ამერიგო ვესპუჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვესპუჩის ქანდაკება ფლორენციაში.

ამერიგო ვესპუჩი (Amerigo Vespucci; დ. 19 მარტი, 1454 — გ. 22 თებერვალი, 1512) — იტალიელი ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი. მას მთავარი როლი ეკავა ორ რეისში, რომლებიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 1499-1502 წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ სამხრეთი ამერიკა იმაზე მეტად ფართოვდებოდა სამხრეთისკენ, ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.

ვესპუჩის მოგზაურობები ცნობილი გახდა ევროპისათვის, როდესაც 1502-1504 წლებში გამოქვეყნდა მისი ჩანაწერები. 1507 წელს მარტინ ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც მან ახალ კონტინენტს უწოდა „ამერიკა“, ვესპუჩის პირველი სახელი. დანართ წიგნში ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა ვესპუჩის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც გამოიწვია კრიტიკა ვესპუჩის მიმართ, როგორც ქრისტეფორე კოლუმბის დიდების მიმთვისებელზე. შემდგომ აღმოჩენებში, XVIII საუკუნეში ვესპუჩის სხვა წერილების ნახვისას გაირკვა, რომ ადრე გამოქვეყნებული ანგარიში იყო გაკეთებული არა ვესპუჩის, არამედ სხვების მიერ.

ცხოვრება[რედაქტირება]

ვესპუჩი დაიბადა ფლორენციაში, იტალიაში, დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი იყო ნოტარიუსი ფულის გადამცვლელი გილდთა ფლორენციაში. ამერიგო მუშაობდა ლორენცო დი პერფრანცესკო დი'მედიჩისა და მის ძმასთან ჯოვანისთან. 1491 წელს მათ გაგზავნეს ვესპუჩი, რათა ემუშავა მათ სააგენტოში სევილიაში, ესპანეთში.

1508 წელს, მისი ორი მოგზაურობის შემდეგ ამერიკაში, ვესპუჩისათვის შეიქმნა ექპერიმენტალი მაიორის წოდება, პასუხისმგებლობით ოკეანეში რეისისთვის გასაწვრთნელი პილოტებისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Amerigo and the New World by Arciniegas, German; Alfred A. Knopf [1955]
  • Amerigo: the Man Who Gave His Name to America by Fernández-Armesto, Felipe; Weidenfeld & Nicolson [2006] (hardcover, ISBN 0-297-84802-X).
  • Heroes of American History: Amerigo Vespucci by Ober, Frederick A.; Harper & Brothers [1907]
  • Amerigo Vespucci: Pilot Major by Pohl, Frederick J.; Columbia University Press [1944]
  • Norbert Schulz: Amerigo Vespucci, Mundus Novus (mit Zweittexten). M.M.O. VERLAG ZUR FÖRDERUNG DES MITTEL- UND NEULATEINISCHEN, Butjadingen 2007. (Neulateinische Texte für den altsprachlichen Unterricht (Vivarium (Series neolatina, Band II))) ISBN 978-3-9811144-2-3
  • Markham, Clements R. (1894) The Letters of Amerigo Vespucci, and Other Documents Illustrative of His Career. Hakluyt Society. (Reissued by Cambridge University Press, 2010. ISBN 9781108012867)