ოსკარ ნიმეიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსკარ ნიმეიერი

პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 15 დეკემბერი, 1907(1907-12-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბ. ადგილი რიო-დე-ჟანეირო[15] [16] [17] [14]
გარდ. თარიღი 5 დეკემბერი, 2012(2012-12-05)[18] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] [12] [13] (104 წლის)
გარდ. ადგილი რიო-დე-ჟანეირო[17] [14]
დასაფლავებულია Cemitério de São João Batista
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1] [13] [14] , დიზაინერი, უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი, პოლიტიკოსი და ქალაქთმშენებელი
მოქალაქეობა  ბრაზილია[19]
ალმა-მატერი Escola Nacional de Belas Artes
მნიშვნელოვანი პროექტები ბრაზილიის კათედრალი, Q2845815?, ბრაზილიის ციფრული სატელევიზიო ანძა, Ibirapuera Auditorium, Niterói Contemporary Art Museum, National Congress Palace, Palácio do Planalto, Palácio da Alvorada, Brazilian Federal Supreme Court Palace, Headquarters of the French Communist Party და პამპულიის თანამედროვე ანსამბლი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, წმინდა გრიგორი დიდის ორდენის კომანდორი, სამეფო ოქროს მედალი, ასტურიის პრინცესის ხელოვნების პრემია, იმპერატორის პრემია[20], სამეცნიერო დამსახურებების ეროვნული ორდენის დიდი ჯვარი, Commander of the Order of Prince Henry[21] , ხალხთა მეგობრობის ორდენი, მეგობრობის ორდენი, პრიცკერის პრემია, საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის", Ordem do Mérito Cultural, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, honorary citizen of New York[22] , Grand Cross of the Military Order of Saint James of the Sword[21] , ბრაზილიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“
მეუღლე Annita Baldo და Vera Lúcia Cabreira
შვილ(ებ)ი Anna Maria Niemeyer
ხელმოწერა
საიტი niemeyer.org.br

ოსკარ ნიმეიერი (Oscar Niemeyer, დ. 15 დეკემბერი, 1907, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია — გ. 5 დეკემბერი, 2012, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი არქიტექტორი, მოდერნისტული არქიტექტურის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წელს, რიო-დე-ჟანეიროში დაამთავრა „ესკოლა ნაციონალ დე ბელას არტეზი“. ამავე პერიოდში იგი შეუერთდა ბრაზილიელი არქიტექტორების ჯგუფს, რომლებიც თანამშრომლობდნენ ლე კორბუზიესთან განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი შენობის პროექტზე რიო-დე-ჟანეიროში. ამ პროექტზე ოსკარ ნიმეიერი ლუჩიო კოსტასთან და ლე კორბუზიესთან 1938 წლამდე მუშაობდა.

კორბუზიეს გავლენა ნიმეიერის ადრეულ ნამუშევრებზე აშკარაა. თუმცა მან თანდათან შექმნა საკუთარი თლილი ფორმები. მისმა სიმსუბუქემ შექმნა სივრცე რამაც არქიტექტურული სქემა გარდაქმნა რაღაც აქამდე უცნობში. ჰარმონიულობა, გრაციოზულობა და ელეგანტურობა, ნიმეიერის შემოქმედებას კარგად აღწერს ეს სიტყვები. ნიმეიერის შექმნილმა ადაპტაციებმა შესაძლებელი გახადა გამოცდილების ეფექტიანი გამოსახვა, რათა დაეკავშირებინა ბაროკოს ენა თანამედროვე არქიტექტურასთან. რაც განახორციელეს ცნობილმა მათემატიკოსებმამა ხუან კარტოზომ და იტალიელმა პიერ ლუიჯი ნერვიმ.

ბრაზილიის საკათედრო ტაძარი
ბრაზილიის ეროვნული კონგრესი

ჩაზნექილი და ამოზნექილი გუმბათები ბრაზილიის ეროვნული კონგრესის შენობაზე, სვეტები ალვორადასა და პლანალტოს სასახლეებზე, უაღრესად ორიგინალური თვისებებია. ოსკარ ნიმაიერმა წარმატებით შეაერთა მართკუთხა და სიმეტრიული პერსპექტივები ესპლანსისა და სამინისტროს აშენებით ჩუქურთმებისა შესაქმნელად, რკინაბეტონის გამოყენება და სწორი ხაზის ესტეთიური შესაძლებლობების საოცარი გამოყენება გარდაიქმნა ქარხნებში ცათამბრჯენებში საცხოვრებელ ზონებში თეატრებში ტაძრებში და სხვა. მათგან აღსანიშვნის ღირსია “obra do berco” “Estrada das Canoas”- რეზიდენცია რიო-დე-ჟანეიროში და “ Ibirapuera“-ს კომპლექსი სან-პაულუში.

1939 წელს ნიმეიერმა და კოსტამ შექმნეს ბრაზილიური პავილიონი, ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე. 1942 წლამდე შექმნილ შენობებზე ეტყობა ბრაზილიური ბაროკოს ზეგავლენა. მიუხედავად იმისა რომ ნიმეიერი ასოცირდება თავის მთავარ შედევრთან დედაქალაქ ბრაზილიასთან, მან ადრეული აღიარება მოიპოვა თავისი მასწავლებლისგან კორბუზიესგან, როდესაც ერთად მუშაობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ შენობაზე — გაეროს სათავო ოფისზე ნიუ-იორკში.

1950-იან წლებში მან დააპროექტა საავიაციო კვლევის ცენტრი სან-პაულუსთან, ევროპაში ნიმეიერმა შექმნა რენოს ოფისი საფრანგეთში და მონდადორის საგამომცემლო სახლი იტალიაში, მილანში.

1957 წლიდან 1959 წლამდე ოსკარ ნიმეიერი დაინიშნა კომპანია „ნოვა-კაპანის" არქიტექტურულ მრჩევლად. ეს კომპანია მუშაობდა ლუი კოსტას ბრაზილიის გეგმის განხორციელებაზე. შემდეგ წელს ნეიმერი ნოვა კაპანის მთავარი არქიტექტორი გახდა და ქმნიდა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის უმრავლესობას. ეს შენობები ხაზს უსვამდნენ თანამედროვე სიმბოლიზმის კრეატიულობას.

5 წლის შემდეგ, 1964 წელს კომუნისტურ პარტიასთან პოლიტიკურმა კავშირმა ნიმეიერი იაძულა საფრანგეთში გაქცეულიყო. სადაც შექმნა საფრანგეთის კომუნისტური პარტიის შენობა. დიქტატურის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ბრაზილიაში, სადაც ასწავლიდა უნივერსიტეტში და ეწეოდა კერძო პრაქტიკას.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ოსკარ ნიმეიერი იყო პირველი, რომელმაც შემოიტანა ახალი კონცეფციები არქიტექტურაში, მისი დიზაინები გამოირჩევა არტისტული მოქნილობით, რომელიც დაფუძნებულია ლოგიკაზე და შინაარსზე.

ნიმეიერის წვდომა დიდი არქიტექტურისადმი, რომელიც დაკავშირებულია თავისი სამშობლოს ფესვებთან, გარდაიქმნა ახალ მოქნილ ფორმებში და შენობების ლირიციზმში, არა მხოლოდ ბრაზილიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. თავისი ცხოვრების მიღწევებისთვის მიღებული აქვს პრიცკერის პრემია.

ოსკარ ნიმეიერი განაგრძობს სამუშაო დაფაზე მუშაობას და ესალმება არქიტექტორებს მთელი მსოფლიოდან. მას სურს, რომ არქიტექტორებს შთააგონოს მგრძნობელობა ესთეტიურობისადმი, რამაც შეაძლებინა არქიტექტურული ფორმების მანიპულაციით სილამაზისკენ სწრაფვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Oscar Niemeyer
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 7.0 7.1 StructuraeRatingen: 1998.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  9. 9.0 9.1 Katinsky J. R. Niemeyer (Soares Filho), Oscar // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T062419
  10. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 http://arch-pavouk.cz/index.php/architekti/1589-niemeyer-oscar
  15. Arkitekter verksamma i Sverige — 2015.
  16. Нимейер Оскар // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. 17.0 17.1 Artists + Artworks
  18. http://www.nytimes.com/2012/12/06/world/americas/oscar-niemeyer-modernist-architect-of-brasilia-dies-at-104.html?pagewanted=all&_r=0|title=Oscar
  19. Museum of Modern Art online collection
  20. https://www.praemiumimperiale.org/en/laureate-en/laureates-en
  21. 21.0 21.1 http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154
  22. https://www.biography.com/people/oscar-niemeyer-9423385