ბორცვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორცვები

ბორცვირელიეფის დადებითი ფორმები. წარმოადგენს შედარებით მცირე ამაღლებას სუსტად გამოკვეთილი ფერდობებითა და ძირით. შეფარდებითი სიმაღლე არ აღემატება 200 მ-ს. მომრგვალო ან ოვალური მოყვანილობისაა. წარმოიქმნება დადაბლებულ მხარეებში დანაწევრების შედეგად, მაშინ როდესაც დაბლდება მთიანი მხარეები და ეს უკანასკნელი გადადის დენუდაციურ დაბლობებში, რომელიც გვირგვინდება აკუმულაციური პროცესებით: მყინვარისა და ქარის მოქმედებით და სხვ. ბორცვი დენუდაციური პროცესების შედეგია.[1]

ბორცვი, რომელიც არსებობდა მყინვარულ პერიოდამდე გამოფიტული იყო ყინულზე (მოაქვს სხვადასხვა ქანები), ან გარემომცველი ხეობები და ღრმულები ამოვსებული იყო მყინვარული დრეიფით. ბორცვის შედარებით მცირე სახესხვაობას წარმოადგენს სერი. არსებობს რამდენიმე კონკრეტული სახელწოდება, რომელიც ბორცვის სხვადასხვა ტიპის აღმნიშვნელია, აღსანიშნავია: დრუმლინი, მოწმე, ტორები, პიუი, გორაკი, მწკვრივი და სხვ. მაგალითად პიუი ადგილობრივი გეოლოგიური ტერმინია ოვერნისთვის (საფრანგეთი). დასავლეთ ციმბირის ვაკეზე თუ ბორცვი ვიწროა და წაგრძელებულია სიგრძეში, მაშინ მას სერს ან მწკრივს უწოდებენ, თუ იგი ტალღოვანია — უვალებს.[1]

ხმელეთის სხვადასხვა ადგილებში შესაძლებელია წარმოიქმნას ე.წ. ხელოვნური ბორცვი, რომელიც ტექნიკური მუშაობის შედეგია. ბორცვებზე ხშირად ქმნიდნენ ქალაქებს, რამაც გავლენა იქონია მათ სახელებზე (მაგალითად კაპიტოლიუმის ბორცვი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Геологический словарь, Том I, м—я. Государственное научно-техническое издательство литературы по геологии и охране недр. М., 1955