მეკობრეობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა „მხიარული როჯერი“, მიეწერება XVIII საუკუნის მეკობრეს ჯეკ რეკჰემს
„მეკობრე შავწვერას შეპყრობა“, ჟან ფერისის 1718 წლის ნახატი

მეკობრეობა — საზღვაო, სამდინარო და იშვიათად სანაპირო ყაჩაღობა, ომის მსგავსი ქმედება არასახელმწიფო მოქმედი პირით. როგორც წესი, მეკობრეობა არ მოიცავს კრიმინალს ხომალდებზე, ჩადენილს ეკიპაჟისა და მგზავრების წინააღმდეგ. მეკობრე არის პირი, რომელიც ნებაყოფლობით ეწევა საზღვაო ყაჩაღობას, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, თუ რწმენისა. ქვეყნებს შორის სავაჭრო და სამართლებრივი ურთიერთობების გაჩენის დღიდან, მეკობრეობა მკაცრად დასჯადი დანაშაულია. მაგალითად ძველ რომში, მეკობრეობა, ყაჩაღობის მსგავსად ძელზე გაკვრით ისჯებოდა.

ისტორია[რედაქტირება]

მეკობრეობა, პრაქტიკულად საზღვაო ნასნობის გაჩენის დღიდან არსებობს. ძველად, ზღვარი მეკობრეობასა და საზღვაო ვაჭრობას შორის პირობითი იყო: ზღვაოსნები, სადაც თავს მედგრად ვერ გრძნობდნენ, იქ ვაჭრობდნენ და პირიქით, სადაც შეეძლოთ – ყაჩაღობდნენ. ანტიკურ ხანაში, მეკობრეობით განთქმულნი იყვნენ ფინიკიელი ზღვაოსნები. ანტიკური მეკობრეობა თავის პიკს აღწევს რომის სამოქალაქო ომის დროს, ძვ. წ. 40-იანებში. მათი დასაყრდენი პუნქტები იყო მთიანი კილიკია და კუნძული კრეტა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი გააქტიურება მითრიდატე VI ევპატორის დროს, როდესაც ამ უკასანსკნელმა კავშირი შეკრა კილიკიის მეკობრეებთან რომის წინააღმდეგ. მეკობრეები ისე გათავხედნენ, რომ ერთხელ რომის საპორტო ქალაქ ოსტიასაც კი დაესხნენ თავს. ძვ. წ. 67 წელს გნეუს პომპეუსმა საგანგებო დავალება მიიღო სენატისგან მეკობრეობის აღმოსაფხვრელად. პომპოეუსმა ხმელთაშუა ზღვა 30 რაიონად დაყო და 500 გემისგან შემდგარი ფლოტით მეკოობრების დევნა დაიწყო. საბოლოოდ ისინი კილიკიის მთიანეთში მოიმწყვდია და განაადგურა.

მეკობრეობა დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად $ 16 მილიარდით აზარალებს. მეკობრეობის 70 % მოდის: ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნიგერიის, ინდოეთის სანაპიროებთან, მალაკის სრუტესა და ადენის ყურეზე.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Beal, Clifford (2007). Quelch's Gold: Piracy, Greed, and Betrayal in Colonial New England. Praeger, გვ. 243. ISBN 0-275-99407-4. 
  • Burnett, John (2002). Dangerous Waters: Modern Piracy and Terror on the High Seas. Plume, გვ. 346. ISBN 0-452-28413-9. 
  • Menefee, Samuel (1996). Trends in Maritime Violence. Jane's Information Group. ISBN 0-7106-1403-9. 
  • Cordingly, David (1997). Under the Black Flag: The Romance and the Reality of Life Among the Pirates. Harvest Books. ISBN 0-15-600549-2. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ზღვებსა და ოკეანეებში მეკობრეობა გასამმაგდა. ქართული პრესის კომპიუტერული არქივი. გაზეთი „ხვალინდელი დღე“ (1-3 ივლისი, 2006 წელი). წაკითხვის თარიღი: 2009-05-13.