შინაარსზე გადასვლა

გვადელუპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვადელუპა
ფრანგ. Guadeloupe
გვადელუპა
ჰიმნი: ფრანგ. La Marseillaise
მარსელიეზა
სტატუსი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი
დედაქალაქი
და
ბას-ტერი
16°15′ ჩ. გ. 61°30′ დ. გ. / 16.250° ჩ. გ. 61.500° დ. გ. / 16.250; -61.500
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი
 -  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
 -  გენერალური საბჭოს პრეზიდენტი არი შალუსი
 -  პრეფექტი ხავიერ ლეფორი
ფართობი
 -  სულ 1 628 კმ2 
მოსახლეობა
 -  2021 აღწერა 384 315 კაცი
 -  სიმჭიდროვე 236,07 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2017 შეფასება
 -  სულ 9.079 მილიარდი €
 -  ერთ სულ მოსახლეზე 23 152 €
ვალუტა ევრო (EUR)
სასაათო სარტყელი UTC−04:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +590
ISO 3166 კოდი GP
ინტერნეტ-დომენი .gp
გვადელუპის ტოპოგრაფიული რუკა

გვადელუპა (ფრანგ. Guadeloupe) — არქიპელაგი სამხრეთ კარიბის ზღვაში, კოორდინატებით 16°15′ ჩ. გ. 61°35′ დ. გ. / 16.250° ჩ. გ. 61.583° დ. გ. / 16.250; -61.583. მისი ფართობი — 1628 კვ. კმ-ია. გვადელუპა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, ასევე 26-დან ერთ-ერთი რეგიონი. 2007 წლიდან, იგი რესპუბლიკის ხელშეუვალი ნაწილია.

საფრანგეთთან ერთად, გვადელუპა ევროპის კავშირის წევრია. როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, აქაც ვალუტა ევროა[1]. მიუხედავად ამისა, გვადელუპა არ იმყოფება შენგენის ხელშეკრულების ქვეშ. გვადელუპას პრეფექტურა არის ბას-ტერი. 1493 წელს, ქრისტეფორე კოლუმბმა ამ კუნძულს უწოდა სანტა მარია დე გვადელუპა, მარიამ ღვთისმშობლის პატივსაცემად.

გვადელუპა მოიცავს ხუთ კუნძულს. ესენია: ბას-ტერი, გრანდ-ტერი (გამოყოფილია ბას-ტერისაგან ვიწრო ზღვის არხით, სალტ-რივერით), ლა–დეზირადე, ლეს–დე–სენსი და მერი-გალანტი.

გვადელუპა იყოფა 2 ოლქად. ესენია: ბას-ტერი და პუენტ-ა-პირტი. თავად ოლქები იყოფიან 40 კანტონად, ხოლო კანტონები — 32 კომუნად.

2017 წელს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 23 152 .[2]

2021 წლის მონაცემების მიხედვით გვადელუპის მოსახლეობა 384 315 კაცია[3]. აქედან 19,2 % 14 წლამდე ასაკის გოგონები და 15,6 % ბიჭები არიან, 54,0 % — 15 წლიდან 60 წლამდე ასაკის ქალები და 55,8 % იმავე ასაკის კაცები, ხოლო 26,8 % — 60-ს გადაცილებული ქალბატონები და 28,6 % მამაკაცები. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74,91 წელია, ქალებში — 81,37 წელი, ორივე სქესის საშუალო მაჩვენებელი კი — 78,06 წელია.

წლიური ამინდი — Basse-Terre—capital of Guadeloupe
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკწელი
საშუალო მაღალი °C (°F) 28 (82) 28 (82) 28 (82) 29 (84) 30 (86) 31 (88) 33 (91) 31 (88) 31 (88) 30 (86) 29 (84) 29 (84)30 (86)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 20 (68) 20 (68) 21 (70) 22 (72) 23 (73) 24 (75) 25 (77) 23 (73) 23 (73) 23 (73) 22 (72) 21 (70)22 (72)
ნალექი სმ (დუიმი) 8 (3.1) 6 (2.4) 7 (2.8) 11 (4.3) 15 (5.9) 12 (4.7) 16 (6.3) 19 (7.5) 23 (9.1) 22 (8.7) 22 (8.7) 14 (5.5)178 (70,1)
წყარო: Weatherbase[4]
  1. Guadeloupe is pictured on all Euro banknotes, on the backside at the bottom of each note, right of the Greek ΕΥΡΩ (EURO) next to the denomiation.
  2. INSEE. (October 2018) Insee Analyses Guadeloupe fr. ციტირების თარიღი: 5 November 2020
  3. Décret n° 2023-1256 du 26 décembre 2023 authentifiant les chiffres des populations de métropole, des départements d'outre-mer de la Guadeloupe, de la Guyane, de la Martinique et de La Réunion, et des collectivités de Saint-Barthélemy, de Saint-Martin, et de Saint-Pierre-et-Miquelon fr. Government of France. ციტირების თარიღი: 2023-12-27
  4. Weatherbase: Historical Weather for Basse-Terre.