კლასიკური მუსიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Classical music composers montage.JPG

კლასიკური მუსიკა — მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი მოიცავს დაახლოებით ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან - დღემდე. [1] მუსიკის ამ ტიპის ძირითადი ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში.

ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩათვლით არსებული ტრადიციების კანონიზებას. ტერმინი პირველად ნახსენებია ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში (1836). [1][2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Classical", The Oxford Concise Dictionary of Music, ed. Michael Kennedy, (Oxford, 2007), Oxford Reference Online. Retrieved July 23, 2007.
  2. The Oxford English Dictionary (2007). classical, a.. The OED Online. წაკითხვის თარიღი: May 10, 2007.