შინაარსზე გადასვლა

არუბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არუბა
ნიდერლ. Land Aruba
პაპ. Pais Aruba
არუბა
არუბის
ჰიმნი: "პაპ. Aruba Dushi Tera"
„არუბა, ტკბილი მიწა“

სამეფო ჰიმნინიდერლ. Wilhelmus
სტატუსი ნიდერლანდების სამეფო
დედაქალაქი
და
ორანესტადი
12°30′ ჩ. გ. 69°58′ დ. გ. / 12.500° ჩ. გ. 69.967° დ. გ. / 12.500; -69.967
ოფიციალური ენა პაპიამენტო, ნიდერლანდური[1]
სხვა ენები ინგლისური, ესპანური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ვილემ-ალექსანდერი
 -  გუბერნატორი ალფონსო ბეკჰუდტი
 -  პრემიერ-მინისტრი მაიკ ემანი
საკანონმდებლო ორგანო არუბის პარლამენტი
ფართობი
 -  სულ 178,91[2] კმ2 (189-ე)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2013 შეფასება 102 911[3] (197-ე)
 -  2025 აღწერა 108 880[4]
 -  სიმჭიდროვე 560,4 კაცი/კმ2 (22-ე)
მშპ (მუპ) 2023 შეფასება
 -  სულ $5.502 მილიარდი[5]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $51 352[5]
ვალუტა ფლორინი (AWG)
სასაათო სარტყელი UTC-04:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +297
ISO 3166 კოდი AW, NL-AW
ინტერნეტ-დომენი .aw

არუბა (ნიდერლ. Land Aruba, პაპ. Pais Aruba) — კუნძული კარიბის ზღვაში, მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთით და არის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენელი ქვეყანა (2010 წლის ოქტომბრიდან თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი). არუბას დედაქალაქია ორანესტადი.

არუბას პარლამენტი

1449 წელს არუბა ესპანელებმა აღმოაჩინეს. 1636 წელს კუნძული ნიდერლანდელებმა დაიპყრეს, ხოლო 1986 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდების სამეფოს ავტონომიას წარმოადგენს.

არუბასათვის ცხელი, ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. მთელი წლის მანძილზე დღიური ტემპერატურა 29-40 გრადუსში მერყეობს. ქვეყანაში ვიზიტისათვის საუკეთესო დროა სექტემბრიდან დეკემბრამდე. ამ პერიოდში ნაკლებად ცხელა და გარეთ გასვლა სასიამოვნოა. არუბაში იშვიათი მოვლენაა წვიმა. ძირითადად ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში წვიმს, ისიც ღამით.

არუბას ოფიციალური ენებია ნიდერლანდური და პაპიამენტო. მათ შემდეგ პოპულარულია ესპანური და ინგლისური ენები. საგანმანათლებლო სისტემა ოფიციალურ ენაზეა დაფუძნებული.

არუბას ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებულია კათოლიციზმი, მისი აღმსარებელი მოსახლეობის 81 პროცენტია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Migge, Bettina; Léglise, Isabelle; Bartens, Angela (2010) Creoles in Education: An Appraisal of Current Programs and Projects. Amsterdam: John Benjamins Publishing Company, გვ. 268. ISBN 978-90-272-5258-6. 
  2. Waaruit bestaat het Koninkrijk der Nederlanden? – Rijksoverheid.nl nl-NL. Ministerie van Algemene (19 May 2015).
  3. World Population Prospects: The 2012 Revision, UNDESA.
  4. The development of the population of Aruba in the last 50 years (1st quarter 2025) (September 2025).
  5. 5.0 5.1 World Economic Outlook Database, October 2023 Edition. (Aruba). International Monetary Fund (10 October 2023). ციტირების თარიღი: 21 October 2023