სებასტიან I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სებასტიან I (პორტუგალია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სებასტიან I
Sebastião "o Desejado"
SebastianPortugal.jpg
პორტუგალიის მე-16 მეფე
მმართ. დასაწყისი: 11 ივნისი, 1557
მმართ. დასასრული: 4 აგვისტო 1578
წინამორბედი: ჟუან III
მემკვიდრე: ენრიკე I
დაბ. თარიღი: 20 იანვარი, 1554
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 4 აგვისტო 1578
გარდ. ადგილი: ელ-ქსარ-ელ-ქებირე, მაროკო
დინასტია: ავისის დინასტია
მამა: ჟუან მანუელი, პორტუგალიის პრინცი
დედა: ხუანა ავსტრიელი

სებასტიან I სანატრელი (პორტ. Sebastião "o Desejado"; დ. 20 იანვარი, 1554, ლისაბონი, პორტუგალია – გ.4 აგვისტო 1578 , ელ-ქსარ-ელ-ქებირე, მაროკო) – პორტუგალიის მეფე ავისის დინასტიიდან 1557-1578 წლებში. პორტუგალიის პრინცის, ჟუან მანუელისა (ჟუან III–ის შვილი) და ხუანა ავსტრიელის შვილი. ტახტი მიიღო პაპის გარდაცვალების შემდეგ, რადგან ტახტის მემკვიდრე, სებასტიანის მამა, დაიღუპა 1554 წელს ტუბერკულოზით, მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე. როდესაც ჟუან III გარდაიცვალა, სებასტიანი 3 წლის იყო, ამიტომ მისი რეგენტობა იკისრა ბებიამ, ეკატერინე კასტილიელმა, ხოლო შემდეგ არქიეპისკოპოსმა ენრიკემ, ჟუანის ძმამ.

მისი მმართველობა პორტუგალიისათვის კატასტროფული იყო. იგი გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა, თავს ჯვაროსნების მემკვიდრედ თვლიდა, მისი მთავარი მიზანი იყო დაეპყრო მიწები ჩრდილოეთ აფრიკაში და უნდოდა გაეთავისუფლებინა მაროკო არაბებისაგან.

1574 წელს განახორციელა ექსპედიცია ტანჟერში და წარუმატებლად შეებრძოლა მავრებს. 1578 წელს ელ-ქსარ-ელ-ქებირესთან ბრძოლის დროს დაიღუპა, მაგრამ მისი ცხედარი ვერ ნახეს. მისი აღმოჩენა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხერხდა.