შინაარსზე გადასვლა

სენ-პიერი და მიკელონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენ-პიერი და მიკელონი
ფრანგ. Saint-Pierre-et-Miquelon
სენ-პიერი და მიკელონი
სენ-პიერისა და მიკელონის
დევიზი: ლათ. "A Mare Labor"
„ზღვისთვის, სამუშაო“
ჰიმნი: ფრანგ. La Marseillaise
მარსელიეზა
სტატუსი საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება
დედაქალაქი
და
სენ-პიერი
46°47′ ჩ. გ. 56°10′ დ. გ. / 46.783° ჩ. გ. 56.167° დ. გ. / 46.783; -56.167
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება
 -  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
 -  გენერალური საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ბრიანი
 -  პრეფექტი ბრუნო ანდრე
ფართობი
 -  სულ 242 კმ2 (208-ე)
მოსახლეობა
 -  2022 აღწერა 5819[1]
 -  სიმჭიდროვე 24,0 კაცი/კმ2 (188-ე)
მშპ (მუპ) 2015 შეფასება
 -  სულ €240 მილიონი €
 -  ერთ სულ მოსახლეზე €39 778
ვალუტა ევრო (EUR)
სასაათო სარტყელი UTC-03:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი 508
ISO 3166 კოდი PM
ინტერნეტ-დომენი .pm

სენ-პიერი და მიკელონი (ფრანგ. Saint-Pierre-et-Miquelon) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება ატლანტის ოკეანეში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სამხრეთით. შედგება 8 კუნძულისაგან, რომელთაგან ფართობის მიხედვით უდიდესია კუნძული მიკელონი (216 კმ², 596 ად.), ხოლო 2022 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კუნძული სენ-პიერი (26 კმ², 5223 ად.). ფართობი — 242 კმ². მოსახლეობა — 5819 კაცი (2022 წელი), უმთავრესად ფრანგები. ადმინისტრაციული, მთავარი ეკონომიკური ცენტრი და ნავსადგური — ქალაქი სენ-პიერი. ოფიციალური ენა — ფრანგული. რელიგია — კათოლიკური. ჰავა ზომიერია, ნოტიო ოკეანის. იანვრის საშუალო ტემპერატურა −6 °C, ივლისის 14 °C. ნალექები — 1000 მმ-მდე წელიწადში. ბორცვიანი დაბლობებისა და პლატოების ქვიანი ზედაპირი არახელსაყრელია სოფლის მეურნეობისათვის. მოსახლეობის მთავარი საქმიანობაა თევზჭერა და გადამუშავება, სხვა ქვეყნების თევზსაჭერი გემების მომსახურება.

  1. Populations des collectivités d'outre-mer en 2022 fr. INSEE. ციტირების თარიღი: 2024-12-20