დელტაპლანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დელტაპლანი

დელტაპლანი (დელტაპლანერი) წარმოადგენს ჰაერზე მძიმე საფრენ აპარატს, რომელიც შესრულებულია უკუდო ისრისებური ფრთის სქემით. მისი მართვა ხდება პლანერის სიმძიმის ცენტრის მიმართ პილოტის მასის გადაადგილებით, ანუ დელტპლანი წარმოადგენს ბალანსურ პლანერს.

დელტაპლანის პირველი სქემა ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩის მიერ იყო შექმნილი. ჰაერზე მძიმე პირველი საფრენი აპარატიც, რომლითაც ოტო ლილიენტალი გაფრინდა, ფაქტიურად დელტაპლანს წარმოადგენდა. თანამედროვე დელტაპლანის შემქმნელია ფრენკ როგალო. როგალომ იგი შექმნა როგორც კოსმოსური აპარატების დედამიწაზე დასაშვები საშუალება (დელტაპლანის შექმნით საფრენი აპარატების ევოლუციის წრე შეიკრა და ალაბათ მომავლში უნდა გამოჩნდეს ახალ იდეებზე და ტექნოლიებზე დამყარებული საავიაციო ტექნიკა. მაგალითად, უკვე გაჩნდა ინფორმაცია ტურბოხრახნიან ძრავიანი ზებგერითი თვიმფრინავის შექმნის შესახებ).

ნასამ კოსმოსური აპარატების დედამიწაზე დასაბრუნებლად პარაშუტის გამოყენება არჩია და დელტპალნი დავიწყებას მიეცა მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებამდე. ამ დროსითვის დაიწყეს დელტაპლანით ბუქსირებული ფრენები. თავიდან პილოტები ფრთის ლონჟერონებზე იყვნენ დაკიდებული და ასე მართავდენ აპარატს სიმძიმის ცენტრის გადაადგილებით. ავსტრალიაში კი ორი პრინციპულად ახალი ელემენტი დაამატეს დელტაპლანს — პილოტის საკიდი სისტემა და სამკუთხა სახელური მართვისთვის. ავსტრალიელბმა, ბილ ბენტმა და ბილ მოიესმა, 1969 წელს აშშ-ში ჩაატარეს საჩვენებელი ფრენები კატერის ბუქსირის გამოყენებით. ასე შეიქმნა ბალანსირებული და ბუქსირების მეთოდების შერწყმით დელტაპლანერი. 70-იანი წლების შუა ხანებიდან დელტაპლანერიზმი, როგორც ტექნიკური სპორტის სახეობა საბჭოთა კავშირშიც იწყებს განვითარებას. მის მასობრივად გავრცელებას დიდი ბიძგი მისცა 1976 წელს ჟურნალ „ტეხნიკა-მოლოდიოჟში“ გამოქვეყნებულმა მიხეილ ჰოხბერგის ორ გვერდიანმა სტატიამ. ამ სტატიაში მოცემული იყო დელტაპლანის პრინციპული სქემა, დეტალების ნახაზები და მისთვის საჭირო მასალების აღწერა. საქართველოშიც ფაქტიურად ამ სტატიაზე დაყრდნობით დაიწყო პირველი დელტაპლანების შექმნა.

საქართველოში პირველი დელტაპლანები 1977-78 წლებში შეიქმნა. 1978 წელს ჩამოყალიბდა დელტაკლუბი „მიმინო“, სადაც გაერთინდნდნ დელტაპლანის პირველი ენთუზისტები. ეს დელტაკლუბი თავიდან ჩამოყალიბდა თბილისის სპორტკომიტეტთან, ხოლო შემდეგ დოსააფმა აიღო ხელში მისი მეურვეობა.