რონალდო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რონალდო
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Ronaldo.jpeg
პირადი მონაცემები
სრული სახელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი, 1976
დაბ. ადგილი    რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 183 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
ახალგაზრდობის კლუბები
1990–1991
1991–1993
სოციალ რამოსი
São Cristóvão
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1993
1994–1996

1996–1997
1997–2002
2002–2007

2007-2008
2009-2011
კრუზეირო
პსვ
ბარსელონა
ინტერი
რეალ მადრიდი
მილანი
კორინთიანსი
13 (12)
46 (42)
37 (34)
69 (49)
127 (83)
16 0(9)   
ეროვნული ნაკრები2
1997–2006 ბრაზილია 97 (62)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 1 ივლისი, 2006 (UTC).
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა (პორტ. Ronaldo Luís Nazário de Lima; 18 სექტემბერი, 1976, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიერი ფეხბურთელი. ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივრების მიერ მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1] ბრაზილიერს 2-ჯერ აქვს მოგებული „ოქროს ბურთი“: 1997 და 2002 წლებში. ზინედინ ზიდანთან და ლიონელ მესისთან ერთად, რონალდო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 3-ჯერ აქვს მოგებული ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს. მისი და – იონე და ძმა – ნელინიო კი მას „დადადოს“ ეძახიან[საჭიროებს წყაროს მითითებას].

სექციების სია

ადრეული წლები [რედაქტირება]

ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში“ მუშაობდა, დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს. ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას ისღა დარჩენოდა, თავის საყვარელ ტყავის ბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა, მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა. გავიდა დრო, რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებით ვარჯიშობდა – პასებს, დარტყმებს ამუშავებდა. თავს არ ზოგავდა. მისგან რაკეტასავით სწრაფი, ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.

ადრეული კარიერა [რედაქტირება]

1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა, მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა. „ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.

პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა. რონალდო ქვეყნის 17–შლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა. საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა, რომლებსაც იგი 7 500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს“ 50 000 დოლარად მიჰყიდეს.

წარმატებული კარიერა [რედაქტირება]

პსვ - ბარსელონა [რედაქტირება]

ჰოლანდიურ „პსვ–ში“გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო. „პსვ–ს“ მენეჯერს, არნესენს, ხოტბა შეასხეს, ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო. ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ, ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო. რონალდო კომპანია „ნაიკმაც“ შენიშნა და სპონსორად მოევლინა, არადა, მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის“ ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.

1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.

„ბარსასთან“ რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, პარალელურად „ნაიკმაც“ სასწრაფოდ მიიღო ზომები. ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა. იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია“ დაიწყო.

ინტერი [რედაქტირება]

„ინტერმა“, მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა. სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ, ფანებმა რონალდოს „ფენომენი“ შეარქვეს. პირველ „ინტერულ“ სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა: „ოქროს ბუცი“, „ოქროს ბურთი“ და „ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის“ ტიტული.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო.

კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა, ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ყველა განაცვიფრა და 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რეალი - მილანი [რედაქტირება]

„მსოფლიო–2002“–ის შემდეგ რონალდო რეალში გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო.„რეალში“ რონალდომ შესანიშნავად ჩაატარა 4 სეზონი. „მსოფლიო–2006“–ზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში“ გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.

ჯილდოები [რედაქტირება]

ეროვნული ნაკრები [რედაქტირება]

  • ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
    • ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 15 გოლი 19 თამაშში 3 მსოფლიო ჩემპიონატში.
    • 2006 ბრიანჯაოს ბუცი (მესამე ადგილი) - 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
    • 2002 ოქროს ბუცი (პირველი ადგილი) - 8 გოლი
    • 2002 ვერცხლის ბურთი - მეორე საუკეთესო ფეხბურთელი
    • 2002 გამარჯვებული
    • 1998 ოქროს ბურთი - საუკეთესო ფეხბურთელი
    • 1998 ბრინჯაოს ბუცი (მესამე ადგილი) - 4 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.
    • 1998 მეორე ადგილოსანი.
    • 1994 გამარჯვებული
  • ფიფა-ს კონფედერაციის თასი
    • 1997 გამარჯვებული
  • კოპა ამერიკა
    • 1997 გამარჯვებული
    • 1999 გამარჯვებული
  • ოლიმპიური თამაშები
    • 1996 მესამე ადგილოსანი

კლუბები [რედაქტირება]

  • კრუზეირო
    • 1993 ბრაზილიის თასი
  • პსვ ეინდჰოვენი
    • 1996 ჰოლანდიის თასი
  • ბარსელონა
    • 1996 ესპანეთის სუპერ თასი
    • 1997 ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • ინტერი
    • 1998 უეფას თასი
  • რეალ მადრიდი
    • 2002 საკონტინენტთაშორისო თასი
    • 2002-03 ლა ლიგა
    • 2003 ესპანეთის სუპერ თასი

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო [რედაქტირება]

Soccer.png  პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.