სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
International Civil Aviation Organization
Organisation de l'aviation civile internationale
აბრევიატურა ICAO
შეიქმნა ნოემბერი, 1944
ტიპი გაეროს სააგენტო
შტაბ-ბინა მონრეალი, კანადა
ენა ინგლისური, ფრანგული
გენერალური მდივანი რეიმონდ ბენჯამინი
საბჭოს პრეზიდენტი რობერტო კობე გონსალესი
ყოფილი სახელი ICAN
https://icao.int

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არსებობს 1947 წლის 4 აპრილიდან. მისი ამოცანებისა და მიზნების, სტრუქტურისა და კომპეტენციის საწესდებო დებულებები მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მეორე ნაწილის გათვალისწინებით. ამასთან იკაო-ს ნორმები გვხვდება ჩიკაგოს 1944 წლის კონვეციის I და III ნაწილებში. ესაა იკაოს წესდების თავისებურება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სწრაფმა განვითარებამ ანუ სახელმწიფოთა სამოქალაქო ავიაციამ, რომლებიც დაკავებული იყვნენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლით, განაპირობა 1944 წლის ნოემბერში ჩიკაგოს კონფერენციაზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დადება (1944 წლის ჩიკაგოს კონვენცია) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) დაარსება. ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და იკაო-ს საქმიანობის ძირითადი მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ განვითარება, თანაბარი შესაძლებლობის საფუძველზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გონივრულად და მომჭირნედ განხორციელება (1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის პრეამბულა). იკაოს მიერ შემუშავებული და მიღებული ტექნიკურ-იურიდიული მოთხოვნების მთავარი თავისებურებაა ის, რომ ისინი ტექნიკურ-იურიდიული ეტალონებია, რომლებსაც აქვს მორალურ-პოლიტიკური, მაგრამ არა იურიდიული მნიშვნელობა. სახელმწიფო, რომელიც ეთანხმება ამა თუ იმ სტანდარტს, რეკომენდებულ პრაქტიკას ან წესებს, ნებისმიერ დროს შეუძლია მათი უარყოფა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. მაგრამ ვინაიდან იკაოს ბევრი ტექნიკურ-იურიდიული მითითება იძლევა საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების საჭირო დონის გარანტიას, სახელმწიფოები ცდილობენ ზედმიწევნით შეასრულონ ისინი. მათი შესრულებისაგან თავის არიდება გარდაუვალად გამოიწვევს საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების დონის შემცირებას. აი, ამიტომ ანიჭებენ სახელმწიფოები უპირატესობას იკაოს სტანდარტების შესრულებას.

რეგიონები და რეგიონალური ოფისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასო-ს აქვს შვიდი რეგიონალური ოფისი, რომელიც ცხრა რეგიონს განაგებს.

1. აზია და წყნარი ოკეანე, ბანგკოკი, ტაილანდი
2. ახლო აღმოსავლეთი, კაირო, ეგვიპტე
3. დასავლეთ და ცენტრალური აფრიკა, დაკარი, სენეგალი
4. სამხრეთ ამერიკა, ლიმა, პერუ
5. ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვა, მეხიკო, მექსიკა
6. აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკა, ნაირობი, კენია
7. ევროპა და ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანე, პარიზი, საფრანგეთი

ლიდერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალური მდივნების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოს პრეზიდენტების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ICAO-ს შტაბ-ბინა მონრეალი, კანადა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით გეფერიძე, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, გვ. 154-165, თბ., 2009, გამომცემლობა „მერიდიანი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]