სან-ლუისი (მარანიანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-ლუისის ისტორიული ცენტრი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Reviver.JPG
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 821
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ლიტორანეას გამზირი
კოლორარეს მორეირას გამზირი

სან-ლუისი (პორტ. São Luís) — ქალაქი ბრაზილიაში, მარანიანის შტატის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს კუნძულ სან-ლუისზე, ატლანტის ოკეანეში. ეს კუნძული წარმოქმნილია რამდენიმე მდინარის ოკენესთან შერთვის შედეგად, მათ შორისაა მდინარეები: პინდარე, მეარიმი, იტაპეკურუ. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 986,826 ადამიანს (2008). გააჩნია მეტროპოლიტენი (სიდიდით მე-16 ბრაზილიაში).

სან-ლუისი ბრაზილიის შტატების დედაქალაქებს შორის ერთადერთია, რომელიც ფრანგებმა დააარსეს და ასევე ერთ-ერთია იმ სამ დედაქალაქს შორის, რომლებიც კუნძულებზე მდებარეობს.

ქალაქს გააჩნია ორი პორტი, რომლებიდანაც ხორციელდება ბრაზილიური რკინის მადნის ძირითადი ნაწილის ექსპორტი. ინდუსტრიის ძირითად დარგებს წარმოადგენს მეტალურგია, ალკოჰოლური სასმელების წარმოება და ლოჯისტიკა. აქვეა მარანიანის ფედერალური უნივერსიტეტი.

1997 წელს, ქალაქის ისტორიული ცენტრი, კოლონიური არქიტექტურის გამო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 821
რუს.ინგლ.ფრ.