ბრაზილიის მთიანეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაზილიის ტოპოგრაფიული რუკა
პიკო-და-ბანდეირა — ბრაზილიის მთიანეთის უმაღლესი წერტილი

ბრაზილიის მთიანეთი ან ბრაზილიის პლატო (პორტ. Planalto Brasileiro) — ვრცელი გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მოიცავს ბრაზილიის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური ნაწილების უდიდეს წილს, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს, 4 500 000 კმ²-ს. ასევე, ბრაზილიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ მთიანეთში ან მის გაგრძელება ვიწრო სანაპირო ზოლში სახლობს.

რეგიონის უმეტესი ნაწილი უძველესი ბაზალტის ლავური ნაკადებისგან შედგება. ამჟამად, როდესაც დრამატული გეოფიზიკური აქტივობები უკვე შორეულ წარსულსაა ჩაბარებული, მთიანეთში არ შეიმჩნევა არანაირი სეისმური და ვულკანური აქტივობა. მის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა ასევე ეროზიამ, რომელმაც მთების ძირში მოაქცია ვრცელი დანალექი დეპოზიტები.

ბრაზილიის მთიანეთი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: რეგიონს შიგნით გამოიყოფა რამდენიმე განსხვავებული ბუნებრივი ზონა, ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები, ნიადაგის მრავალი ტიპი, მცენარეთა და ცხოველთა ათასობით სახეობა.

ძირითადი დაყოფა[რედაქტირება]

ზომისა და მრავალფეროვნების გამო, ბრაზილიის მთიანეთი სამ მთავარ არეალად იყოფა:

  • ატლანტიკური პლატო — იშლება ბრაზილიის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და მოიცავს რამდენიმე მთის სისტემას. ერთ დროს ის მთლიანად დაფარული იყო ატლანტიკური წვიმის ტყეებით, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიომრავალფეროვან არეალს წარმოადგენდა; დღეს მისი მხოლოდ 7,3%-ია დარჩენილი.
  • სამხრეთი პლატო — ვრცელდება ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-ცენტრალურ შიდა ნაწილებში. შედგება სედიმენტური კლდეებისგან რომლებიც ნაწილობრივ დაფარულია ბაზალტური ლავის ნაკადებით, რაც ნიადაგს ნაყოფიერს ხდის. ამ რეგიონის დიდი ნაწილი ასევე დაფარული იყო ატლანტიკური წვიმის ტყეებით.
  • ცენტრალური პლატო — ბრაზილიის ცენტრალურ ნაწილს იკავებს, შედგება დანალექი და კრისტალური ფორმაციებისაგან. ერთ დროს, მისი დაახლოებით 85% დაფარული იყო სერადოს ტიპის სავანის მცენარეულობით, რომელთაგან ხელუხლებელი დღეს მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]