexandre Moreau de Jonnès (1842). Recherches statistiques sur l'esclavage colonial et les moyens de le supprimer. Imprimerie de Bourgogne et Martinet, გვ. 21.
- ↑ Serge Mam-Lam-Fouck (1987). „Chapitre 2 : Le système esclavagiste“, Histoire de la société guyanaise : les années cruciales, 1848–1946. Éditions Caribéennes, გვ. 32.
- ↑ Serge Mam-Lam-Fouck (1987). „Chapitre 6 : Elite et masses populaires“, Histoire de la société guyanaise : les années cruciales, 1848–1946. Éditions Caribéennes, გვ. 167. ISBN 9782402040815.
- ↑ (1983) „French Guiana“, World Population 1983. Recent Demographic Estimates for the Countries and Regions of the World.. US Department of Commerce, Bureau of the Census, გვ. 360.
- 1 2 INSEE. Individus localisés à la région en 2019 – Recensement de la population – Fichiers détail fr. ციტირების თარიღი: 9 February 2023
- ↑ INSEE. Données harmonisées des recensements de la population 1968–2018 fr. ციტირების თარიღი: 11 February 2022
- ↑ French Guiana: A new migrant gateway to France buckles under pressure en (30 October 2020). ციტირების თარიღი: 23 May 2025
- ↑ Medina, Alicia (12 November 2020). „The unexpected journey of Syrian refugees in French Guiana“. ციტირების თარიღი: 28 December 2021.
- ↑ Oberti, Charlotte (30 October 2020). „French Guiana: A new migrant gateway to France buckles under pressure“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 December 2021. ციტირების თარიღი: 26 December 2021.
- ↑ Thebia, Boris (3 February 2021). „In a French outpost in South America, no secret EU gateway for fleeing Cubans“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 December 2021. ციტირების თარიღი: 26 December 2021.
- ↑ French Guiana. Association of Religion Data Archives (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 18 May 2020
- ↑ Palmerlee, Danny (2007). South America. Lonely Planet. ISBN 978-1-74104-443-0.
- ↑ French Guiana Languages, Literacy, Maps, Endangered Languages, Population, Official Use (GF) | Ethnologue Free en. ციტირების თარიღი: 25 March 2025
- ↑ Ethnologue report for French Guiana. Ethnologue (2009). ციტირების თარიღი: 22 September 2009
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 French Guiana - an overview | ScienceDirect Topics. ციტირების თარიღი: 21 May 2025
- ↑ French Guiana. CIA World Factbook (2004)
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 Produits intérieurs bruts régionaux et valeurs ajoutées régionales de 2000 à 2020. INSEE. ციტირების თარიღი: 25 March 2022
- ↑ საერთაშორისო სავალუტო ფონდი. World Economic Outlook Database, October 2021 – Gross domestic product, current prices, U.S. dollars. ციტირების თარიღი: 25 March 2022
- ↑ IEDOM. Guyane – Rapport annuel 2012. ციტირების თარიღი: 4 March 2014
- ↑ INSEE. Le poids du spatial diminue, l'économie de la Guyane se diversifie. ციტირების თარიღი: 4 March 2014
- ↑ IEDOM. Guyane – Rapport annuel 2012. ციტირების თარიღი: 4 March 2014
- ↑ INSEE. T401 : Taux de chômage localisé au 2e trimestre par département d'outre-mer. ციტირების თარიღი: 2 April 2022
- ↑ INSEE. Taux de chômage au sens du BIT (moyenne annuelle) – Ensemble – Guyane. ციტირების თარიღი: 2 April 2022
- ↑ Document Général d'Orientations Guyane 2018-2022 fr. ციტირების თარიღი: 21 March 2021
- ↑ „Ponte entre Brasil e União Europeia é aberta no Amapá após 6 anos pronta“. Amapá (პორტუგალიური). 2017-03-18. ციტირების თარიღი: 2017-03-18.
- ↑ „Le pont de l'Oyapock inauguré et officiellement ouvert à la circulation“. Guyane la 1ère (ფრანგული). ციტირების თარიღი: 11 May 2020.
- ↑ Space Centre Railways in French Guiana, 2014.
- ↑ Industrial Railways in French Guiana, 2014.
- 1 2 Prison Railways in French Guiana, 2014.
- ↑ French Guiana fr. ციტირების თარიღი: 21 March 2021
- ↑ „La piste d'atterrissage de Camopi déclarée conforme : les travaux ont coûté 750 000 euros“. 21 March 2021 (ფრანგული).
- ↑ [country=GF Find all airports worldwide] fr. ციტირების თარიღი: 21 March 2021
- ↑ Transports fr. ციტირების თარიღი: 21 March 2021
- ↑ Transport Iterurbain de la Guyane (TIG) fr (2010). ციტირების თარიღი: 21 March 2021
- ↑ L'avis du Petit Futé sur TIG (TRANSPORT INTERURBAIN GUYANAIS) fr. ციტირების თარიღი: 21 March 2021
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Port of Degrad des Cannes. ციტირების თარიღი: 21 March 2021
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.French Guiana. ციტირების თარიღი: 21 March 2021
- 1 2 3 4 Between French Guiana and Suriname, Healthcare Has No Borders en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2024. ციტირების თარიღი: 21 May 2025
- ↑ Blaise Bitegue Dit Manga, « La Littérature guyanaise de demain, d'où vient-elle? », Nouvelles Études Francophones, vol. 23, no 2, 2008, p. 155–176
- ↑ Ismaÿl Urbain fr-FR (25 September 2017). ციტირების თარიღი: 1 August 2021
- ↑ Biringanine Ndagano, Introduction à la littérature guyanaise, CDDP de la Guyane, 1996 (ISBN 2-908931-16-8, OCLC 39181587
- ↑ Comité Régional de Cyclisme de la Guyane fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 6 May 2020
- ↑ French Guyana 1:3 Suriname (Guayana Francesa 1:3 Surinam). ციტირების თარიღი: 2 August 2021
- ↑ Tour cycliste de Guyane 2021 : l'événement sportif de l'année, prévu en août est annulé annonce Jean-Yves Thiver fr-FR (7 July 2021). ციტირების თარიღი: 2 August 2021
| |||||||||||
| |||||||||||
