რიო-ნიტეროის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრეზიდენტ არტურ და კოსტა ი სილვას სახელობის ხიდი ან რიო-ნიტეროი (პორტ. Ponte Presidente Costa e Silva, Ponte Rio-Niterói) — კოჭებიანი ხიდი, მდებარეობს გუანაბარის ყურეში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში, ბრაზილია. ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს და ნიტეროის მუნიციპალიტეტს. იგი სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაზე გრძელი წინასწარ დაჭიმული კონსტრუქციის რკინა-ბეტონის ხიდი და მსოფლიოში სიგრძის მიხედვით მეექვსე ხიდია. 1985 წელს მისი აშენებისას იგი იყო მსოფლიოში სიგრძით მეორე ხიდი, პონშარტრენის ტბის დამბა-ხიდის შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის დიზაინის კონცეფცია მოდის შორეული 1875 წლიდან, როდესაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ორ მეზობელ ქალაქს შორის კავშირის მოსაწესრიგებლად. ხიდი ან გვირაბი გუანაბარის ყურეზე სახმელეთო მოგზაურებს მანძილს მთელი 100 კილომეტრით შეუმცირებდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქალაქ მაჟეს გავლით, ყურის შემოვლა უწევდათ.

1963 წელს შეიქმნა მუშა ჯგუფი პროექტის შესადეგნად. 1965 წლის 29 დეკემბერს შედგა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც დაევალა ხიდის საბოლოო პროექტის გაკეთება.

1968 წლის 23 აგვისტოს ბრაზილიის პრეზიდენტმა არტურ და კოსტა ი სილვამ ხელი მოაწერა ხიდის პროექტზე შეთანხმებას. დიზაინი ეკუთვნის მარიო ანდრეაზას (შემდგომში ტრანსპორტის მინისტრი), რომლის ხელმძღვანელობითაც დაიწყო და დასრულდა ხიდის მშენებლობა.

ხიდის მშენებლობის დაწყების სიმბოლურ ცერემონიალში (1968 წლის 23 აგვისტო) მონაწილეობდნენ: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II და ედინბურგის ჰერცოგი ფილიპე. რეალური სამუშაოები დაიწყო 1974 წლის 4 მარტს.

ხიდის ოფიციალური სახელია: პრეზიდენტ არტურ და კოსტა ი სილვას სახელობის ხიდი, იმ პრეზიდენტის პატივსაცემად ვინც გასცა ხიდის აშენების განკარგულება. "Rio-Niterói" წარმოიქმნა როგორც მიმანიშნებელი თიკუნი, რომელიც მალე უფრო ცნობადი გახდა ვიდრე ოფიციალური სახელი. დღეისთვის უმეტესობა მას რიო-ნიტეროის ხიდს ეძახის.

ხიდი აშენდა ბრაზილიური კონსტრუქტორული ფირმების ერთიანი ძალისხმევით. იგი 13,290 მეტრის სიგრძისაა, 8,836 მეტრზე წყლიდან ხოლო ხიდის ცენტრალური ნაწილი არის 72 მეტრი სიმაღლის რადგან გემებს ჰქონდეთ ყურეში თავისუფლად შესვლის საშუალება. მას დღეში 140 000 მანქანა კვეთავს, რომლებიც ხიდზე ასვლისას იხდიან 4.30 ბრაზილიურ რეალს (2010 წლის აგვისტოს მიხედვით დაახლოებით 2.45 ამერიკული დოლარი ან 1.95 ევრო).

ხიდი ოფიციალურად არის BR-101 გზატკეცილის ნაწილი.

1995 წლიდან ხიდი 20 წლიანი მართვის უფლებით გადაცემული აქვს ამერიკულ Ponte S.A-ს.

ხიდი რიო-ნეტეროი, ოფიციალურად ფედერალური BR-101 გზატკეცილის ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]