მიდუეი
| მშობ. სახელი: ინგლ. Midway | |
|---|---|
|
ატოლ მიდუეის ხედი კოსმოსიდან | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | 28°12′ ჩ. გ. 177°21′ დ. გ. / 28.200° ჩ. გ. 177.350° დ. გ. |
| კუნძულთა რაოდენობა | 3 |
| მთავარი კუნძული | სენდი |
| ფართობი | 6,23 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 13 მ |
| ქვეყანა | |
| აშშ-ის ტერიტორიები | მიდუეი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 0 (2014) |
მიდუეი (ინგლ. Midway) — არაინკორპორირებული არაორგანიზებული სტატუსის (ინგლ. unincorporated and unorganized territory) მქონე ამერიკის შეერთებული შტატების დაუსახლებელი ტერიტორია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნახევარში, ჰავაის არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარჯნის ატოლი წარმოქმნილია დაშლილი ვულკანის ბაზალტურ საფუძველზე. ატოლის ლაგუნაში რამდენიმე პატარა კუნძულია (მათ შორის უდიდესია სენდი, ისტერნი, სპიტი რომელთა ფართობია 6,23 კმ²). ყველაზე დიდი სიმაღლე ზღვის დონიდან — 13 მეტრი. კლიმატი სუბტროპიკული. მიდუეი აშშ-ისა და აზიის ქვეყნებს შორის საჰაერო გზის შუალედური ბაზაა. კუნძულ სენდზეა ტრანსწყნაროკეანური კაბელის სადგური, აეროდრომი, შუქურა.
| № | კუნძული | ფართობი, კმ² |
|---|---|---|
| 1 | სენდი | 4,86 |
| 2 | ისტერნი | 1,35 |
| 3 | სპიტი | 0,02 |
| მიდუეი | 6,23 | |
| ლაგუნა | 60 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულები აღმოაჩინა ამერიკელმა კაპიტანმა ბრუკსმა 1859 წელს და მას დაერქვა „ბრუკსის კუნძულები“. 1867 წლიდან იგი ოფიციალურად ეკუთვნის აშშ-ს. თავისი სახელი (ინგლ. Midway — გზის შუალედი) ატოლმა მიიღო იმიტომ, რომ მდებარეობს შუა გზაზე კალიფორნიასა და იაპონიას შორის.
პირველი მაცხოვრებლები გამოჩნდნენ 1903 წლიდან, როდესაც გაყავდათ ტრანსწყნაროკეანური ტელეგრაფის კაბელი. 1935-იდან 1947 წლამდე იყო საწვავის შევსების პუნქტი საკონტინენტთაშორისო ავიაგადაფრენებისთვის.
1941 წლიდან 1993 წლამდე ატოლზე განლაგებული იყო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა.
მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წლის 4-6 ივნისს მიდუეისთან ახლოს გაიმართა ბრძოლა იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის. იაპონელებს განზრახული ჰქონდათ მიდუეიზე ამერიკული ოპერატიული ბაზის ხელში ჩაგდება, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდნენ. იაპონელებმა დაკარგეს 4 ავიამზიდი, 1 კრეისერი და 253 თვითმფრინავი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ამერიკელებმა დაკარგეს 1 ავიამზიდი, 1 საესკადრო ნაღმოსანი და 150 თვითმფრინავი.
დღეისათვის ატოლს აქვს აშშ-ის ეროვნული ნაკრძალის სტატუსი. საექსპლუატაციო მდგომარეობაშია შენახული ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (2400 მეტრი) და ავიასაწვავის მარაგი — თვითმფრინავების ექსტრემალური დაშვების შემთხვევისათვის.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს 2006 წლიდან. 1940-1970 წლებში დროებითი მოსახლეობის რაოდენობა (ბაზის პერსონალი) შეადგენდა 2000 ადამიანს. დღეისათვის მიდუეიზე ცხოვრობს ნაკრძალის დაახლოებით 40 მორიგე თანამშრომელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიდუეი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- მიდუეი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
| ||||||||||||||