2007
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| საუკუნე: | XX · XXI · XXII |
| წლები: | 2004 · 2005 · 2006 2007 2008 · 2009 · 2010 |
სექციების სია |
[რედაქტირება] მოვლენები
- 1 იანვარი : ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ.
- 6 მარტი : ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოხდა რიხტერის შკალით 6,9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა.
- 31 მარტი : საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- 7 ნოემბერი : პარლამენტის შენობის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალა.
- დეკემბერი : ჩამოინგრა ხანძთის გუმბათი.
[რედაქტირება] საქართველოში
[რედაქტირება] პოლიტიკა
- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვრისთვის, ქვეყანაში მოცული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
- რუსეთის ელჩი დაბრუნდა თბილისში: რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ელჩი გაიწვია საქართველოს მიერ ოთხი რუსეთის მოქალაქის 2006 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრების გამო. ურთიერთობა რუსეთთან კვლავ მწვავე რჩება.
- რუსეთმა დაასრულა სამხედრო შენაერთების გაყვანა საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვით, თუმცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კვლავ რჩებიან აფხაზეთში სამშვიდობების სახით.
- საქართველომ ახალი გზა გაიყვანა კოდორში, რითაც განმტკიცდა კონტროლი ზემო აფხაზეთზე.
- სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ალტერნატიული მთავრობა შეიქმნა საქართველოს ხელისუფლების მხადაჭერით, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
- 1993 წელს ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაკრძალული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთი დააბრუნეს საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- საქართველომ გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 2000-მდე, რითაც სამხედროების რაოდენობით მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ ამ ქვეყანაში.
- აგვისტოში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნაღმი გადმოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ წითელუბანთან (სამაჩაბლო). ნაღმი არ აფეთქებულა და რუსეთსაც ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა არ აუღია.
- აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირი შემოვიდა საქართველოში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
[რედაქტირება] ბიზნესი
- საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იწყებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობას ნოემბრის ბოლოს. გახსნის ცერემონია ჩატარდა მარაბდასთან სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.
- აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტოსტრადის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელმაც შეაერთა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის ორი მონაკვეთი ნოემბრის ბოლოს.
- თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა თებერვალში თურქული კომპანია TAV LLC-ის მონაწილეობით, რომელმაც მასში $100 მილიონი დოლარი დააბანდა (ბათუმის აეროპორტთან ერთად).
- საქართველოს ენერგიის სექტორის პრივატიზება დასრულდა ივნისში. საერთო შემოსავლებმა $500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
- ნოემბერში საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეებისთვის.
- საქართველოში შემოვიდა ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC.
- სასტუმროების ქსელების გიგანტები "კემპინსკი" და "ჰაიატი" თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების მშენებობას იწყებენ.
[რედაქტირება] სპორტი
- ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
- საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს: ორი ჭიდაობაში (დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე) და ერთი ჭიდაობაში (ირაკლი ცირეკიძე). ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 18 წელიწადში, როდესაც საქართველო ჩემპიონი გახდა თითოეულ ამ სპორტის სახეობაში.
[რედაქტირება] კულტურა
- საქართველოში რამდენიმე მსხვილი სამუსიკო ვარსკვლავი ჩამოდის: მონსერატ კაბაიე, განთქმული ოპერის მომღერალი; შაკირა, პოპულარული პოპ-მომღერალი; რიკი ე პოვერი, 80-იანი წლების პოპულარული იტალიური დისკო ბენდი; ჯო კოკერი, 60-იანი წლების როკ-მუსიკის მომღერალი...
- თეატრის აღორძინება: რუსთაველის თეატრში მრავალი ძველი თუ ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიხსნა. მარჯანიშვილის თეატრმა დაიწყო ფუნქციონირება განახლებული დარბაზებითა და სპექტაკლებით.
- ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი, დიდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ვაჟი, თენგიზ სუხიშვილი გარდაიცვალა.
- დებიუტი ევროვიზიის კონკურსში: მაისში სოფო ხალვაში პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ფინალში გასულმა სოფომ მე-12 ადგილი დაიჭირა.
[რედაქტირება] დაიბადნენ
[რედაქტირება] გარდაიცვალნენ
- 30 იანვარი : სიდნეი შელდონი – ამერიკელი მწერალი
- 2 მარტი : ანრი ტრუაია – სომხური წარმოშობის ფრანგი მწერალი
- 6 მარტი : ჟან ბოდრიარი – ფრანგი ფილოსოფოსი
- 25 მარტი : ანდრანიკ მარგარიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი
- 25 მარტი : თენგიზ სუხიშვილი – ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი
- 23 აპრილი : ბორის ელცინი – რუსეთის პრეზიდენტი 1991-1999 წლებში.
- 6 სექტემბერი : ლუჩანო პავაროტი – იტალიელი ტენორი
- 16 ნოემბერი : გოდერძი ჩოხელი – ქართველი მწერალი (დ. 1954)