რიო-დე-ჟანეირო (ქალაქი)
ვიკიპედიიდან
| რიო-დე-ჟანეირო | |
|---|---|
| დროშა | გერბი |
| რუკა | |
| ძირითადი მონაცემები | |
| ქვეყანა | ბრაზილია |
| შტატი | რიო-დე-ჟანეირო |
| მერი | სეზარ მაია |
| სიმაღლე | 31 მ ზღვის დონიდან |
| ფართობი | 1,260 კმ² |
| მოსახლეობა (2006) | 6 136 652 |
| სიმჭიდროვე | 4781 ად./კმ² |
| ტელ. კოდი | 005521 |
| დროის ზონა | UTC - 3 |
| ვებგვერდი | http://www.rio.rj.gov.br |
რიო-დე-ჟანეირო (პორტ. იანვრის მდინარე) შტატისა და ქალაქის სახელწოდებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში. ქალაქს შემოკლებით მოიხსენიებენ, როგორც ’’’რიო’’’, და იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით კოპაკაბანა და იპანემა, ასევე იესოს გიგანტური ძეგლით ('Cristo Redentor') კორკოვადოს მთაზე, და ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქს უდიდესი ტყე-პარკი აქვს აგლომერაციის ფარგლებში სახ. Floresta da Tijuca (ტიჟუკას ტყე).
ქალაქის კოორდინატებია 22°54′S 43°14′W. რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობა დაახ. 6.150.000 (2004) და უჭირავს 1256 კმ². აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ის ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქია სან-პაოლოს შემდეგ და ქვეყნის დედაქალაქი იყო 1960 წლამდე, სანამ ბრაზილია დაიკავებდა მის ადგილს. ქალაქის მცხოვრებლებს კარიოკას უწოდებენ. ქალაქის ამჟამიდელი მერია ცეზარ მაია.
|
|||||


