ნელსონ პიკე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნელსონ პიკე
Piquet a Monza 1983.JPG
პიკე იტალიის გრან-პრიზე (1983წ.)
დაიბადა 17 აგვისტო, 1952 (1952-08-17) (62 წლის)
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
მოქალაქეობა ბრაზილიის დროშა ბრაზილიელი
წლები 1978–1991
გუნდ(ებ)ი ენსაინი (1978)
მაკლარენი (1978)
ბრებჰემი (1978–1985)
უილიამსი (1986–1987)
ლოტუსი (1988–1989)
ბენეტონი (1990–1991)
რბოლა 207 (204 სტარტი)
ჩემპიონი 3 (1981, 1983, 1987)
მოგება 23
კვარცხლბეკი 60
ქულები 481.5 (485.5)
პოულ პოზიცია 24
უსწრაფესი წრე 23
პირველი რბოლა გერმანიის გრან - პრი 1978
პირველი მოგება აშშ-ის გრან-პრი 1980
ბოლო მოგება კანადის გრან-პრი 1991
ბოლო რბოლა ავსტრალიის გრან - პრი 1991

ნელსონ პიკე სოუტო მაიორი (ასევე ცნობილი, როგორც ნელსონ პიკე; პორტ. Nelson Piquet Souto Maior; დ. 17 აგვისტო 1952, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი მრბოლელი და ბიზნესმენი. სპორტიდან წასვლის შემდეგ, ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩატარებული გამოკითხვების საფუძვლეზე ნელსონ პიკეს მიენიჭა ფორმულა ერთის საუკეთესო მრბოლელის ტიტული.

ნელსონს მრავალფეროვანი სპორტული წარსული აქვს. თავდაპირველად იგი ჩოგბურთელი იყო, თუმცა შემდგომში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი დაკარგა და კარიერა კარტინგში განაგრძო. კარტინგში მონაწილეობისას ნელსონი საკუთარ ვინაობას მალავდა, რადგანაც არ სურდა, რომ მამამის მისი ჰობის შესახებ შეეტყო. 1971-72 წლებში ნელსონი კარტინგში ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონი გახდა, ხოლო 1976 წელს კი ფორმულა ვიი (ფორმულა ვოლკსვაგენი) მოიგო. 1978 წელს ემერსონ პიტიპალდის რჩევით, ნელსონი წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად ევროპაში წავიდა, რათა გამხდარიყო ფორმულა სამის ჩემპიონი და ჯეკი სტიუარტის რეკორდი დაემხო.[1]

ამავე წელს შედგა მისი დებიუტი ფორმულა ერთში, ის ასევე ორი წლის მანძილზე ასპარეზობდა ინდიანაპოლის 500-ში. ნელსონი ასევე ასპარეზობდა სპორტული ავტომობილების რბოლაში როგორც ფორმულა ერთში მოღვაწეობის დროს, ისე ფორმულა ერთიდან წამოსვლის შემდეგაც. ამჟამად პიკე სპორტის აღარც ერთ სახეობაში მონაწილეობს, მას ბრაზილიაში აქვს საკუთარი ბიზნესი და ასევე არის საკუთარი ვაჟის ნელსონ პიკე უმცროსის მენეჯერი.

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება]

ნელსონი რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა, ნელსონის მამა ბრაზილიელი პოლიტიკოსი ესტასიო გოსნალვეს სოუოტო მაიორი იყო. 1960 წელს ნელსონის მამამ ოჯახი საცხოვრებლად ბრაზილიის დედაქალაქში ბრაზილიაში გადაიყვანა, სადაც იგი ჯანმრთელობის მინისტრი გახდა, ჟუან გულარტის მთავრობის დროს (1961-1964).[2][3] პიკეს ჰყავდა ორი ძმა ალექსისი და ჟერალდო, ასევე ერთი და ჟენუზა. ესტასიო გოსნალვესის შვილებს შორის ნელსონი ყველაზე პატარა იყო.[4]

ნელსონმა კარტინგის რბოლებში მონაწილეობას 14 წლიდან იღებდა,[5] იმის გამო, რომ ნელსონის მამა მისი სარბოლო კარიერის წინააღმდეგი იყო, ნელსონი საკუთარი დედის ქალწულობის გვარს იყენებდა რათა ნამდვილი ვინაობა დაემალა.

ნელსონის მამას სურდა რომ მისი ვაჟი პროფესიონალი ჩოგბურთელი ყოფილიყო და სტიპენდია აეღო ატლანტის სკოლაში. ნელსონმა ჩოგბურთის თამაში 11 წლიდან დაიწყო. მან რამდენიმე ტურნირი მოიგო ბრაზილიაში და მოიპოვა შანსი, გაფრენილიყო კალიფორნიაში და საკუთარი უნარი გამოეცადა ამერიკელი მოთამაშეების წინააღმდეგ. ამერიკაში მოღვაწეობის პერიოდში მან ისწავლა ინგლისური ენა და ჰქონდა დადებითი საჩოგბურთო კარიერა, თუმცა სპორტის ეს სახეობა მისთვის ნაკლებად საინტერესო იყო და ფიქრობდა, რომ საკუთარი კარიერა მისთვის უფრო საინტერესო სპორტისთვის მიეძღვნა, როგორიც იყო საავტომობილო რბოლები.[6]

1974 წელს, ინჟინერიის კურსზე ორ წლიანი სწავლი შემდეგ, მან სასწავლებელი მიატოვა და მუშაობა ავტოფარეხში, მოსამსახურედ დაიწყო.[6]

ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ, ნელსონმა და მისმა სამმა მეგობარმა შეიძინეს 20 ცხენის ძალის მქონე კარტინგის ავტომობილი და მონაწილეობდნენ რბოლებში (1971 და 1972 წლებში, ეროვნულ ჩემპიონატებში) ასევე მონაწილეობდნენ ფორმულა სუპერ ვიის 1976 წლის ჩემპიონატში, შემდგომ ფორმულა ერთის ბრაზილიელმა ჩემპიონმა ემერსონ პიტიბალდიმ, რომელიც საკუთარ ძმასთან ერთად ბრაზილიური ფორმულა ვიის ავტომობილებისთვის ჰყიდდა შასებს,[7] ნელსონს ურჩია რომ მოღვაწეობა ევრობაში განეგრძო. მანაც რჩევა გაითვალისწინა და ევროპაში გაემგზავრა, სადაც ევროპის საავტომობილო სპორტში როგორც ბევრი ღირსების მქონე ადამიანს ისე მიეგებნენ. 1978 წელს ბრიტანული ფორმულა სამის ჩემპიონატში მან ჯეკი სტიუარტის რეკორდი გააუმჯობესა, ერთ სეზონში მოპოველი გამარჯვებების რაოდენობით.[6]

ფორმულა ერთი[რედაქტირება]

ნელსონის დებიუტი ფორმულა ერთში გერმანიაში შედგა, სადაც მან ენსაინის სახელით იასპარეზა. რბოლა 21-ემ დაიწყო თუმცა 31-ე წრეზე ძრავის გაუმართაობის გამო რბოლას გამოეთიშა. რბოლის შემდეგ ნელსონმა მაკლარენის გუნდთან შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც ნელსონს მომავალ ხუთ შეჯიბრებაში მაკლარენის სახელით უნდა ეასპარეზა, სადაც მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მისი საუკეთესო ფინიში იყო მეცხრე ადგილი იტალიის გრან-პრიზე 1978 წელს.[8]

ბრებჰემი (1978–1985)[რედაქტირება]

1978 წელს ნელსონი ბრებჰემის გუნდს შეუერთდა, კვალიფიკაციაში მან მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ფინიშთან მე-11 მივიდა. ნელსონი ბრებჰემის გუნდში 1985 წლამდე მოღვაწეობდა.

1979[რედაქტირება]

1979 წელს, ნელსონმა კარიერაში პირველად სრულად იასპარეზა ფორმულა ერთის სეზონში. ამ დროისთვის იგი ბრებჰემის გუნდის წევრი იყო და ნიკი ლაუდასთან ერთა ასპარეზობდა. ეს სეზონი ბრებჰემის გუნდისთვის რთული აღმოჩნდა, რომელიც წარმატებისკენ მიისწრაფვოდა. ნელსონი თხუთმეტი ჩატარებული რბოლიდან თერთმეტს სხვადასხვა მიზეზების გამო გამოეთიშა. ნელსონმა პირველი ქულები ჰოლანდიის გრან-პრიზე აიღო, რომელშიც მეოთხე ადგილი დაიკავა. ამავე წლის იტალიის გრან-პრიზე ნელსონი ავარიაში მოყვა, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ნელსონის ბოლიდს უკანა ნაწილი მთლიანად მოსწყდა, საბედნიეროდ ნელსონი მძიმედ არ დაშავებულა. ორი კვირის შემდეგ, კანადის გრან-პრის დაწყებამდე ნიკი ლაუდამ მოულოდნელად რბოლა მიატოვა, ნელსონი კი ბრებჰემის გუნდის ნომერ პირველი მრბოლელი გახდა.[9] საბოლოო რბოლაში აშშ-ის გრან-პრიზე ნელსონმა რბოლა წინა რიგიდან დაიწყო და წრე ყველაზე სრაფად გაიარა.

1980[რედაქტირება]

ნელსონი პიკე ჰოლანდიის გრან-პრიზე ასპარეზობს ბრებჰემის გუნდის სახლით (1980წ.)

1980 წელს არგენტინის გრან-პრიზე პიკემ მეორე ადგილი დაიკავა, რბოლა კი ალან ჯონსმა მოიგო. იყო ეჭვები ავტომობილის ლეგალურობასთან დაკავშირებით, რადგან გაჩნდა მოსაზრებები ბოლიდის წონასთან დაკავშირებით.[10] კანადაში ნელსონმა პოულ პოზიციიდან დაიწყო და პირდაპირი ლიდერობა მოიპოვა, მას შემდეგ რაც ავარიის გამო ჯონსი რბოლას გამოეთიშა (ჯონსის ავარიის გამო რბოლა დროებით შეაჩერეს). რბოლაში პიკეს ბოლიდი დაზიანდი, ამიტომ ნელსონს სარეზერვო ბოლიდით მოუწია ასპარეზობა, თუმცა ავტომობილის პრობლემების გამო რბოლას მაინც გამოეთიშა.[11]

პიკემ პირველი გამარჯვება დასავლეთ აშშ-ის გრან-პრიზე მოიპოვა, სადაც 50 წამით აჯობა რიკარდო პატრეზეს.[12] მომდევნო ორ რბოლაში ჰოლანდიასა და იტალიაში ნელსონმა პირველი ადგილი დაიკავა. საბოლოოდ ნელსონმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, იგი ჩემპიონატის გამარჯვებულს ალან ჯონს მხოლოდ 13 ქულით ჩამორჩა.[13]

ნელსონი 1981 წლის მონაკოს გრან-პრიზე.

1981[რედაქტირება]

1981 წლის სეზონი აფრიკის გრან-პრის კალენდრიდან ამოშლით დაიწყო, რომელიც კარლოს პოიტემანმა მოიგო, ნელსონმა კი მეორე ადგილი დაიკავა, ამოშლის მიზეზი „FISA-სა“ და „FOCA-ს“ შორის დავის გაგრძელება იყო.[14] მან სეზონი გარკვეული შეთანხმებების შემდეგ დაიწყო, რომელიც ეხებოდა ზედაპირის სისუფთავესა და ბოლიდის საბურავებს.

დასავლეთ აშშ-ი გრან-პრიში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, ბრაზილიის გრან-პრიზე ნელსონმა პოულ პოზიცია დაიკავა. ნელსონმა ასევე მოიგო არგენტინის გრან-პრი სადაც მან პირველ ადგილთან ერთად, პოულ პოზიციაც დაიკავა და წრეზეც ყველაზე სწრაფი დრო აჩვენა.

ბელგიის გრან-პრიზე ნელსონმა ლიდერობა მოიპოვა, თუმცა რბოლის დროს ალან ჯონსის მიერ გამოწვეული კონტაქტის გამო, ორივე მათგანი რბოლას გამოეთიშა.[15] ნელსონს შანსი ჰქონდა მოეგო საფრანგეთის გრან-პრი, იგი 58-ე წრემდე ლიდერობდა, თუმცა ქარიშხალისა და წვიმის გამო, ორგანიზატორებმა რბოლის შეჩერება გადაწყვიტეს. 45 წუთის შემდეგ რბოლა გაგრძელდა, მაგრამ ალენ პროსტი უფრო კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და თავისი პირველი გრან-პრიც მოიგო სეზონში, ნელსონმა კი მესამე ადგილი დაიკავა.[16] შემდეგ რბოლაში ბრიტანეთის გრან-პრიზე კარლოს პოიტემანმა მეორე ადგილი დაიკავა, რითაც დამატებითი ქულები მოიპოვა და სეზონის ლიდერიც გახდა.

ნელსონმა გერმანიის გრან-პრიც მოიგო, რა დროსაც კარლოს პოიტემანს საკუთარ გუნდთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა.[17] სასტუმრო ცეზარის გრან-პრიზე ნელსონმა მეხუთემ გადაკვეთა ფინიში და დამატებითი ქულებიც მოიპოვა, რითაც მან საბოლოოდ 1981 წლის სეზონი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.[18]

1982[რედაქტირება]

1982 წლეს ნელსონი სწრაფი იყო, თუმცა მისი ბოლიდი არც ისე სანდო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრებჰემმა BMW-სთან ერთად ალიანსი შექმნა, აქედან გამომდინარე BMW-ს გუნდისთვის ტურბოჩარჯირებული ძრავა უნდა მიეწოდებინა. მოგვიანებით ბრებჰემმა ისევ ფორდ-კოსვორსის ძრავების გამოყენება დაიწყო. ნელსონმა ბრაზილიის გრან-პრი მოიგო და დაჯილდოების დროს, როდესაც ის უკვე პოდიუმზე იდგა და პრიზის გადაცემას ელოდა მოულედნელად ნელსონს გული წაუვიდა. მოგვიანებით პიკე დისკვალიფიცირებული იყო, რისი მიზეზიც ფერარისა და რენოს მიერ, ნელსონის ბოლიდთან დაკავშირებით წონაზე გამოთქმული პროტესტი იყო.[19] ყველაზე დაბალი ქულა მთელი სეზონის მანძილზე, ნელსონმა დეტროიტის გრან-პრიზე აიღო, სადაც მან კვალიფიკაცია ვერ გაიარა, რისი მიზეზიც ძრავის გაუმართაობა იყო.

ნელსონმა ერთადერთხელ გაიმარჯვა, კანადის გრან-პრიზე, რომელიც ასევე BMW-ს პირველი გამარჯვება იყო ფორმულა ერთში. გერმანიის გრან-პრიზე პიკე დიდიე პირონის დასახმარებლად ჩავიდა, რომელიც პრაქტიკის დროს მაღალი სიჩქარით მოძრაობისას ავარიაში მოყვა, რბოლის მანძილზე პიკე ლიდერობდა თუმცა ელისეო სალაზართან შეჯახების გამო რბოლას გამოეთიშა.

1983[რედაქტირება]

1983 წელს ნელსონმა მოიგო გახსნითი რბოლა ბრაზილიაში. მან მეორე ადგილი დაიკავა საფრანგეთში, ასევე მეორე ადგილი დაიკავა მონაკოში და აჩვენა ყველაზე სწრაფი დრო. იტალიის გრან-პრის დროს, ნელსონი პირველი ორი წრის მანძილზე საკუთარ თანაგუნდელს რიკარდო პატრესეს მიჰყვებოდა თუმცა ლიდერობა მალევე დაიბრუნა და 52-ე წრიდან 49-ე წრის ჩათვლით ნელსონი ლიდერობდა.[20] პიკემ მეორე ტიტული სამხრეთ აფრიკის გრან-პრიზე ალენ პროსტთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოიგო[21]. ეს იყო პირველი ჩემპიონატი რომელშიც ტურბოჩარჯერიანმა ბოლიდმა მოიგო, ასევე იყო პირველი და ერთადერთი ჩემპიონატი ფორმულა ერთში BMW-სთვის.

1984[რედაქტირება]

პიკე ბრებჰემის სარბოლო ბოლიდით დალასის გრან-პრიზე.

ახალი წესების თანახმად, სარბოლო ბოლიდებში საწვავის ავზის ტევადობა 220 ლიტრამდე შემცირდა, თუმცა ამას ნელსონზე და მის გუნდზე კატასტროფულად არ უმოქმედია, პირიქით ამით ნელსონმა უპირატესობაც მოიპოვა,[22] რადგან ისინი ძველი ექვს ცილინდრიანი ძრავის მაგივრად ახალ ოთხ ცილინდრიან BMW-ს ძრავას იყენებდნენ, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარდა ვიდრე ძველი ძრავა. ზამთრის ტესტებიდან გამომდინარე, ჩანდა რომ მათი მოლოდინი მართლდებოდა,[23] თუმცა საბოლოოდ მოსალოდნელი შედეგები მაინც ვერ მიიღეს. ერთადერთი დადებითი რაც ამ ტესტებმა აჩვენა ის იყო, რომ ძრავას შეეძლო 900 ცხენის ძალის გამომუშავება.

სეზონის დასაწყისში მაკლარენის გუნდი დომინირებდა, რომელიც TAG-Porsche-ს ძრავას იყენებდა. კანადის გრა-პრიზე ბოლიდის მეტი საიმედოობისთვის ბრებჰემის გუნდმა რადიატორი ავტომობილის წინა ნაწილში დაამონტაჟა, ნელსონმა ეს რბოლა მოიგო, თუმცა ახალი მოდიფიკაციის ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ ნელსონმა მარჯვენა ფეხი დაიწვა, როდესაც აქსელერაციის პედალს დააწვა. ნელსონი კვარცხლბეკზე ფეხშიშველი ავიდა, მას შემდეგ რაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ნელსონმა მომდევნო რბოლაც, დეტროიტის გრან-პრიც მოიგო. 1984 წლის სეზონში ნელსონმა მხოლოდ ეს ორი გამარჯვება მოიპოვა და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა.[24]

1985[რედაქტირება]

1985 წლის სეზონში პიკემ რამდენიმე რბოლა მოიგო. ნელსონმა საფრანგეთის გრან-პრი მოიგო, რომელიც პირელისთვის ფორმულა ერთში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება იყო. პიკეს შემოთავაზებები ჰქონდა სხვადასხვა გუნდებიდან, თუმცა მის მიერ ნაჩვენები არც თუ ისე კარგი შედეგიდან გამომდინარე, საინტერესო იყო თუ სად განაგრძობდა მრბოლელი თავის კარიერას. ნელსონს კონტაქტი ჰქონდა მაკლარენთან,[25] ასევე შემოთავაზება ჰქონდა უილიამსის გუნდიდან, რომელიც სამჯერ უფრო მეტს სთავაზობდა ვიდრე მას ბრებჰემი უხდიდა. საბოლოოდ 1985 წლის ბოლოსთვის ნელსონმა დატოვა ბრებჰემის გუნდი და უილიამსში გადავიდა.

უილიამსი (1986–1987)[რედაქტირება]

პიკე BMW-ს ბრებჰემ BT50 ძრავის მქონე ბოლიდით ასპარეზობს გერმანიის გრან-პრიზე, ეს არის ნელსონის ბოლო რბოლა ბრებჰემის გუნდის სახელით.

1986[რედაქტირება]

1986 წლის სეზონისთვის ნელსონ უილიამსის გუნდს შეუერთდა, სადაც იგი ასევე ცნობილი მრბოლელის ნაიჯელ მენსელის თანაგუნდელი გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ $3,3 დოლარს ჰონდა იხდიდა. ორივე მათგანი, ნელსონიც და ნაიჯელიც დახვეწილი ხასიათის მქონე პიროვნებად ითვლებოდა. ორი საუკეთსო მრბოლელი ერთ გუნდში წარმატების რეცეპტი იყო, ორივე მათგანი ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ ტიტულისთვის. პიკეს სურდა, რომ ნომერ პირველი მრბოლელის როლი ეთამაშა. პიკეს თქმით ფრენკ უილიამსის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით ნათელი იყო, მაგრამ სეზონის დასაწყისამდე რამდენიმე ხნით ადრე ფრენკი ავტოავარიაში მოყვა, რამაც იგი დიდი ხნის მანძილზე ჩამოაშორა გუნდს, ამ ავარიის შედეგან ფრენკ უილიამსი სამუდამოდ დაინვალიდდა.[26]

სეზონი ნელსონისთვის კარგად დაიწყო, ის აშკარად დომინირებდა ბრაზილიის გრან-პრიზე, ხოლო მომდევნო რბოლაში სან-მარინოს გრან პრიზე მეორემ გადაკვეთა ფინიში, ალენ პროსტის შემდეგ. სეზონის მსვლელობის დროს ფორმულა ერთის ორგზის ჩემპიონმა ემერსონ პიტიპალდიმ განაცხადა რომ ამ სეზონში ემერსონი მეტ შეცდომას აღარ დაუშვებდა, რადგან იგი სეზონის საუკეთესო მრბოლელად აღიარეს.

1986 წლის ავსტრალიის გრან-პრიზე ნელსონმა მეორემ გადაკვეთა ფინიში და ამავე რბოლაში მან წრე წველაზე სწრაფად გაიარა. საბოლოოდ ჩემპიონატი 1986 წლის ჩემპიონატი ალენ პროსტმა მოიგო, ნაიჯელ მენსელმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ნელსონ პიკე კი მესამე ადგილს დასჯერდა.

1987[რედაქტირება]

1987 წლის სეზონში განხეთქილება მენსელსა და პიკეს შორის უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რისი მიზეზიც ალბათ ის იყო, რომ ნაიჯელი ნელსონზე უკეთ ასპარეზობდა, როგორც რბოლებში ისე კვალიფიკაციების დროს. ამის შემდეგ იყო საკვალიფიკაციო რბოლის დროს იმოლაში მომხდარი ავარია, როდესაც პროფესორმა სიდ ვატკინსმა უთხრა, რომ მომდევნო რბოლის გამოტოვება მოუწევდა, რადგან შეჯახებისას მან თვინის შერყევა მიიღო.[27] ამიტომ იტალიურმა რადიოტელევიზია RAI-მ ნელსონს მარიონ პოლტრონიერისთან და კლეი რიგაცონისთან ერთად რბოლის კომენტირება სთხოვა.[28] ნელსონი დათანხმდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, კომენტირების დროს ნელსონმა დაიჩივლა, რომ ამ ავარიამ მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა, რამაც მისი უძილობა გამოიწვია.[29]

მიუხედავად იმისა, რომ ნაიჯელ მენსელს უფრო მეტი გამარჯვება ჰქონდა ვიდრე ნელსონ, საბოლოოდ 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნელსონი გახდა. დეტროიტის გრან-პრიდან პორტუგალიის გრან-პრიმდე ნელსონი ქულებს აგროვებდა, რასაც მან „პროცენტული რბოლის პოლიტიკა“ უწოდა, ამ პოლიტიკით კი კარიერაში მესამე ჩემპიონატი მოიგო. 1987 წლის უნგრეთის გრან-პრიზე ნელსონმა განაცხადა, რომ ის შეთანხმებული იყო ლოტუსთან და მომავალ სეზონში სწორედ ლოტუსის გუნდის სახელით ისაპარეზებდა.

ლოტუსი (1988–1989)[რედაქტირება]

პიკე ლოტუსის გუნდის ბოლიდით, უკან კი უილიამსის გუნდის მრბოლელი ნაიჯელ მენსელი კანადის გრან-პრიზე 1988 წელს.

1988[რედაქტირება]

1988 წლის სეზონიდან ნელსონი ლოტუსის გუნდში გადავიდა, თუმცა ამ დროითვის მისი კარიერა არა თუ აღმავლობისკენ არამედ წაღმავლობისკენ მიიწევდა. ნელსონი რომელსაც 1987 წლისთვის 20 რბოლა და სამი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული, ნელ-ნელა საკუთარ რეპუტაციას კარგავდა, რადგანაც 1988 წლის სეზონში მას არც ერთი მოგება ჰქონდა. იგი საკუთარ რეპუტაციას კარგავდა კიდევ ერთ ბრაზილიელ ჩემპიონთან აირტონ სენასთან, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 8 რბოლა და ერთი მსოფლიო ჯემპიონატი ჰქონდა მოგებული მაკლარენის გუნდის სახელით.

1988 წლის დასაწყისისთვის ნელსონმა გადაწყვიტა მედიის დახმარებით დაემცირებინა საკუთარი მეტოქეები, მან შეურაწყოფა მიაყენა მენსელსა და მის ცოლს, მან ნაიჯელ მენსელს „გაუნათლებელი რეგვენი“ უწოდა, ხოლო მის ცოლს გარეგნობაზე დასცინა. მან ასევე ბრაზილიელ მრბოლელს აირტონ სენას „სან-პაოლოს ტაქსის მძღოლი“[18] უწოდა და ირწმუნებოდა რომ მას ქალები არ მოსწონდა.[30] პიკემ ეს განცხადებები უარყო, როდესაც ორივე მათგანი ნაიჯელიც და აირტონიც მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.

1989[რედაქტირება]

1989 წლის სეზონში, ნელსონმა არც თუ ისე წარმატებულად იასპარეზა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყო რომ ძრავას რომელსაც ლოტუსის გუნდი იყენებდა Judd V8 125 ცხენის ძალით უფრო ნაკლები ჰქონდა ვიდრე ჰონდას V6 ძრავას, რომელსაც მაკლარენის გუნდი იყენებდა. ნელსონსა და მის თანაგუნდელ სატორუ ნაკაჯიმას არც ერთი მოგება არ ჰქონდათ, ისინი ბელგიის გრან-პრიზე კვალიფიკაციაშიც დამარცხდნენ. ნელსონი 1982 წლის დეტროიტის გრან-პრის შემდეგ კვალიფიკაციაში არასდროს დამარცხებულა.

ბენეტონი (1990–1991)[რედაქტირება]

1990[რედაქტირება]

1990 წელს ნელსონმა კონტრაქტი ბენეტონთან გააფორმა, რომელიც ფორდის HB4 V8 ძრავას იყენებდა. 1990 წლის სეზონს ნელსონისთვის შეიძლება დაბრუნების სეზონი ეწოდოს. მიუხედავად უამრავი ფუჭი წარმოდგენებისა, ნელსონის ბედი ამ სეზონში ბოლო ორმა რბოლამ გადაწყვიტა, რომლების ნელსონმა მოიგო და სეზონის დასასრულს მესამე ადგილიც დაიკავა. პირველი მოგენა ნელსონმა იაპონიის გრან-პრიზე მოიპოვა, სადაც რბოლის დასაწყისშივე აირტონ სენასა და ალენ პროსტის ერთმანეთთან შეჯახების გამო, ორივე მათგანი რბოლას გამოეთიშა. გერარდ ბერგერიც და ნაიჯელ მენსელიც გამოეთიშნენ რბოლას. მეორე გამარჯვება კი ორი კვირის შემდეგ, ავსტრალიის გრან-პრიზე მოიპოვა. ამ და წინა რბოლის გამარჯვებით ნელსონმა დამატებითი ქულები მოიპოვა და მე-7 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

1991[რედაქტირება]

1991 წლის სეზონში მონტრეალში კანადის გრან-პრი ერთადერთი რბოლა იყო მთელ სეზონში, რომელშიც ნელსონმა პირვეი ადგილის დაკავება შეძლო. 1991 წელს ნელსონის თანაგუნდელი რობერტო მორენო მიხაელ შუმახერმა ჩაანაცვლა. ნელსონი ესაუბრა ლიჟიესა და ფერარის გუნდებს, თუმცა 1991 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ ის ფორმულა ერთიდან წასვლას აპირებდა და საკუთარ ბიზნესზე აპირებდა კონცენტრირებას.[31]

სხვა რბოლები[რედაქტირება]

ინდიანაპოლის 500[რედაქტირება]

ამერიკის ავტორბოლის ჩემპიონატში (American Championship car racing) არასახარბიელო ასპარეზობის შემდეგ, ნელსონი მენარდის გუდმა დაიქირავა 1992 წლის ინდიანაპოლის 500-ში მონაწილეობისათვის. ნელსონი ავტომობილს კარგად მოერგო და კომფურტულადაც მართავდა ავტომობილს, მიხედავად იმისა, რომ ნელსონს აქამდე არასდროს უასპარეზია რკალურ სარბოლო ავტოდრომზე. პრაქტიკის დროს, ნელსონი მაღალი სიჩქარით მოძრაობისას კედელს შეეჯახა, რის შედეგადა ფეხის და კოჭის სერიოზული ტრავმა მიიღო და რბოლას გამოეთიშა. თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ 1993 წელს პიკე რბოლას დაუბრუნდა. ასპარეზობა მე-13 პოზიციიდან დაიწყო, ხოლო ფინიშთან 32-ე მივიდა, რისი მიზეზიც ძრავის გაუმართაობა იყო, რომელმაც თავი 38-ე წრეზე იჩინა.[32]

სპორტული ავტომობილები[რედაქტირება]

ნელსონ პიკე მართავს BMW M1-ს ნიუნბერგში 1980 წელს.

ფორმულა ერთის პარალელურად ნელსონი მონაწილეობას ღებულობდა ნიუნბერგის 1000კმ-იან რბოლაში 1980-1981 წლებში და ასპარეზობდა BMW M1 ავტომობილით. 1981 წელს ნელსონი ჰანს-იოჰან შტუკთან ერთად რბოლის გამარჯვებულად გამოცხადდა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ რბოლა არ დასრულებულა, იგი შეაჩერეს 17 რაუნდში ჰერბერტ მიულერის ფატალური ავარიის გამო.[33]

1996 წელს, ნელსონი მონაწილეობას ღებულობდა ლე-მანსის 24 საათიან რბოლაში, სადაც იგი McLaren F1 GTR მოდელის ავტომობილით ასპარეზობდა, ჯონი ჩეკოტოსთან და დენი სალივანთან ერთად, რბოლაში ნელსონმა მერვე ადგილი დაიკავა. ამავე წელს იგი ჯეი-ჯეი ლეტოსთან და სტივ სოპერთან ერთადაც მონაწილეობდა, თუმცა ავარის გამო რომელიც იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომობილს ლეტო მართავდა, ავტომობილი დაზიანდა და რბოლა ვეღარ განაგრძეს.

2006 წლის 20 იანვარს ნელსონმა მოიგო ჩემპიონატი, რომელიც ათასი მილი ბრაზილიაში (Mil Milhas Brasil) სახელითაა ცნობილი. ამ რბოლაში იგი, საკუთარ ვაჟთან ნელსონ უმცროსთან, კრისტოფ ბუშუსთან და ჰელიო კასტრონევესთან ერთად ასპარეზობდა, ასტონ მარტინის DBR9 მოდელით.

მრბოლელის მენეჯმენტი[რედაქტირება]

2000 წლიდან, ნელსონ საკუთარი ვაჟის ნელსონ უმცროსის კარიერაზე ზრუნავდა, რომელიც ფორმულა ერთში 2008-2009 წლებში მოღვაწეობდა და მან მხოლოდ ორ სეზონში იასპარეზა. ნელსონის ვაჟი ასევე იყო რენოს საცდელი მრბოლელი 2007 წელს. ცნობილი ავარიის შემდეგ, რომელიც „Crashgate-ის“ სკანდალის სახელითაა ცნობილი, ნელსონმა განაცხადა რომ გამოიყენებდა მთელ მის სიმდიდრესა და შესაძლებლობებს, რათა გაერკვია, თუ რატომ უბრძანეს რენოს გუნდის ხელმძღვანელებმა მის ვაჟს განძრახ შეჯახებოდა კედელს, 2008 წლის სინგაპურის გრან-პრიზე.[34] საბოლოოდ ნელსონსა და მის ვაჟს გადაუხადეს ექვსნიშნა ციფრისაგან შემდგარი თანხა, მიყენებული ზარალისა და ცილისწამებისთვის.[35]

ბიზნესი[რედაქტირება]

2000 წელს პიკემ შექმნა საკუთარი სპორტული გუნდი პიკე სპორტსი, რათა საკუთარ ვაჟს ნელსონ პიკე უმცროსს დახმარებოდა ფორმულა სამში მონაწილეობისთვის. გუნდის შექმნიდან რვა თვის შემდეგ ნელსონის ვაჟი 16 წლის შესრულდა.[36]

პიკეს ასევე სხვა ბიზნესებიც აქვს, რომლებიც ბრაზილიაში მდებარეობენ.[37]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ცნობილი როგორც პრაქტიკული ჯოკერი, პიკე სტერეოტიპული ფლეიბოი მრბოლელის ცხოვრების სტილით ცხოვრობდა, იგი ხან იგებდა, ხან კარგავდა და ხან ისევ იგებდა მის მიერ დადებული ბიზნეს გარიგებებით. 1980-იანი ფორმულა ერთის ერთერთი დიადი პერსონაჟი. ის ავტორბოლის სპორტში დარჩა როგორც კონკურენტუნარიანი მრბოლელი. პიკე კრიტიკული იყო მონაკოს გრან-პრიზე, რომელზეც მან განაცხადა, რომ მონაკო ეს იგივე იყო რაც მისაღები ოთახის გარშემო ველოსიპედის ტარება.[38]

ნელსონ პიკემ პირველად მარია კლარაზე 1976 წელს იქორწინა, ქორწინებამ ერთ წელს გასტანა, მათ ვაჟი გერარდო პიკე (დაბ. 17 ნოემბერი 1977) შეეძინათ. მეორედ ნელსონმა სილვია ტამსმაზე იქორწინა, მათ სამი შვილი ნელსონ ანჯელო პიკე (და. 25 ივნისი 1985), კელი პიკე (დაბ. 7 დეკემბერი 1988) და ჯულია პიკე (დაბ. 8 მაისი 1992) შეეძინათ. ლასლო პიკე 1987 წელს დაიბადა, თუმცა მისი დედა კატერინა ვალენტინია.[39][40] ამჟამად ნელსონი ვივიან დე სოუზა ლეოზეა დაქორწინებული. ამ ქორწინებიდან ნელსონ კიდევ ორი ვაჟი პედრო ესტასიო პიკე (დაბ. 1999) და მარკო პიკე (დაბ. 2000) ჰყავს.[39][40]

2007 წლის 31 ივლისს, სიჩქარის არაერთი გადაჭარბებისა და პარკინგის შეცდომების გამო, ნელსონს ჩამოერთვა სამოქალაქო მართვის მოწმობა და ბრაზილიის სასამართლოს ბრძანებით იგი ერთი კვირის მანძილზე უნდა დასწრებოდა მართვის გაკვეთილებს რათა ესწავლა კარგი და უსაფრთხო მართვა, ამის შემდეგ კი უნდა ჩაებარებინა გამოცდა. მისმა ცოლმა ვივიენმაც ანალოგიური განაჩენი მიიღო. ბრაზილიურ მედიას პიკემ განუცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ საკუთარ შეცდომებზე პასუხი უნდა ვაგოთ“. „ეს არ იყო უბრალოდ სიჩქარის გადაჭარბება, მე მივიღე ჯარიმები სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიცა პარკირება იქ სადაც არ შეიძლება“.[41]

2000 წელს ნელსონმა მოტოსპორტის საერთაშორისო დიდების დარბაზში საკუთარი ადგილი დაიკავა, ასევე რიო-დე-ჟანეიროსა და ბრაზილიაში წრიული რბოლის ავტოდრომს ნელსონის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა (Autódromo Internacional Nelson Piquet-ნელსონ პიკეს საერთაშორისო ავტოდრომი). სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ნელსონ პიკე ფორმულა ერთის დიად მრბოლელთა სიაში შეიყვანეს. 2009 წელს Autosport-მა მას მე-13 ადგილი[42], ხოლო 2012 წელს BBC Sport-მა მე-16 ადგილი მიანიჭა[18].

2012 წელს ბრაზილიულ ტელეარხ „Brazilian TV-ში“ როდესაც ინტერვიუს ნელსონ პიკე და ასევე ცნობილი ფორმულა ერთის მრბოლელი ნაიჯელ მენსელი აძლევდნენ, ნელსონი გამოტყდა, რომ ის მართალი არ იყო 1987 წელს იმოლაში მომხდარ ავარიაში. ამ ავარიის შემდეგ მან საკუთარი ღრმა აღქმის 80% დაკარგა და მან ეს საკუთარი გუნდის წევრებს დაუმალა, რადგანაც თუ ის ამას გაამხელდა მას აღარ მისცემდნენ რბოლის უფლებას. მან განაგრძო იმის თქმა, რომ 1986 წლის ჩემპიონატი მას უნდა მოეგო, ხოლო 1987 წლის ჩემპიონატი კი ნაიჯელ მენსელს. როგორც მან თქვა 1987 წლის სეზონის შემდეგ ის ფორმულა ერთში მხოლოდ ფულის გამოღა მონაწილეობდა და რომ მას უკვე აღარ ჰქონდა ძალა ლიდერობისთვის.

ჩაფხუტი[რედაქტირება]

ნელსონის ჩაფხუტი იყო თეთრი ფერის წითელი და შავი ფერის აღნიშვნებით, რაც ძალიან ჰგავს ჩოგბურთის ბურთის სტილს (ალბათ მისი მამის გამო რომელსაც სურდა, რომ ნელსონი მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშე ყოფილიყო), ასევე წითელი და ნარინჯისფერი წვეთებით, და კიდევ ცენტრში წითელი და ნარინჯისფერი წრეები (ყვითელი ფერის წვეთები ლოტუსის გუნდში ყოფნისას ჰქონდა რისი მიზეზიც ქემელის სპონსორობა იყო, ხოლო წითელის ფერის წვეთები მას შემდეგ რაც დატოვა ლოტუსი და გადავიდა ბენეტონში). მის ვაჟმაც იგივე დიზაინის ჩაფხუტი აირჩია.

ფორმულა ერთის შედეგები[რედაქტირება]

ფორმულა ერთის საჩემპიონატო შედეგები[რედაქტირება]

  • სქელი ტექსტი: პოულ პოზიცია
  • დახრილი ტექსტი: უსწრაფესი რაუნდი

აბრევიატურების განმარტებები:

  • დისკ - დისკვალიფიკაცია
  • კვგ - კვალიფიკაცია ვერ გაიარა
  • გამ - გამოეთიშა (სხვადასხვა მიზეზების გამო რბოლას გამოეთიშა)
წელი გუნდი შასი ძრავა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 მმჩ ქულები
1978 გუნდი ტისოტი ენსაინი ენსაინ N177 კოსვორს V8 არგ ბრა სა აშშ მონ ბელ ესპ შვე საფ დბ გერ
გამ
0
ბს წარმოებები მაკლარენ M23 ავს
გამ
ჰოლ
გამ
იტა
9
აშშ
პარმალატ ბრებჰემი ბრებჰამ BT46 ალფა რომეო Flat-12 კან
11
1979 პარმალატ ბრებჰემი ბრებჰემ BT46 ალფა რომეო Flat-12 არგ
გამ
მე-15 3
ბრებჰემ BT48 ალფა რომეო V12 ბრა
გამ
სა
7
აშშ
8
ესპ
გამ
ბელ
გამ
მონ
გამ
საფ
გამ
დბ
გამ
გერ
12
ავს
გამ
ჰოლ
4
იტა
გამ
ბრებჰემ BT49 კოსვორს V8 კან
გამ
აშშ
გამ
1980 პარმალატ ბრებჰემი ბრებჰემ BT49 კოსვორს V8 არგ
2
ბრა
გამ
სა
4
აშშ
1
ბელ
გამ
მონ
3
საფ
4
დბ
2
გერ
4
ავს
5
ჰოლ
1
იტა
1
კან
გამ
აშშ
გამ
მე-2 54
1981 პარმალატ ბრებჰემი ბრებჰემ BT49C კოსვორს V8 აშშ
3
ბრა
12
არგ
1
სა
1
ბელ
გამ
მონ
გამ
ესპ
გამ
საფ
3
დბ
გამ
გერ
1
ავს
3
ჰოლ
2
იტა
6
კან
5
სც
5
1-ლი 50
1982 პარმალატ ბრებჰემი ბრებჰემ BT50 BMW S4 (ტ/ჩ) სა
გამ
ბელ
5
მონ
გამ
დეტ
კვგ
კან
1
ჰოლ
2
დბ
გამ
საფ
გამ
გერ
გამ
ავს
გამ
შვე
4
იტა
გამ
სც
გამ
მე-11 20
ბრებჰემ BT49D კოსვორს V8 ბრა
დისკ
აშშ
გამ
სმ
1983 ფაილა ბრებჰემი ბრებჰემ BT52 BMW S4 (ტ/ჩ) ბრა
1
აშშ
გამ
საფ
2
სმ
გამ
მონ
2
ბელ
4
დეტ
4
კან
გამ
1-ლი 59
ბრებჰემ BT52B დბ
2
გერ
13
ავს
3
ჰოლ
გამ
იტა
1
ევრ
1
სა
3
1984 MRD ინტერნაციონალი ბრებჰემ BT53 BMW S4 (ტ/ჩ) ბრა
გამ
სა
გამ
ბელ
9
სმ
გამ
საფ
გამ
მონ
გამ
კან
1
დეტ
1
დალ
გამ
დბ
7
გერ
გამ
ავს
2
ჰოლ
გამ
იტა
გამ
ევრ
3
პორ
6
მე-5 29
1985 ავტო რბოლების განვითარებები Ltd ბრებჰემ BT54 BMW S4 (ტ/ჩ) ბრა
გამ
პორ
გამ
სმ
8
მონ
გამ
კან
გამ
დეტ
6
საფ
1
დბ
4
გერ
გამ
ავს
გამ
ჰოლ
8
იტა
2
ბელ
5
ევრ
გამ
სა
გამ
ავს
გამ
მე-8 21
1986 ქენონი უილიამსის გუნდი უილიამს FW11 ჰონდა V6 (ტ/ჩ) ბრა
1
ესპ
გამ
სმ
2
მონ
7
ბელ
გამ
კან
3
დეტ
გამ
საფ
3
დბ
2
გერ
1
უნგ
1
ავს
გამ
იტა
1
პორ
3
მექ
4
ავს
2
მე-3 69
1987 ქენონი უილიამსის გუნდი უილიამს FW11B ჰონდა V6 (ტ/ჩ) ბრა
2
სმ
DNS
ბელ
გამ
მონ
2
დეტ
2
საფ
2
დბ
2
გერ
1
უნგ
1
ავს
2
იტა
1
პორ
3
ესპ
4
მექ
2
იაპ
15
ავს
გამ
1-ლი 73 (76)
1988 ქემელი ლოტუს ჰონდას გუნდი ლოტუს 100T ჰონდა V6 (ტ/ჩ) ბრა
3
სმ
3
მონ
გამ
მექ
გამ
კან
4
დეტ
გამ
საფ
5
დბ
5
გერ
გამ
უნგ
8
ბელ
4
იტა
გამ
პორ
გამ
ესპ
8
იაპ
გამ
ავს
3
მე-6 22
1989 ქემელი ლოტუსის გუნდი ლოტუს 101 ჯუდ V8 ბრა
გამ
სმ
გამ
მონ
გამ
მექ
11
აშშ
გამ
კან
4
საფ
8
დბ
4
გერ
5
უნგ
6
ბელ
კვგ
იტა
გამ
პორ
გამ
ესპ
8
იაპ
4
ავს
გამ
მე-8 12
1990 ბენეტონი ბენეტონ B189B ფორდ V8 აშშ
4
ბრა
6
მე-3 43 (44)
ბენეტონ B190 სმ
5
მონ
დისკ
კან
2
მექ
6
საფ
4
დბ
5
გერ
გამ
უნგ
3
ბელ
5
იტა
7
პორ
5
ესპ
გამ
იაპ
1
ავს
1
1991 ქემელი ბენეტონ-ფორდი ბენეტონ B190B ფორდ V8 აშშ
3
ბრა
5
მე-6 26.5
ბენეტონ B191 სმ
გამ
მონ
გამ
კან
1
მექ
გამ
საფ
8
დბ
5
გერ
გამ
უნგ
გამ
ბელ
3
იტა
6
პორ
5
ესპ
11
იაპ
7
ავს
4

ფორმულა ერთის არასაჩემპიონატო შედეგები[რედაქტირება]

  • სქელი ტექსტი: პოულ პოზიცია
  • დახრილი ტექსტი: უსწრაფესი რაუნდი
  • გამ - გამოეთიშა (სხვადასხვა მიზეზების გამო რბოლას გამოეთიშა)
წელის გუნდი შასი ძრავა 1 2
1979 პარმალატ ბრებჰემი ბრებჰემ BT48 ალფა რომეო Flat-12 ჩრ
2
დინ
1980 პარმალატ ბრებჰემი ბრებჰემ BT49 კოსვორს V8 ესპ
გამ
1981 პარმალატ ბრებჰემი ბრებჰემ BT49B კოსვორს V8 სა
2

ინდიანაპოლის 500-ის შედეგები[რედაქტირება]

წელი შასი ძრავა დაწყება ფინიში აბიტურიენტი
1992 ლოლა Buick პრაქტიკული მარცხი გუნდი მენარდი
1993 ლოლა Buick 13 32 გუნდი მენარდი

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნელსონ პიკეს პროფილი. Grandprix.com. წაკითხვის თარიღი: 12 აგვისტო 2012.
  2. ციფრული ხელოვნების შპს. (პორტუგალიურ ენაზე) (PDF). ციფრული ხელოვნების შპს.. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი 2007.
  3. ესტასიო გოსნალვეს სოუოტო მაიორი. ბრაზილიის ისტორიის კვლევებისა და დოკუმენტაციის ცენტრი. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი 2007.
  4. იუჰა, კარკაინენ (1997). ფორმულა ერთის ვარსკვლავები, გვ. 108. ISBN 952-5089-18-5. 
  5. ნელსონ პიკე. გრან-პრის დარბაზი. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი 2007.
  6. 6.0 6.1 6.2 ჰერბ, ზურკოვსკი. “ნელსონ პიკემ რბოლაში მამა გამოიწვია“, p. 105. წაკითხვის თარიღი: 26 სექტემბერი 1981. 
  7. გამოჩენილი ადამიანების პლეადა: ნელსონ პიკე. ფორმულა ერთის ოფიციალური გვერდი. წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი 2007.
  8. მაიკლ, ოლივერი. ზღაპრები ხელსაწყოების ყუთიდან: კადრს მიღმა, გრან-პრის მექანიკოსების ზღაპრების კრებული. Veloce Books, გვ. 122. 
  9. იუჰა, კარკაინენ (1997). ფორმულა ერთის ვარსკვლავები. Alfamer, გვ. 110. 
  10. ჯონ ქანსელორი, ჩეზარი დე აგოსტინი (1982). გრან-პრის ჩემპიონატის 33 წელი-ვოლ.II. Conti Editore, გვ. 302. 
  11. ჯონ ქანსელორი, ჩეზარი დე აგოსტინი (1982). გრან-პრის ჩემპიონატის 33 წელი-ვოლ.II. Conti Editore, გვ. 316. 
  12. “ბრაზილიელი პიკე გრან-პრის გამარჯვებულია“, 31 მარტი 1980, p. 17. 
  13. ალან ჯონსმა ნელსონ პიკე ტიტულისთვის ბრძოლაში დაამარცხა. ESPN (1980).
  14. ჩეზარი დე აგოსტინი, ჯონ ქანსელორი (1982). გრან-პრის ჩემპიონატის 33 წელი-ვოლ.II. Accounts Editor, გვ. 323. 
  15. ჩეზარი დე აგოსტინი, ჯონ ქანსელორი (1982). გრან-პრის ჩემპიონატის 33 წელი-ვოლ.II-. Accounts Editor, გვ. 328. 
  16. ჯიან პაოლო, პიკე. “ლუჩინელის დაცინვა და ტრიუმფი“, 6 ივლისი 1981, p. 11. წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი 2011. 
  17. ჩეზარი დე აგოსტინი, John-Chancellors (1982). 33 years of Grand Prix championship-Vol.II. Accounts Editor, გვ. 333. 
  18. 18.0 18.1 18.2 ენდრიუ, ბენსონი. (8 მაისი 2012)ფორმულა ერთის საუკეთესო მრბოლელები. ნომერი 16: ნელსონ პიკე. BBC Sport (BBC). წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი 2013.
  19. პიკესა და როსბერგის დისკვალიფიკაცია“, 20 აპრილი 1982, p. 7B. 
  20. იტალურმა მოგებამ პიკე ტენდერში დააყენა“, 12 სექტემბერი 1983, p. 34. 
  21. პიკემ ევროპის გრან-პრი მოიპოვა. The New York Times (26 სექტემბერი 1983).
  22. ადრიანო კოსტა. “ბოდიში პიკე, გეშინია ჩვენი?“, Maxi Autosprint, 6 მარტი 1984, p. 2. 
  23. “სამხრეთ აფრიკის „ექვსი დღის“ ყველა დღეს“, Autosprint, 6 მარტი 1984, p. 16. 
  24. პიკე ტიტულისთვის ბრძოლისას მომხდარ ავარიას გადაურჩა“, 25 ივნისი 1984, p. 5C. 
  25. ჩარლსი და პროსტი. “სად არის განსხვავება?“, repubblica.it, 6 აგვისტო 1985, p. 27. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008. (იტალიური) 
  26. Autosprint n ° 26/86, p. 9.
  27. ნეკროლოგი - პროფესორი სიდ ვატკინსი, 1928-2012. formula1.com (14 სექტემბერი 2012). წაკითხვის თარიღი: 20 ოქტომბერი 2012.
  28. ანდრეა დე ადამიჩი, ოსკარ ორეფიჩი (1987). F1 '87. Vallardi & Associates, გვ. 156. 
  29. ეციო ზერმიანიმ კარიერა დაასრულა“, quattroruote.it, 3 ივლისი 2006. წაკითხვის თარიღი: 2010-08-21. 
  30. ხავიერ, ჩიმითსი. გრან-პრის რბოლები: სიჩქარის პორტრეტი. Motorbooks, გვ. 26–29. 
  31. ფორმულა ერთის სამგზის ჩემპიონმა კარიერა დაასრულა“, 15 იანვარი 1992, p. 45. 
  32. დონალდ, დევიდსონი; Schaffer, Rick. ინდიანაპოლის 500-ის ისტორია. Autocourse, გვ. 270. 
  33. 1000 კმ-ია რბოლის გამარჯვებული (გერმანული). ADAC 1000 km rennen (23 აპრილი 2008).
  34. ჯონათან, მეკივოი. (18 სექტემბერი 2009)ნელსონ პიკესა და ფლავია ბრიატორეს დაპირისპირება სასამართლოში. Daily Mail.
  35. ოუენ, გიბსონი. (7 დეკემბერი 2010)რენომ ნელსონ პიკესა და მის ვაჟს ბოდიში მოუხადა. The Guardian.
  36. პრინცის კვალი. Veja on-line. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი 2007.
  37. პრეზენტაცია. Autotrac. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი 2007.
  38. ნიკოლა, უილიმსი (2010). Provence & the Côte d'Azur. Lonely Planet Publications, გვ. 227. 
  39. 39.0 39.1 ოჯახი. GeneAll.net. წაკითხვის თარიღი: 22 აპრილი 2008.
  40. 40.0 40.1 ბიოგრაფია. IMDb.com (22 აპრილი 2008).
  41. ფორმულა ერთის ყოფილი მრბოლელი მართვის გაკვეთილებს იღებს
  42. F1-ის დიდებული მრბოლელები - ნელსონ პიკე. Autosport (Haymarket Publications). წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი 2013.