ლაინის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაინის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Line Islands
KI Line islands.PNG
ლაინის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 2°00′S 156°30′W / 2° ს. გ. 156.5° დ. გ. / -2; -156.5
კუნძულთა რაოდენობა 11
მთავარი კუნძული შობის კუნძული
ფართობი 510,16 კმ²
კირიბატის დროშა კირიბატი, აშშ-ის დროშა აშშ
დემოგრაფია
მოსახლეობა 9236 (2010)
სიმჭიდროვე 18,10 ად. /კმ²

ლაინის კუნძულები (ცენტრალური პოლინეზიური სპორადები) (ინგლ. Line Islands) — ჯგუფი 11 მარჯნული ატოლისაგან, რომელთაგან რვა ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას, ხოლო სამი — ამერიკის შეერთებული შტატების მიმდებარე მცირე კუნძულებს. მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, ჰავაის კუნძულების სამხრეთით. კუნძულების თანამედროვე სახელი — ლაინი (ინგლისური The Line — «ეკვატორი») დაკავშირებულია ეკვატორის ორივე მხარეს კუნძულების განლაგებასთან. კირიბატის კუთვნილი კუნძულები მდებარეობენ მსოფლიოს ყველაზე უფრო ადრეულ სასაათო სარტყელშიUTC+14: დღე-ღამის დრო (საათები და წუთები) აქ ემთხვევა ჰავაის დროს, მაგრამ გადაწეულია ერთი დღით წინ, ამასთან ოკეანეთის ზოგიერთ კუნძულებთან დროში სხვაობა შეადგენს 25 საათს.

შობის კუნძული ყველაზე დიდი ატოლია მსოფლიოში ხმელეთის ფართობის მიხედვით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაინის კუნძულები გეოგრაფიულად იყოფა სამ ქვეჯგუფად — ჩრდილოეთის, ცენტრალურ და სამხრეთ კუნძულებად. ქვემოთ ცხრილში კუნძულები მოყვანილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.

ატოლი/კუნძული/რიფი კუნძულის ფართობი,
კმ²
ლაგუნა,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010)
კოორდინატები სტატუსი
ჩრდილოეთ ლაინის კუნძულები
რიფი კინგმენი 0,01 100 6°24′ ჩ. გ. 162°24′ დ. გ. / 6.400° ჩ. გ. 162.400° დ. გ. / 6.400; -162.400 აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია
პალმირა 6,56 15 5°52′ ჩ. გ. 162°06′ დ. გ. / 5.867° ჩ. გ. 162.100° დ. გ. / 5.867; -162.100 აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია
ტერაინა 9,55 2* 1690 4°43′ ჩ. გ. 160°24′ დ. გ. / 4.717° ჩ. გ. 160.400° დ. გ. / 4.717; -160.400 კირიბატი
ტაბუაერანი (ფანინგი) 33,7 110 1960 3°52′ ჩ. გ. 159°22′ დ. გ. / 3.867° ჩ. გ. 159.367° დ. გ. / 3.867; -159.367 კირიბატი
შობის კუნძული (კირიტიმატი) 388,39 324 5586 1°53′ ჩ. გ. 157°24′ დ. გ. / 1.883° ჩ. გ. 157.400° დ. გ. / 1.883; -157.400 კირიბატი
ცენტრალური ლაინის კუნძულები
კუნძული ჯერვისი 4,45 0°22′ ს. გ. 160°03′ დ. გ. / 0.367° ს. გ. 160.050° დ. გ. / -0.367; -160.050 აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია
კუნძული მოლდენი 39,3 13* 4°01′ ს. გ. 154°59′ დ. გ. / 4.017° ს. გ. 154.983° დ. გ. / -4.017; -154.983 კირიბატი
კუნძული სტარბაკი 21 25 5°37′ ს. გ. 155°56′ დ. გ. / 5.617° ს. გ. 155.933° დ. გ. / -5.617; -155.933 კირიბატი
სამხრეთ ლაინის კუნძულები
ატოლი კაროლაინი 3,76 2,5 9°57′ ს. გ. 150°13′ დ. გ. / 9.950° ს. გ. 150.217° დ. გ. / -9.950; -150.217 კირიბატი
ატოლი ვოსტოკი 0,24 10°06′ ს. გ. 152°25′ დ. გ. / 10.100° ს. გ. 152.417° დ. გ. / -10.100; -152.417 კირიბატი
კუნძული ფლინტი 3,2 11°26′ ს. გ. 151°48′ დ. გ. / 11.433° ს. გ. 151.800° დ. გ. / -11.433; -151.800 კირიბატი
ლაინის კუნძულები 510,16 578 9236
* ვარსკვლავით აღნიშნულია ლაგუნის ფართობი, რომელიც შედის კუნძულის ფართობში, რადგან მათი წყლები, ტიპიური ატოლებისგან განსხვავებით, მთლიანად იზოლირებულია ოკეანისგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1888 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა კუნძულების ანექსია წყნარ ოკეანეში კაბელის ჩასადებად ტაბუაერანის (იმ დროს ფინინგი) გავლით. კაბელი გამოიყენებოდა 1902 წლიდან 1963 წლამდე ერთი ხანმოკლე პერიოდის გამოკლებით 1914 წელს.

1950-იანი წლების დასაწყისში კუნძულებზე კირიტიმატი და მოლდენი ჩატარდა ბირთვული იარაღის გამოცდები.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხოლოდ სამი კუნძულია დასახლებული, რომელთა საერთო მოსახლეობა 2010 წლის აღწერით შეადგენს 9236 ადამიანს[1], რომელთაგან 5586 ადამიანი ცხოვრობს კირიტიმატიზე, 1960 ტაბუაერანზე და 1690 ტერაინაზე. 1900 წელს ამ სამი ატოლის საერთო მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 300 ადამიანს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის ძირითადი დარგებია — თევზჭერა, კოპრის მოპოვება, პურის ხის მოყვანა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati.