1 მარტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მარტი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
| 2013 | ||||||
1 მარტი არის გრიგორიანული კალენდრის მე–60 დღე (ნაკიან წლებში - 61–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 305 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 1555 : ნოსტრადამუსმა გამოაქვეყნა წინასწარმეტყველების წიგნი.
- 1562 : კათოლიკელებმა 1000-ზე მეტი პროტესტანტი გაჟლიტეს ქ. ვასიში, საფრანგეთი. დაიწყო საფრანგეთის რელიგიური ომი.
- 1565 : პორტუგალიელმა რაინდმა ესტასიო დე სამ ქალაქი საო სებასტიაო დო რიო დე ჟანეირო (იანვრის მდინარის წმინდა სებასტიანე) დააარსა მეფე სებასტიან I-ის პატივსაცემად.
- 1803 : ოჰაიო გახდა აშშ-ის მე-17 შტატი.
- 1843 : გამოიცა ევროპის კონტინენტის პირველი საფოსტო მარკა „ციურიხის მარკა“, შვეიცარია
- 1867 : ნებრასკა გახდა აშშ-ის 37-ე შტატი.
- 1869 : დ. მენდელეევმა აღმოაჩინა ელემენტთა პერიოდული სისტემა.
- 1872 : აშშ-ში შეიქმნა მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი — იელოუსტოუნი
- 1896 : ქ. ადვასთან ეთიოპიელებმა დაამარცხეს იტალიის ჯარები. დასრულდა იტალია-აბისინიის პირველი ომი.
- 1919 : კორეაში დაიწყო დამოუკიდებლობის მოძრაობა.
- 1928 : ამერიკელმა ბიოლოგმა ჰ. ევანსმა აღმოაჩინა ახალი ვიტამინი, რომელსაც შემდგომ დაერქვა „ვიტამინი F“.
- 1954 : ბიკინის ატოლზე (წყნარი ოკეანე) 15 მეგატონიანი წყალბადის ბომბის გამოცდამ ისტორიაში უმძიმესი რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.
- 1970 : როდეზიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დიდი ბრიტანეთისაგან.
- 1994 : საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება დსთ-ში გაწევრიანების შესახებ.
- 2001 : საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შემოღებული იქნა სრულმასშტაბიანი სავიზო რეჟიმი.
- 2008 :
- ისრაელის სამხედრო იერიშს ღაზის სექტორზე ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
- სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, ერევანში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაპროტესტებლად შეგროვებულ მომიტინგეთა დაშლის შემდეგ.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- 1105 : ალფონსო VII კასტილიის, ლეონის და გალისიის მეფე
- 1810 : შოპენი, ფრედერიკ - პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი
- 1858 : ზიმელი, გეორგ - გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი
- 1892 : აკუტაგავა რიუნოსუკე - იაპონელი მწერალი
- 1922 : რაბინი, იცხაკ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი
- 1928 : პაპერტი, სეიმურ - სამხრეთაფრიკელი მათემატიკოსი
- 1994 : შენგელია, ირაკლი - ცნობილი მუსიკოსი
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 1757 : მური, ედუარდ - ინგლისელი პოეტი
- 1911 : ვანტ ჰოფი, იაკობ ჰენდრიკ - ჰოლანდიელი ქიმიკოსი
- 1952 : ასუელა, მარიანო - მექსიკელი მწერალი
- 1976 : მარტინონი, ჯან - ფრანგი დირიჟორი და კომპოზიტორი
- 1995 : ლისტიევი, ვლადისლავ - რუსი ტელეჟურნალისტი
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- თეოდორე აჭარელი
- თეოდორე ტირონი (აღინიშნება დიდმარხვის პირველ შაბათს)
- მართალი მარიამი
- გერმოგენი – მოსკოვის პატრიარქი
- ღირსი ავქსივიუსი
- თეოდორე ბიზანტიელი
- თეოდოსი ბულგარელი და მოწაფე მისი რომანოზი
- აღმოყვანება ნაწილთა წმინდა მოწამისა მინასი
- აგრეთვე:
- ბოსნია და ჰერცეგოვინა : დამოუკიდებლობის დღე
- სამხრეთი კორეა : დამოუკიდებლობის მოძრაობის დღე
- ძველი რომი : იუნონა ლუცენას დღესასწაული
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
- სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |