ნიტეროი
|
მუნიციპალიტეტი
ნიტეროი
Niterói
|
ნიტეროი (პორტ. Niterói) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში. მისი ფართობი 129 375 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 487 327 ადამიანი (2010). წარმოადგენს შტატის მეექვსე ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს და გაჩნია ადამიანის განვითარების ინდექსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რიო-დე-ჟანეიროს აგლომერაციასა და მთელს ბრაზილიაში.
Fundação Getúlio Vargas-ს 2011 წლის ივნისის კვლევების თანახმად, ნიტეროი ბრაზილიის უმდიდრესი ქალაქის და მისი მოსახლეობის 55,7% A კლასს მიეკუთვნება, ხოლო თუ ამას B კლასსაც დავამატებთ, ეს მაჩვენებელი 85,9%-მდე ადის. სახელი „ნიტეროი“ ტუპის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „წყალი, რომელიც იმალება“.
ქალაქი 1573 წლის 22 ნოემბერს ტუპის ინდიელთა ბელადმა არარიბოიამ დააარსა (რომელიც შემდეგ კათოლიკედ მოექცა). შედეგად, ის ერთადერთი ბრაზილიური ქალაქია, რომელიც არაქრისტიანმა, არაასიმილირებულმა ბრაზილიელმა ინდიელმა დააარსა.[1]
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Niterói Tourism Oficial Web Site
- A guide to the city of Niterói
- Satellite picture by Google Maps
- Gymnastic formation squadron of Niteroi, Nov. 2009
- Amo Niterói
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ The Niterói Secretary of Culture's official website. Niterói City Hall. წაკითხვის თარიღი: 2007-02-25.