ფენიქსის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფენიქსის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Phoenix Islands
KI Phoenix islands.PNG
ფენიქსის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 3°40′ ს. გ. 172°20′ დ. გ. / 3.667° ს. გ. 172.333° დ. გ. / -3.667; -172.333
კუნძულთა რაოდენობა 8
მთავარი კუნძული აბარირინგა (კანტონი)
ფართობი 27,92 კმ²
კირიბატის დროშა კირიბატი
დემოგრაფია
მოსახლეობა 31 (2010)
სიმჭიდროვე 1,11 ად. /კმ²

ფენიქსის კუნძულები (ინგლ. Phoenix Islands) — არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, შედგება 8 ატოლისაგან და 2 წყალქვეშა რიფისაგან. ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას.

არქიპელაგის დასავლეთით მდებარეობს გილბერტის კუნძულები, აღმოსავლეთით — ლაინის კუნძულები (ცენტრალური პოლინეზიის სპორადები).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულების მცენარეულობა მსგავსია მეზობელი გილბერტისა და ლაინის კუნძულების მცენარეულობისა: ქოქოსის პალმები (ზოგიერთ კუნძულზე იყო პლანტაციები), ლათ. Messerschmidia argentea და სხვა ბალახოვანი მცენარეები. ძუძუმწოვრებიდან კუნძულებზე ბინადრობენ ადამიანის მიერ აქ შემოყვანილი მხოლოდ პოლინეზიური ვირთხები. სანაპირო წყლები მდიდარია თევზით. ფენიქსის კუნძულების ბევრ კუნძულზე ბუდობენ ზღვის ფრინველები. კუნძულები ბირნი, მაკ-კინი და რავაკი (ფენიქსი) ზღვის ნაკრძალია.

ფენიქსის კუნძულები 2008 წლის 28 იანვრიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ზღვის ნაკრძალია (ფართობი შეადგენს 410 500 კმ²-ს)[1]. 2010 წელს მისი ტერიტორია იუნესკომ გამოაცხადა მსოფლიო მემკვიდრეობად.

ატოლი/კუნძული/რიფი კუნძულის ფართობი,
კმ²
ლაგუნა,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010)
კოორდინატები სტატუსი
ატოლები
აბარირინგა (კანტონი) 9,15 50 31 2°50′ ს. გ. 171°43′ დ. გ. / 2.833° ს. გ. 171.717° დ. გ. / -2.833; -171.717 კირიბატი
ბირნი 0,2 0,02* 3°35′ ს. გ. 171°31′ დ. გ. / 3.583° ს. გ. 171.517° დ. გ. / -3.583; -171.517 კირიბატი
მაკ-კინი 0,57 0,2* 3°36′ ს. გ. 174°08′ დ. გ. / 3.600° ს. გ. 174.133° დ. გ. / -3.600; -174.133 კირიბატი
მანრა (სიდნი) 4,4 2,2* 4°27′ ს. გ. 171°15′ დ. გ. / 4.450° ს. გ. 171.250° დ. გ. / -4.450; -171.250 კირიბატი
ნიკუმარორო (გარდნერი) 4,1 4 4°40′ ს. გ. 174°31′ დ. გ. / 4.667° ს. გ. 174.517° დ. გ. / -4.667; -174.517 კირიბატი
ორონა (ჰული) 3,9 30 4°30′ ს. გ. 172°10′ დ. გ. / 4.500° ს. გ. 172.167° დ. გ. / -4.500; -172.167 კირიბატი
რავაკი (ფენიქსი) 0,5 0,5 3°43′ ს. გ. 170°43′ დ. გ. / 3.717° ს. გ. 170.717° დ. გ. / -3.717; -170.717 კირიბატი
ენდერბერი 5,1 0,6* 3°08′ ს. გ. 171°05′ დ. გ. / 3.133° ს. გ. 171.083° დ. გ. / -3.133; -171.083 კირიბატი
წყალქვეშა რიფები
კარონდელეტი  ? 1°36′ ს. გ. 174°57′ დ. გ. / 1.600° ს. გ. 174.950° დ. გ. / -1.600; -174.950 კირიბატი
უინსლოუ 1 5°34′ ს. გ. 173°51′ დ. გ. / 5.567° ს. გ. 173.850° დ. გ. / -5.567; -173.850 კირიბატი
ფენიქსის კუნძულები 27,92 84,5 31
* ვარსკვლავით აღნიშნული ლაგუნების ფართობი შედის კუნძულის ფართობში, რადგან მათი წყლები ტიპიური ატოლებისგან გაბსხვავებით მთლიანად იზოლირებულია ოკეანისგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულების ადრეული ისტორია არაა შესწავლილი. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კუნძული მანრა (სიდნი) ევროპელების მოსვლამდე დასახლებული იყო პოლინეზიელებით (ამას ამტკიცებს კუნძულზე არქეოლოგიური გათხრები). თვითონ ფენიქსის კუნძულები აღმოაჩინეს ევროპული და ამერიკული გემებით XIX საუკუნეში. შემდგომში ისინი გახდნენ წყნარი ოკეანის კუნძულებზე გუანოს მოპოვების მწარმოებელი კომპანიის ინტერესის ობიექტი. ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კუნძულების ფლორას და ფაუნას.

1979 წლის 12 ივლისს კირიბატისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებამდე ფენიქსის კუნძულები ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგის ყველა კუნძული, კუნძულ აბარირინგას (კანტონი) გარდა, რომელზეც ცხოვრობს 31 ადამიანი (2010)[2], დაუსახლებელია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Phoenix Islands Protected Area.. Treaty of Friendship and Territorial Sovereignty.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-11. წაკითხვის თარიღი: 21-00-2008.
  2. Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati.