ახალი კალედონია
| ახალი კალედონია |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| დევიზი: "ფრანგ. Terre de parole, terre de partage" „სიტყვის ქვეყანა, გაზიარების ქვეყანა“ |
||||||
| ჰიმნი: ფრანგ. La Marseillaise მარსელიეზა |
||||||
| ეროვნული ჰიმნი "ფრანგ. Soyons unis, devenons frères" „მოდით, გავერთიანდეთ, დავძმობილდეთ“ |
||||||
![]() |
||||||
| სტატუსი | საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი | |||||
| დედაქალაქი და | ნუმეა 21°17′ ს. გ. 165°21′ ა. გ. / 21.283° ს. გ. 165.350° ა. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
| მთავრობა | საფრანგეთის ასოცირებული წევრი | |||||
| - | პრეზიდენტი | ემანუელ მაკრონი | ||||
| - | მთავრობის წარმომადგენელი | ალსიდე პონგა | ||||
| - | უზენაესი კომისარი | ჟაკ ბილანი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 18 575 კმ2 (154-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 1,6 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2019 აღწერა | 271 407[1] (184-ე) | ||||
| - | სიმჭიდროვე | 14,5 კაცი/კმ2 (200-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2006 შეფასება | |||||
| - | სულ | 8.82 მლრდ. $ | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | 36 376 $ | ||||
| ვალუტა | საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი (XPF) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC+11:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 687 | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .nc | |||||
ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან — ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ფიჯი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია — ნუმეა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახალი კალედონიის უდიდესი კუნძულია გრანდ-ტერი, მისი რელიეფის უდიდესი ნაწილი მთიანია (უმაღლესი მწვერვალია — მთა პანე, 1628 მ). სანაპირო საკმაოდ შეჭრილია და აქვს ზღვის უამრავი უბე, რომელთანაც მიდგომა გართულებულია მარჯნის რიფებით. კუნძული გარშემორტყმულია ყველაზე გრძელი ახალი კალედონიის ბარიერული რიფით. კუნძული ძირითადად აგებულია ოფიოლითური კომპლექსებით. გრანდ-ტერის კუნძულს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ლუაიოტეს კუნძულები, ჩრდილოეთიდან ბელეპის კუნძულები, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩესტერფილდის კუნძულები, ხოლო სამხრეთიდან კუნძული ილ-დე-პენი.
კლიმატი სასიამოვნოა. საშუალო წლიური ტემპერატურაა — 23-24,5 °C. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ახალი კალედონიის გადაქცევას ევროპულ გადასახლებების კოლონიად. კუნძულზე საკმაოდ ბევრი მდინარეა, ჭარბობს ნაყოფიერი წითელმიწა ნიადაგი. ტყეები კუნძულის ტერიტორიის 15 %-ს მოიცავს. აქ გავრცელებულია ძვირფასი ხის ჯიშები, მათ შორის: წიწვოვანი ხეები აგათისი, არაუკარია, კაური, ნიაული, ახალკალედონიური ფიჭვი და ა. შ. (ახალი კალედონიის გერბზე გამოსახულია Araucaria columnaris). ახალი კალედონიის ცხოველთა სამყარო ღარიბია, თუმცა არსებობენ ენდემები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ კუკმა და უწოდა თავისი სამშობლოს შოტლანდიის ძველი სახელი — კალედონია. ევროპელების აქტიური გადასვლა კუნძულზე დაიწყო 1840-იანი წლებიდან, ესენი იყვნენ სანთლის ხით მოვაჭრეები, რომელთაც შემდეგ მოჰყვნენ ინგლისელი და ფრანგი მისიონერები. 1853 წელს საფრანგეთმა ახალი კალედონია თავის კოლონიად გამოაცხადა. 1864 წლიდან 1896 წლამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ გადმოასახლა ამ კოლონიაში დასჯილი დამნაშავეები. კუნძულზე ფრანგებმა გააშენეს ყავის და ქოქოსის პალმის პლანტაციები, შემდეგ (XIX საუკუნის ბოლოდან) დაიწყო ნიკელის, კობალტის, ქრომის, რკინის, მანგანუმის, ოქროს, ტყვიის და სხვა მინერალური რესურსების მოპოვება. 1946 წელს კუნძულმა მიიღო საფრანგეთის ზღვისგადაღმა სამფლობელოს სტატუსი. 1980-1990-იან წლებში დაიწყო მასიური გამოსვლები. ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა (მელანეზიელები) გამოდიოდნენ კუნძულის დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
1988 წლის 26 ივნისს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მიშელ როკარსა და სეპარატისტთა ლიდერ ჟან-მარი ტჟიბაუს შორის დაიდო მატინიონის შეთანხმება, რის შედეგადაც გაუქმდა უმაღლესი კომისრის თანამდებობა, რომელიც მანამდე ახორციელებდა ახალი კალედონიის პირდაპირ მართვას. ასევე 10 წლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის შესახებ.
ჟან-მარი ტჟიბაუ მოკლული იქნა 1989 წლის მაისში. რეფერენდუმის ჩატარების თარიღის მოახლოებასთან ერთად გამოიკვეთა, რომ ახალი კალედონიის მოსახლეობის უმრავლესობა დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე „არას“ დააფიქსირებდა, ამიტომ პარტიამ „კალედონია რესპუბლიკის შემადგენლობაში“ და სეპარატისტებმა გადაწყვიტეს დაედოთ ახალი შეთანხმება. 1998 წლის 5 მაისს ნუმეაში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც აღიარა კოლონიზაციის როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი შედეგები, ასევე აღიარებული იქნა „ორი ლეგიტიმური მხარის“ (ერთი მხრივ კანაკების და მეორე მხრივ სხვადასხვა თემების, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ახალი კალედონიის თანამედროვე ისტორიაში) არსებობა. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ახალი კალედონიისთვის უფრო მაღალი ხარისხის ავტონომიის მინიჭებას და კანაკელთა კულტურის დაცვას, სახელმწიფო სიმბოლიკებში კანაკური მოტივების გამოყენების ჩართვას.
რეფერენდუმები დამოუკიდებლობის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წლის 13 სექტემბერს გაიმართა პირველი რეფერენდუმი ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს დამოუკიდებლობის მომხრეებმა, რის გამოც ურნებთან მივიდა ამომრჩეველთა სულ 59 %, ხოლო დამოუკიდებლობას ხმა მისცა საარჩევნო უბნებზე მისულთა სულ 1,7 %-მა[2].
1998 წელს ხელი მოეწერა ნუმეას ხელშეკრულებას, რის თანახმადაც 20 წლის განმავლობაში ახალი კალედონიის მაცხოვრებლებს აქვთ უფლება ჩაატარონ სამი რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე 2-2 წლის სხვაობით. ხელშეკრულებით აღნიშნული პირველი რეფერენდუმი გაიმართა 2018 წლის 4 ნოემბერს. ეს ჩანდა, როგორც «ახალი კალედონიისათვის სახელმწიფოებრივი უფლებების, საერთაშორისო სტატუსის მთელი პასუხისმგებლობით გადაცემისა და ასევე მოქალაქეობის ორგანიზებისა». რეფერენდუმის შედეგებით მონაწილეთა 56 %-ზე მეტმა ხმა მისცა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რეფერენდუმზე დასწრება შეადგენდა 81 %-ს[3][4][5]. ამასთან ხმის მიცემაზე უარი უთხრეს მონაწილეთა 17 %-ს — მათ, ვინც დაიბადა საფრანგეთში და გადასახლდა ახალ კალედონიაში 1994 წლის შემდეგ. მეორე რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ შედგა 2020 წლის 4 ოქტომბერს. დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოვიდა მონაწილეთა 53 %, ხოლო დასწრება შეადგენდა 85 %-ზე მეტს[6]. ამასთან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები არ ჩატარებულა უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში და რეფერენდუმის შედეგების გამოცნობა დიდ სირთულეს წარმოადგენდა[7]. 2021 წლის დეკემბერში შედგა მესამე და უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელზეც მონაწილეთა 95 %-მა უარი თქვა საფრანგეთიდან ახალი კალედონიის გამოყოფას და დამოუკიდებლად გამოცხადებას, ამასთან დასწრებამ შეადგინა 44 %[8].
2025 წლის პოლიტიკური მოლაპარაკებები პარიზში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2025 წლის 24 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში მოსალაპარაკებლად მიიწვია ახალი კალედონიის როგორც დამოუკიდებლობის მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე ლიდერები, რომელიც დაიწყება 2025 წლის 2 ივლისს. მოლაპარაკების მიზანია ახალი კალედონიის პოლიტიკური სტრუქტურის გადახედვა, რომელიც პოტენციურად მოიცავს ავტონომიის გაფართოებას და საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვას, ასევე სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას, როგორებიცაა ნიკელზე დამოკიდებული ეკონომიკა, ახალგაზრდების დასაქმებას და არეულობების შემდეგ ტერიტორიის აღდგენას.[9][10]
2025 წლის 13 ივლისს მოლაპარაკებების კვირეული დასრულდა მასში მონაწილე ყველა მხარის შეთანხმებით იმაზე, რომ ახალი კალედონია ავტონომიის უფრო მაღალი ხარისხით (შტატის სახით) უნდა დარჩეს საფრანგეთის შემადგენლობაში და ასევე ორმაგი მოქალაქეობის მიღებაზე მათთვის ვისაც ეს სურს.[11] შეთანხმება ძალაში შევა მაშინ, როდესაც მის რატიფიკაციას მოახდენს საფრანგეთის ორივე პალატა, რის შემდეგაც მას 2026 წელს მოჰყვება რეფერენდუმი ახალ კალედონიაში. შეთანხმებაზე პირველადი დასკვნების შეფასება მეტყველებს, რომ ეს ის არ არის, რაზეც იმედს გამოთქვამდნენ დამოუკიდებლობის მომხრეები, მაგრამ სახელმწიფოებრიობა დიდი დათმობაა საფრანგეთის მხრიდან.[12]
პოლიტიკური წყობილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალ კალედონიაზე საფრანგეთის ხელისუფლებას წარმოადგენს უმაღლესი კომისარი, რომელსაც ნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს ადგილობრივი მთავრობა 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც ინიშნება ტერიტორიის კონგრესის დეპუტატებისგან (ადგილობრივი პარლამენტი). კონგრესი შედგება 54 დეპუტატისაგან, რომლებსაც ირჩევენ ხუთ წელიწადში ერთხელ. ახალი კალედონიის მოსახლეობა ასევე ირჩევს საფრანგეთის პარლამენტის ორ დეპუტატს და საფრანგეთის ორ სენატორს.
პოლიტიკური პარტიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი კალედონიის პარლამენტში 2019 წლის მაისის არჩევნების შემდეგ ასეთი სიტუაციაა:
- დარწმუნებული მომავალი (ფრანგ. L'Avenir en confiance, AEC) ლიბერალ-კონსერვატიული პოლიტიკური ალიანსი, შემდგარი 4 პარტიისგან (დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე) – 18 ადგილი ახალი კალედონიის ტერიტორიულ კონგრესში.
- კალედონიის კავშირი (მემარცხენეცენტრისტული, ზომიერი სოციალ-დემოკრატიული პარტია, თვითმმართველობის მომხრე თავისუფალი ასოცირებული ტერიტორიის ფორმით) — კანაკთა ეროვნული განთავისუფლების სოციალისტური ფრონტი, FLNKS (მელანეზიური სოციალიზმის იდეების მომხრე მემარცხენე სოციალისტური ორგანიზაციების კავშირი; დამოუკიდებლობის მომხრე) – 9 ადგილი
- ეროვნული კავშირი დამოუკიდებლობისათვის/კანაკთა ეროვნული განთავისუფლების სოციალისტური ფრონტი (ფრონტის უფრო რადიკალური მემარცხენე მონაწილეთა კავშირი — კანაკთა განთავისუფლების პარტია (PALIKA); დამოუკიდებლობის მომხრე) – 9 ადგილი
- «კალედონია ერთად» (ცენტრისტული ლიბერალური პარტია, «ერთობლივი მომავლის» პარტიიდან გამოყოფილი; დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე) — 7 ადგილი ტერიტორიის კონგრესში
- კანაკთა ეროვნული განთავისუფლების სოციალისტური ფრონტი, FLNKS (მელანეზიური სოციალიზმის იდეების მომხრე მემარცხენე სოციალისტური ორგანიზაციების კავშირი; დამოუკიდებლობის მომხრე) — 6 ადგილი ახალი კალედონიის ტერიტორიულ კონგრესში.
- ოკეანური გამოფხიზლება (ფრანგ. L'Éveil océanien, EO) ახალი კალედონიის უოლისელი და ფუტუნელი მოსახლეობისაგან 2019 წელს ჩამოყალიბებული პარტია, რომელიც დამოუკიდებლობის წინააღმდეგია – 3 ადგილი
- შრომის პარტია (მემარცხენე ალტერგლობალისტური, პროფკავშირულ მოძრაობასთან კავშირში; დამოუკიდებლობის მომხრე) — 1 ადგილი
- კანაკთა სოციალისტური განთავისუფლება (კანაკთა განთავისუფლების პარტიიდან რადიკალი მემარცხენეების გამონაყოფი, ხოლო შემდეგში ცენტრისაკენ გადახრილი; თვითმმართველობის მომხრე თავისუფალი ასოცირებული ტერიტორიის ფორმით) — 1 ადგილი
სულ ახალი კალედონიის პარლამენტი — 26 დეპუტატი დამოუკიდებლობის მომხრე, 25 დეპუტატი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე და 3 ნეიტრალური დეპუტატი.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი კალედონია შედგება სამი პროვინციისაგან:
| № | პროვინცია | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² | მოსახლეობა,[1] ად. (2019) | სიმჭიდროვე, ად./კმ² |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | სამხრეთი პროვინცია | ნუმეა | 7012,0 | 203 144 | 29,0 |
| 2 | ჩრდილოეთი პროვინცია | კონე | 9582,6 | 49 910 | 5,2 |
| 3 | ლუაიოტეს პროვინცია | ვე | 1980,9 | 18 353 | 9,3 |
| სულ | 18 575,5 | 271 407 | 14,6 |

პროვინციები თავის მხრივ იყოფიან 33 კომუნებად:
| № | კომუნა (ქართ.) | კომუნა (ფრანგ.) | ფართობი, კმ² | მოსახლეობა, ად. (2019) | სიმჭიდროვე, ად./კმ² |
|---|---|---|---|---|---|
| სამხრეთი პროვინცია | |||||
| 1 | თიო | Thio | 997,6 | 2524 | 2,5 |
| 2 | იატე | Yaté | 1338,4 | 1667 | 1,2 |
| 3 | ილ-დე-პენი | Île des Pins | 152,3 | 2037 | 13,4 |
| 4 | მონ-დორი | Mont-Dore | 643,0 | 27 620 | 43,0 |
| 5 | ნუმეა | Nouméa | 45,7 | 94 285 | 2063,1 |
| 6 | დუმბეა | Dumbéa | 254,6 | 35 873 | 140,9 |
| 7 | პაიიტა | Païta | 699,7 | 24 563 | 35,1 |
| 8 | ბულუპარი | Boulouparis | 865,6 | 3315 | 3,8 |
| 9 | ლა-ფოა | La Foa | 464,0 | 3552 | 7,7 |
| 10 | სარამეა | Sarraméa | 106,4 | 572 | 5,4 |
| 11 | ფარინო | Farino | 48,0 | 712 | 14,8 |
| 12 | მუანდუ | Moindou | 321,9 | 681 | 2,1 |
| 13 | ბურაილი | Bourail | 797,6 | 5531 | 6,9 |
| 14 | პუაა (ჩრდილოეთი ნაწილი) | Poya | 277,2 | 210 | 0,8 |
| ჩრდილოეთი პროვინცია | |||||
| 14 | პუაა (სამხრეთი ნაწილი) | Poya | 568,6 | 2592 | 4,6 |
| 15 | პუემბუ | Pouembout | 674,3 | 2752 | 4,1 |
| 16 | კონე | Koné | 373,6 | 8144 | 21,8 |
| 17 | ვო | Voh | 804,9 | 2856 | 3,5 |
| 18 | კაალა-გომენი | Kaala-Gomen | 718,2 | 1803 | 2,5 |
| 19 | კუმაკი | Koumac | 550,0 | 3981 | 7,2 |
| 20 | პუმი | Poum | 469,4 | 1435 | 3,1 |
| 21 | ბელეპი | Bélep | 69,5 | 867 | 12,5 |
| 22 | უეგოა | Ouégoa | 656,8 | 2118 | 3,2 |
| 23 | პუებო | Pouébo | 202,8 | 2144 | 10,6 |
| 24 | იენჟენი | Hienghène | 1068,8 | 2454 | 2,3 |
| 25 | ტუო | Touho | 283,0 | 2380 | 8,4 |
| 26 | პუანდიმიე | Poindimié | 673,1 | 5006 | 7,4 |
| 27 | პონერიუენი | Ponérihouen | 707,3 | 2420 | 3,4 |
| 28 | უაილუ | Houaïlou | 940,6 | 3955 | 4,2 |
| 29 | კუაუა | Kouaoua | 383,0 | 1304 | 3,4 |
| 30 | კანალა | Canala | 438,7 | 3701 | 8,4 |
| ლუაიოტეს პროვინცია | |||||
| 31 | უვეა | Ouvéa | 132,1 | 3401 | 25,7 |
| 32 | ლიფუ | Lifou | 1207,1 | 9195 | 7,6 |
| 33 | მარე | Maré | 641,7 | 5757 | 9,0 |
| სულ | 18 575,5 | 271 407 | 14,6 | ||
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობის რაოდენობა — 271 407 (2019 წელი).
- წლიური მატება — 0,2 % (2019 წელი).
- ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა — 77,1 წელი (2019 წელი).
- ბავშვთა სიკდილიანობა — 6 ბავშვი 1000-ზე (2024 წელი).
- ეთნიკური შემადგენლობა: მელანეზიელები (კანაკები) — 41,2 % (111 856 ად.), თეთრკანიანები (ძირითადად ფრანგები) — 24,1 % (65 488 ად.), მეტისები 11,3 % (30 758 ად.), უვეანელები და ფუტუნაელები — 8,3 % (22 520 ად.), პოლინეზიელები — 2,0 % (5366 ად.), ინდონეზიელები — 1,4 % (3786 ად.), ვანუატუელები — 0,9 % (2313 ად.), ვიეტნამელები — 0,8 % (2230 ად.), სხვა — 21,3 % (57 848 ად.). (ახალი კალედონიის პროვინციების მოსახლეობა (2019 წელი))[1]
- ენები: ფრანგული (ოფიციალური), ასევე 33 მელანეზიური და პოლინეზიური დიალექტი.
- რელიგია: მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია — 78 % (კათოლიკე — 53 %, პროტესტანტი — 25 %), ასევე მუსლიმი-სუნიტები (1,5 %), სხვა რელიგიები — 10 %. მელანეზიელები ქრისტიანობასთან ერთად ინარჩუნებენ ტრადიციულ ადგილობრივ სარწმუნოებას.
- წერა-კითხვის მცოდნეა — 96,9 % (2015 წელი).
- ქალაქის მოსახლეობა — 72,7 % (2023 წელი).
| დემოგრაფიული ცხრილი[13] | ||||||
| წლები | 1956 | 1963 | 1969 | 1976 | 1983 | 1989 |
|---|---|---|---|---|---|---|
| მოსახლეობა | 68 480 | 86 519 | 100 579 | 133 233 | 145 368 | 164 173 |
| წლები | 1996 | 2004 | 2009 | 2014 | 2019 | 2024 |
| მოსახლეობა | 196 836 | 230 789 | 245 580 | 268 767 | 271 407 | - |
ეთნიკური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

| ეთნიკური ჯგუფები | 2009 | 2014 | 2019 | |
|---|---|---|---|---|
| კანაკები | 99 078 (40,3 %) | 104 958 (39,1 %) | 111 856 (41,2 %) | |
| ევროპელები[14] | 71 721 (29,2 %) | 73 199 (27,2 %) | 65 488 (24,1 %) | |
| მეტისები | 20 398 (8,3 %) | 23 007 (8,6 %) | 30 758 (11,3 %) | |
| უოლისელები და ფუტუნელები | 21 262 (8,7 %) | 21 926 (8,2 %) | 22 520 (8,3 %) | |
| აზიელები | ინდონეზიელები | 3 985 (1,6 %) | 3 859 (1,4 %) | 3 786 (1,4 %) |
| ვიეტნამელები | 2 357 (1,0 %) | 2 506 (0,9 %) | 2 230 (0,8 %) | |
| სხვა აზიელები | 1 857 (0,8 %) | 1 177 (0,4 %) | 1 181 (0,4 %) | |
| ტაიტელები | 4 985 (2,0 %) | 5 608 (2,1 %) | 5 366 (2,0 %) | |
| ნი-ვანუატუ | 2 327 (0,9 %) | 2 568 (1,0 %) | 2 313 (0,9 %) | |
| სხვები | სხვადასხვა[15] | 2 566 (1,0 %) | 3 428 (1,3 %) | 5 610 (2,1 %) |
| "კალედონიელი"[16] | 12 177 (5,0 %) | 19 927 (7,4 %) | 20 299[17] (7,5 %) | |
| არაფერი არ არის მითითებული[18] | 2 867 (1,2 %) | 6 604 (2,5 %) | ||
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი კალედონიის ეკონომიკას ძირითადად წარმოადგენს ნიკელის მოპოვება. მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს ტურიზმს და ფინანსურ სუბსიდიებს საფრანგეთიდან.
- მრეწველობის დარგები: ნიკელის და რკინის მოპოვება, ფერადი მეტალურგია, თევზჭერა.
- სასარგებლო წიაღისეული: ნიკელის (მსოფლიოში არსებული მარაგების 25 %) და რკინის საბადოები. ამას გარდა, არსებობს ქრომის, კობალტის, მანგანუმის, ვერცხლის, ოქროს, ტყვიის, სპილენძის საბადოები.
სოფლის მეურნეობის სფეროში მოჰყავთ ყავა, ქოქოსის პალმა, კარტოფილი, მზესუმზირა, ხორბალი, სიმინდი, იამსი, ტარო, ბატატი, მანიჰოტი. მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონელი, ასევე ღორები, თხები, ცხვრები და ცხენები.
- ექსპორტი (1,3 მილიარდი დოლარი 2008 წელს) — ფერონიკელი, ნიკელის მადანი, თევზი.
- იმპორტი (2 მილიარდი დოლარი 2008 წელს) — მანქანები და მოწყობილობები, საწვავი, ქიმიკატები, საკვები.
- ძირითადი მომწოდებლები — საფრანგეთი 37 %, სინგაპური 18 %, ავსტრალია 11,5 %, ახალი ზელანდია 5 %.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელანეზიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ახალ კალედონიაში ევროპულმა კულტურამ მთლიანად გადაფარა აბორიგენთა კულტურა. განსაკუთრებით ძლიერ ეს იგრძნობა დედაქალაქ ნუმეაში, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ტიპურ ევროპულ ქალაქს. აბორიგენებით დასახლებული სოფლები საკმაოდ ევროპიზირებულია, თუმცა ინარჩუნებენ ზოგიერთ ტრადიციულ იერს. ტრადიციული ახალკალედონიური საცხოვრებელი სახლები — მრგვალი ან მართკუთხედი ფორმისაა, რომელიც გადახურულია პალმის ფურცლებით — დღეისათვის გვხვდება მხოლოდ პატარა, ნუმეასგან საკმაოდ დაშორებულ სოფლებში. აქა-იქ მრგვალი ადგილობრივი ტიპის საცხოვრებელ სახლებს მაღალი კონიკური სახურავით თავიანთვის აგებენ ტრადიციული ბელადები. აბორიგენებს თითქმის არაფერი არ შემორჩათ უწინდელი ხელსაქმეობიდან, ტანსაცმლიდან. მელანო-ახალკალედონიელები დღეისათვის იცმევენ ევროპულ ტანსაცმელს. აბორიგენებმა ცოტათი უფრო შეინარჩუნეს საკვების დამზადების ტრადიციული ჩვევები, მაგრამ აქაც უფრო მეტად იგრძნობა ევროპული გავლენა.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღესასწაულები, რომლებიც მიღებულია ახალ კალედონიაში:
- 1 იანვარი — ახალი წელი
- მარტი-აპრილი — აღდგომა
- 1 მაისი — შრომის დღე
- 8 მაისი — განთავისუფლების დღე
- მაისი — ქრისტეს ამაღლების, სამების და სულების დღე
- 14 ივლისი — ბასტილიის აღების დღე
- 15 აგვისტო — ღვთისმშობლის მიძინების დღე
- 1 ნოემბერი — ყველა წმინდანის დღე
- 11 ნოემბერი — შერიგების დღე (პირველი მსოფლიო ომში ზავის დადების დღე)
- 25 დეკემბერი — შობა
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამედეს შუქურა ნუმეაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლითონის შუქურა
- ლიფუს კლდოვანი სანაპირო
- ლიფუს მარჯნის რიფები
- პუმი
- მდინარე ახალი კალედონიის სამხრეთში
- პლაჟი უვეაზე, 25 კმ თეთრი ქვიშა...
- პლაჟი დე მული ატოლ უვეაზე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (ფრანგული)
- New Caledonia entry at The World Factbook დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Structure de la population et évolutions. Institute of Statistics and Economic Studies (ISEE-NC). ციტირების თარიღი: 16 November 2014
- ↑ „Neukaledonien (Frankreich), 13. September 1987 : Unabhängigkeit / Verbleib bei Frankreich“ (გერმანული). 1987-09-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-08. ციტირების თარიღი: 1987-09-13. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება) - ↑ „ახალი კალედონიის მაცხოვრებლებმა რეფერენდუმზე ხმა მისცეს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“. 2018-11-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-05. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
- ↑ „Référendum : le "Non" à l'indépendance l'emporte avec 56,4% [Résultats provisoires] - Nouvelle Calédonie la 1ère“. Nouvelle Calédonie la 1ère (ფრანგული). 2018-11-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-04. ციტირების თარიღი: 2018-11-05.
- ↑ „French territory rejects independence“ (ფრანგული). 2019-08-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-06. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
- ↑ „ახალი კალედონიის მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტმა მხარი არ დაუჭირა საფრანგეთისგან გამოყოფას“. 2020-10-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-03. ციტირების თარიღი: 2020-10-04.
- ↑ ზღვისიქითა თამაში: დაკარგავს თუ არა საფრანგეთი ახალ კალედონიას. ციტირების თარიღი: 2020-10-05
- ↑ Кнарик Хачатрян. (2021-12-12) ახალი კალედონია საფრანგეთთან რჩება. ციტირების თარიღი: 2021-12-13
- ↑ Macron calls for June talks to break deadlock over New Caledonia’s future en (2025-05-27). ციტირების თარიღი: 2025-07-13
- ↑ „Macron invites New Caledonian leaders to talks on territory's future“. Le Monde (ინგლისური). 2025-06-24. ციტირების თარიღი: 2025-07-13.
- ↑ France-Presse, Agence (2025-07-13). „New Caledonia to be declared a state in ‘historic’ agreement – but will remain French“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2025-07-13.
- ↑ France announces ‘historic’ deal creating New Caledonia state that stays French en (2025-07-12). ციტირების თარიღი: 2025-07-13
- ↑ Évolution de la population entre 2004 et 2014, la population aux différents recensements, les populations légales 2014, Institut de la statistique et des études économiques de Nouvelle-Calédonie.
- ↑ 2009 წლის მოსახლეობის აღწერის შემდეგ ახალი კალედონიის ევროპული წარმოშობის ბევრმა მოქალაქემ გადაწყვიტა საკუთარი თავი ევროპელად დაფიქსირების ნაცვლად კალედონიელად ეღიარებინა, ან არ მიეკუთვნებინა არც ერთი ეთნიკური ჯგუფისთვის. ამ ორივე კატეგორიის მოსახლეობამ 2019 წლის მოსახლეობის აღწერის შემდეგ შეადგინა 7,5 % ადამიანი.
- ↑ პირები, რომლებმაც საკუთარი თავი დააფიქსირეს სხვებში ან რაიმე სხვა კალედონიელისგან განსხვავებულში
- ↑ პირები, რომლებმაც საკუთარი თავი დააფიქსირეს სხვებში და იმავე დროს კალედონიელი
- ↑ დღეისათვის გამოქვეყნებული 2019 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები აერთიანებს მათ ვინც საკუთარი თავი მიაკუთვნა კალედონელებს და მათ ვინც არ მიუთითა არც ერთ ეთნიკურ ჯგუფთან საკუთარი თავის კუთვნილება.
- ↑ პირები, რომლებმაც არ აღნიშნეს არც ერთი გრაფა დასახლებული პუნქტის ნაწილში, თვით სხვების ნაწილშიც კი.
| |||||||||||||||||||||||||||||||
