ანგილია
| ანგილია |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| დევიზი: ინგლ. "Unity, Strength and Endurance" „ერთობა, ძალა და გამძლეობა“ |
||||||
| ჰიმნი: ინგლ. "God Save the King" "ღმერთო დაიფარე მეფე" |
||||||
| სიმღერა ინგლ. "God Bless Anguilla" "ღმერთმა დალოცოს ანგილია" |
||||||
| სტატუსი | ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია | |||||
| დედაქალაქი და | ვალი 18°13′ ჩ. გ. 63°02′ დ. გ. / 18.217° ჩ. გ. 63.033° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
| მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
| - | მეფე | ჩარლზ III | ||||
| - | გუბერნატორი | ჯულია კროუჩი | ||||
| - | პრემიერ-მინისტრი | კორა რიჩარდსონ-ჰოჯი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 91 კმ2 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2021 შეფასება | 15 753 | ||||
| - | 2011 აღწერა | 13 452 | ||||
| - | სიმჭიდროვე | 132 კაცი/კმ2 | ||||
| მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
| - | სულ | $311 მილიონი[1] | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $29 493 | ||||
| ვალუტა | აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC-04:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | +1 | |||||
| ISO 3166 კოდი | AI | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .ai | |||||
ანგილია (ინგლ. Anguilla) — დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში და არის მცირე ანტილის კუნძულების უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძული. შედგება კუნძულ ანგილიას და პატარა კუნძულებისა და რიფებისგან. კუნძულის სიგრძე არის დაახლოებით 26 კმ (16 მილი), ხოლო სიგანე 5 კმ (3,1 მილი). ანგილიას ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ვალი. კუნძულის ფართობი შეადგენს 91 კმ²-ს (35 კვ. მილი),[2] ცხოვრობს დაახლოებით 13 452 ადამიანი (2011 წლის აღწერით).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანგილიას პირველ მოსახლეები იყვნენ ამერინდის ტომელები. ისინი სამხრეთ ამერიკიდან იყვნენ წამოსული. ანგილიაში აღმოჩენილი უძველესი ნაშთები დათარიღდა დაახლოებით ძვ. წ 1300 წლით, ხოლო კუნძულზე ამერინდების ინტენსიური დასახლება დაიწყო ძვ. წ 600 წლიდან.[3] ევროპული აღმოჩენის თარიღი გაურკვეველია: ზოგიერთი წყაროს თქმით კოლუმბმა აღმოაჩინა ეს კუნძული 1493 წელს, ზოგნი აცხადებენ, რომ კუნძული საფრანგეთმა აღმოაჩინა 1564 ან 1565 წლებში.[4] სახელი ანგილია მომდინარეობს სიტყვა „eel“-დან და სხვადასხვა რომანულ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს (თანამედროვე ესპანურად: anguila; ფრანგული: anguille; იტალიური: anguilla).
კოლონიზაცია დაიწყო 1650 წლიდან, როდესაც ანგილია კუნძულ სენტ-კიტსისთან ერთად პირველად დაასახლეს ინგლისელებმა. საფრანგეთმა 1666 წელს დროებით დაიბრუნა კუნძული, თუმცა ბრედას ხელშეკრულებით ანგილია ისევ ინგლისელების კონტროლს დაუბრუნდა. მოგვიანებით კუნძულზე ევროპელებმა აფრიკიდან მონების ჩაყვანა დაიწყეს. ისტორიკოსები ადასტურებენ, რომ აფრიკელ მონებს ამ რეგიონში ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან უცხოვრიათ. მაგალითად სენეგალელი მონების დასახლება წმინდა ქრისტეფორეს (დღეს სენტ-კიტსი) კუნძულზე 1626 წლიდან დაიწყო. ანგილიას კუნძულზე აფრიკელების ჩასვლის თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი.
1967 წელს ბრიტანეთმა სენტ-კიტსი და ნევისს სრული შიდა ავტონომია მიანიჭა. ანგილია გაერთიანდა სენტ-კიტსთან და ნევისთან. 1967 და 1969 წლებში კუნძულზე მოხდა ორი აჯანყება (ანგილიის რევოლუცია), რომელსაც მეთაურობდა რონალდ ვებსტერი. კუნძულმა დამოუკიდებლობა სენტ-კიტსისგან და ნევისისგან გამოაცხადა, ეს იყო ხანმოკლე პერიოდი ანგილიას ისტორიაში. 1971 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ მთლიანად აღადგინა ძველი ვითარება, კუნძული კვცლავ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შევიდა. 1980 ანგილიას საბოლოოდ მიენიჭა დამოუკიდებელი უფლებები და გახდა ბრიტანეთის ოკეანის ტერიტორია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანგილიაში არ გვხვდება მთები, ტერიტორია მთლიანად დაბლობს უჭირავს. კუნძული მდებარეობს კარიბის ზღვაში, პუერტო-რიკოს აღმოსავლეთით. ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული სენ-მარტენი, რომლისაგანაც გამოყოფილია ანგილიის სრუტის მეშვეობით. ნიადაგის საფარი საკმაოდ ღარიბია.
ანგილიას აქვს მნიშვნელოვანი მარჯნის რიფი. გარდა ძირითადი კუნძულ ანგილიისა, ტერიტორია მოიცავს რამდენიმე სხვა მცირე კუნძულს და რიფს, ესენია:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ UN Data. ციტირების თარიღი: 7 January 2017
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2010-05-15.
- ↑ Caribbean Islands, Sarah Cameron (Footprint Travel Guides), p. 466 (Google Books)
- ↑ Anguilla's History დაარქივებული 2007-09-25 საიტზე Wayback Machine. , Government of Anguilla website
| |||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||
