ამაღლების კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Ascension Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 07°56′33″ ს. გ. 14°22′05″ დ. გ. / 7.94250° ს. გ. 14.36806° დ. გ. |
ფართობი | 91 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 859 მ |
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 806 ად. (2016) |
სიმჭიდროვე | 8,86 ად. /კმ² |
ამაღლების კუნძული (ინგლ. Ascension Island) — ვულკანური კუნძული, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის, 1600 კმ-ით დასავლეთით აფრიკის სანაპიროდან.
შედის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში (ასე რომ, კუნძული ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, მაგრამ არ არის მისი ნაწილი). მდებარეობს 1287 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთში წმინდა ელენეს კუნძულიდან. მთავარი ქალაქი და პორტი — ჯორჯტაუნი (ინგლ. Georgetown).
კუნძულს აქვს საკუთარი დომენი ინტერნეტში — .ac.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული 1501 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ჟუან და ნოვამ, მაგრამ მისი არანაირი აღწერა მას არ გაუკეთებია. 1503 წელს ამაღლების დღეს კუნძული ხელმეორედ აღმოაჩინა მეზღვაურმა ალფონსო დე ალბუკერკემ, რომელმაც მას ამაღლების პატივსაცემად დაარქვა ეს სახელი და რომელსაც ის დღემდე ატარებს. კუნძულის სიმშრალის და უნაყოფობის გამო, ის ნაკლებად აინტერესებდათ ოსტ-ინდური გემების მეზღვაურებს.
1701 წელს ინგლისელმა მეკობრემ და მოგზაურმა უილიამ დამპირმა, რომლის გემიც ჩაიძირა მაშინ ჯერ კიდევ უცნობ კუნძულთან, აღმოაჩინა მტკნარი წყლის წყარო. 1830-იან წლებში აშენებული გვირაბების და მილების სისტემით მტკნარი წყალი მიდიოდა ჯორჯტაუნში. XIX საუკუნის ბოლოს ეს სისტემა წარმადობის ასამაღლებლად მთლიანად მოაქციეს ბეტონში და ამ სახით კუნძულის წყალმომარაგებამ იარსება 1960-იან წლებამდე, როდესაც BBC-მ ააშენა ელექტროქვესადგური წყლის გამტკნარების სისტემით.
კუნძული დაუსახლებელი რჩებოდა 1815 წლამდე, როდესაც იქ განლაგდა მცირე ბრიტანული გარნიზონი. 1821 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის გარდაცვალების შემდეგ კუნძული გახდა იმ გემების მოსამარაგებელი ბაზა, რომლებიც დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე ხელს უშლიდნენ მონების ვაჭრობას. 1836 წელს კუნძული მოინახულა ნატურალისტმა ჩარლზ დარვინმა. 1898 წელს კუნძულზე პირველად გამოჩნდა ბრიტანელი კავშირგაბმულობის კომპანიები: Eastern Telegraph Company-მ (დღეისათვის Cable and Wireless) კუნძულის გავლით გაიყვანა სატელეგრაფო ხაზი გაერთიანებული სამეფოდან სამხრეთ აფრიკაში.
1922 წლიდან 1964 წლამდე კუნძულს მართავდა კომპანია Eastern Telegraph, ხოლო 1964 წლიდან BBC-ის სადგურების განლაგების გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება დანიშნულიყო ადმინისტრატორი. 1982 წელს აქედან მიმდინარეობდა ომი არგენტინასთან ფოლკლენდის კუნძულების გამო. 1990-იან წლებში ევროპული კოსმოსური სააგენტომ არიან-5-ის სარაკეტო პროგრამის გამო აქ ააშენა მიწისზედა სადგური. დღეუსათვის კუნძულის მოსახლეობა შედგება ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროებისგან და კავშირგაბმულობის თანამშრომლებისგან, მათი ოჯახებისგან და მომსახურე პერსონალისაგან.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის კლიმატი სუბტროპიკულია, ტემპერატურა მერყეობს 25 °С-დან 27 °С-მდე, ყველაზე ცივი თვეა — სექტემბერი, ყველაზე თბილი — მარტი. როგორც ასეთი წვიმიანი სეზონი კუნძულზე არ არსებობს. ნალექების რაოდენობის წლიური საშუალო მაჩვენებელი — 130—150 მმ-ია კუნძულის ძირითად ნაწილში, ხოლო 750—800 მმ მწვანე მთის რაიონში (600—800 მეტრი ზღვის დონიდან).
კუნძულის მილიტარიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის ხელისუფლებამ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე, ააშენა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი „უაიდავეიკი“. 1943-1945 წლებში 25 000-ზე მეტ ამერიკულ თვითმფრინავს გადაჰქონდა ტრანზიტული ტვირთი, რომლებიც განკუთვნილი იყო ჩრდილოაფრიკული, ახლოაღმოსავლეთის და ევროპული საბრძოლო მოქმედების თეატრებისთვის. 1957 წელს ამერიკელების სამხედრო მოღვაწეობა განახლდა, რასაც მოჰყვა საჰაერო დესანტის პლაცდარმის გაზრდა და დღეისათვის ის ასევე წარმოადგენს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხრეთ-აღმოსავლეთის მეთვალყურეობის სადგურს. 1967 წელს აშენდა ნასას სამეთვალყურეო სადგური, მაგრამ იმის შემდეგ ის დაიკეტა.
არსებობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოველკვირეული საჰაერო კავშირი ამაღლების, ანტიგუას და ფლორიდაში არსებულ სამხედრო-საჰაერო ძალების საავიაციო ბაზას შორის. ამაღლების კუნძული ბრიტანული რეისებისათვის დღემდე რჩება გარდამავალი გაჩერების პუნქტად დიდ ბრიტანეთსა და ფოლკლენდის კუნძულებს შორის. 1982 წელს ფოლკლენდის ომის დროს საწვავის შესავსებად ამაღლების კუნძულზე „Nimrod“-ის ბრიტანული საპატრულო თვითმფრინავები ასრულებდნენ რამდენიმე ფრენას კონფლიქტის ზონაში, რაც გახდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შორეული სადაზვერვო ოპერაციების ახალი რეკორდი.
კუნძულზე მდებარეობს ხუთიდან ერთი ანტენა, რომელიც გამოიყენება GPS-ის თანამგზავრული ნავიგაციის სისტემის მუშაობაში. დანარჩენი ოთხი განლაგებულია ატოლ კვაჯალეინზე, კუნძულ დიეგო-გარსიაზე, კოლორადო-სპრინგზში და ჰავაიზე.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე არ არსებობს ადგილობრივი მოსახლეობა. კუნძულის მოსახლეობა — ესენი პირველ რიგში არიან სამხედროები და მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად. 2016 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 806 ადამიანს,[1] უმეტესი წმინდა ელენეს კუნძულიდან (556 ადამიანი), ასევე 250 ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო ოჯახებთან ერთად.
დასახლებული პუნქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე არსებობს 5 დასახლებული პუნქტი:
დასახლებული პუნქტი (ქართ.) |
დასახლებული პუნქტი (ინგლ.) |
მოსახლეობა, ად. (2008) |
|
ჯორჯტაუნი | Georgetown | 560 | პორტი და ადმინისტრაციული ცენტრი |
თუ-ბოტს-ვილაჯი | Two Boats Village | 120 | მდებარეობს სანაპიროდან 3 მილში |
ტრაველერს-ჰილი | Travellers Hill | 200 | აქ მდებარეობს ბრიტანეთის გარნიზონი |
კეტ-ჰილი | Cat Hill | 150 | აქ მდებარეობს აშშ-ის სამხედრო ბაზა |
რედ-ლაინი | Red Line | 30 | ადმინისტრატორის რეზიდენცია |
სულ: | 1060 |
ასევე რამდენიმე კოტეჯი მწვანე მთებში (ინგლ. Green Mountains).
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი რელიგიაა პროტესტანტიზმი. ჯორჯტაუნში მდებარეობს წმინდა ელენეს ანგლიკანური ეკლესია, კუნძულზე ასევე არსებობს პატარა კათოლიკური ეკლესია.
კავშირი გარე სამყაროსთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამაღლების კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ორი საშუალებით:
- დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბრიზ ნორტონის სამხედრო აეროდრომიდან,[2] რომელიც მდებარეობს ქალაქ ოქსფორდის სიახლოვეს, დიდი ბრიტანეთი. ამაღლების კუნძულზე გასამგზავრებლად ბრიტანეთის ვიზასთან ერთად ასევე საჭიროა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვა. ასევე საჭიროა მთლიანი სამედიცინო დაზღვევის ქონა. სამოქალაქო პირებს მხოლოდ 26 ადგილი განეკუთვნება ყოველკვირეულ რეისებზე.
- სამეფო საფოსტო გემ „წმინდა ელენეთი“ (ინგლ. Royal Mail Ship „Saint Helena“), რომელიც დაცურავს კეიპტაუნსა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) და წმინდა ელენეს კუნძულს შორის ამაღლების კუნძულის უბეებში და ზოგჯერ ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე შესვლით. გემი მიემართება თვეში ერთხელ და ბორტზე აჰყავს 130 მგზავრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Duff Hart-Davis, Ascension, the story of a South Atlantic island, p. 15
- Correspondent's diary: Ascension Island|The Economist
- Official Ascension Island Government site
- Global Volcanism Program: Ascension Island
- Sanders, Sarah, Important Bird Areas in the United Kingdom Overseas Territories; priority sites for conservation (RSPB, 2006)
- Stonehouse, Bernard. (1960). Wideawake Island. The Story of the BOU Centenary Expedition to Ascension. Hutchinson: London
- Duff Hart-Davis, The Spectator 17 October 2015, "The Stone Frigate Sails On", p. 16.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ascension, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Ascension Island Government
- Ascension Island Newsletter დაარქივებული 2008-12-01 საიტზე Wayback Machine.
- Ascension Conservation დაარქივებული 2010-03-09 საიტზე Wayback Machine.
- Rocket launches from Ascension
- Detailed description of the BBC Atlantic Relay Station
- CIA World Factbook entry about Saint Helena, Ascension, and Tristan da Cunha დაარქივებული 2010-12-28 საიტზე Wayback Machine.
- Live Web Cam of Ascension დაარქივებული 2011-09-17 საიტზე Wayback Machine.
- Colonial History of Ascension Island
- Google Satellite View
- Ascension Island at Britlink – British Islands & Territories დაარქივებული 2010-09-13 საიტზე Wayback Machine.
- Army Ornithological Society Ascension Island Research დაარქივებული 2012-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Ascension Island & St Helena community website დაარქივებული 2013-12-07 საიტზე Wayback Machine.
- James Rogers and Luis Simón.
- Isla Ascensión o Ascension island დაარქივებული 2020-12-01 საიტზე Wayback Machine. (Spanish)
- The Status and Location of the Military Installations of the Member States of the European Union and Their Potential Role for the European Security and Defence Policy (ESDP). Brussels: European Parliament, 2009. 25 pp.