ჩიკაგო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჩიკაგო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჩიკაგო (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ჩიკაგო
Chicago
ჩიკაგოს პანორამა
ჩიკაგოს პანორამა
დროშა გერბი
დროშა
გერბი
ქვეყანა აშშ
შტატი ილინოისი
ქაუნთი კუკი
კოორდ. 41°52′55″N 87°37′40″W / 41.88194, -87.62778
ქალაქის მერი რიჩარდ დეილი
დაარსდა 1795
ქალაქი 1837 წლიდან
ფართობი 606,2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 179
მოსახლეობა 2,833,321 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 4,816 კაცი/კმ²
აგლომერაცია 9,785,747
დროის სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
ტელ. კოდი 312, 773
საიტი http://egov.cityofchicago.org
ჩიკაგო (აშშ)
ჩიკაგო
ჩიკაგო (ილინოისი)
ჩიკაგო

ჩიკაგო (აგრეთვე ცნობილი როგორც "მეორე ქალაქი" ან "ქარის ქალაქი", პოტავატომის ტომის ინდიელები, რომლებიც ამ ადგილას სახლობდნენ თეთრკანიანი ახალმოსახლეების გამოჩენამდე ამ ადგილას "ჩეეკაგუ"-ს უწოდებდნენ) - მოსახლეობით მესამე უდიდესი ქალაქი აშშ-ში ნიუ-იორკისა და ლოს-ანჟელესის შემდეგ. ჩიკაგო მდებარეობს შუა-დასავლეთის შტატ ილინოისში მიჩიგანის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. გარეუბნებსა და გარშემო მდებარე ქაუნთების ჩათვლით ჩიკაგოლენდის დიდი მეტროპოლია 10 მილიონამდე მოსახლეს ითვლის.

1833 წელს დაფუძნებული მცირე სასაზღვრო დასახლება ოლდ-ნორზვესტიდან ქალაქი გაიზარდა და განვითარდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მეტროპოლიად და დღეს ჩიკაგო მსოფლიოს "ალფა" (ყველაზე გავლენიანი) ქალაქების ათეულშია. ჩიკაგო იყო ადგილი, სადაც მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი აშენდა და დღეისთვის იგი შუადასავლეთის ფინანსური, სატრანსპორტო და კულტურული დედაქალაქია. ქალაქი ასევე ცნობილია მისი ეთნიკური მრავალფეროვნებით. ჩიკაგოს ცათამბჯენები, ადგილობრივი სამზარეულო, პოლიტიკური ტრადიციები და სპროტული გუნდები მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია.


პირადი ხელსაწყოები