რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში)
სამბას სკოლა რიო კარნავალის პარადზე.

რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში იმართება და ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს. ეს კარნავალი ასევე ყველაზე დიდი კარნავალია მთელ მსოფლიოში. პირველი ფესტივალი 1723 წლით თარიღდება.

სამბას სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბას სკოლის პარადი 2013 წლის ფესტივალზე.

ტიპური რიოს კარნავალი შედგება მოცეკვავეებისგან, მოსიარულე ნავებისგან და ასევე მრავალფეროვნად და სახალისოდ ჩაცმული ხალხისგან, რომელიც რიოს ადგილობრივი სამბას სკოლებიდან არიან წარდგენილი (დაახლოებით 200-მდე, რომელიც გადანაწილებულია 5 დანაყოფში). სამბას სკოლები შედგება ადგილობრივი კვარტლებისგან, სადაც ასევე შესულია ახლო მცხოვრები რაიონები, მათი სურვილი კი კარნავალზე ერთად გამოჩენა და მშობლიური რაიონების წარმოჩენაა. უმაღლეს სამბას სკოლის ლიგას „სპეციალური ჯგუფი“ ჰქვია, სადაც შედიან: Unidos da Tijuca, Mocidade Independente, GRES Imperatriz Leopoldinense, GRES Uniao da Ilha do Governador, GRES Acadêmicos do Salgueiro, Portela (რომელიც სამბას ერთ-ერთი პირველი სკოლაა რიოში), GRES São Clemente, (პირველადი სახელი იყო GRES Estação Primeira de Mangueira, რომელიც დაარსებული იქნა სამბას კომპოზიტორ და მომღერალ კარტოლას მიერ, რომელიც ასევე ცნობილი იყო მისი გულშემატკივრობით საფეხბურთო კლუბ ფლუმინენსეს მიმართ), GRES Acadêmicos do Grande Rio, GRES Unidos de Vila Isabel, Beija-Flor de Nilópolis. და ასევე Inocentes de Belford Roxo, რომელმაც წარმატებით მოიგო 2012 წლის რიო კარნავალის შეჯიბრის ჯილდო.

ერთ-ერთ საყურებელ სანახაობად რიოს კარნავალზე სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება (ისინი ამას „დების პაექრობას“ უწოდებენ); ეს კონკურსი მთელი კარნავალის კულმინაციად მიიჩნევა, სადაც სამბას სკოლები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ყოველი სკოლა ირჩევს თემას, შემდეგ კი ცდილობს თავისი დადგმული ცეკვა წარმოაჩინოს. სამბას სკოლები ასევე მუშაობენ საუკეთესო კოსტუმების, სიმღერებისა და ესთეტის შექმნაზე, რათა უკეთ წარმოაჩინონ თავი (კარნავალის ტერმინოლოგიით ამას „ენრედო“ (enredo) ეწოდება). ასევე, შექმნან საუკეთესო მუსიკა, რომელსაც ბარაბნებზე დაკვრით ასრულებენ. კარნავალზე წარმოდგენილია თითოეული სკოლის ბევრი ნაწილი, ასევე 6-8 ტივი.

არსებობს სპეციალური ბრძანება, რომ ყოველი სკოლა გაჰყვეს მითითებულ დროს და მითითებულ ადგილს. ყოველი სკოლა გამოსვლას იწყებს „comissão de frente“-თი (პირველი ტივი), რომელიც პირველ ფრთას წარმოადგენს. "Comissão de frente" შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ 15 ადამიანისგან, რომლებიც სკოლის პირველი წარმომადგენლები და პირველი ხასიათის შემქმნელები არიან. ეს ხალხი წარმოაჩენს ქორეოგრაფიული ცეკვებს კაშკაშა და საინტერესო კოსტუმებთან ერთად, რომლის ცეკვის დროსაც, ისინი პატარა ისტორიას გადმოსცემენ. "comissão de frente"-ს შემდეგ, მოდის "abre-alas".

კარნავალის დროს არის ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის porta-bandeira და mestre-sala. "porta-bandeira" არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონი, რომელიც პასუხს აგებს სამბა სკოლის დროშაზე, მათ შორის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ დროშა ამოტრიალებული არ იყოს. ქალბატონი "mestre-sala", ვალდებულია, ხალხს ყურადღება მიაპყრობინოს მის დედოფალზე - "porta-bandeira". კარნავალზე მნიშვნელოვან პიროვნებად ასევე ითვლებიან ტივის მესაჭეები, რომლებსაც ტივის გადაყვანა ევალებათ. მათ ყველაზე ძვირადღირებული და მდიდრული კოსტუმები აცვიათ, რომელიც ამავე დროს ძალიან მძიმეა.

კარნავალის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტად ala das baianas ითვლება. ეს არის ფრთა, რომელიც სამბას სკოლის შესვლის დროს წარადგება და ფრთაში სულ ცოტა 100 მდედრობითი სქესის წარმომადგენილია თავმოყრილი. ეს ქალბატონები, ისევე როგორც ტივზე თამოყრილი სხვა ბევრი ხალხი, არ იღებს მონაწილეობას ტივის მართვაში. ხალხი, რომელსაც სამბას სკოლები ეკუთვნის, მსვლელობით მიუყვებიან კარნავალს ტივებს შორის.

ქუჩების კარნავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც კარნავალი უკვე სამბადრომში გადანაცვლებისკენ მიდის, მისი სხვა მონაწილეები სხვა ადგილებში გამოდიან. ქუჩების ფესტივალი კარნავალის დროს საკმაოდ მისაღებია ადგილობრივებისათვის. ელეგანტურობა და ექსტრავაგანტურობა ამ დროს უკანა პლანზე იხევს და წინ მხოლოდ მუსიკა და დაუღალავი ცეკვა ინაცვლებს. ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მონაწილეობა და შეუერთდეს ქუჩის ფესტივალს. კარნავალის დროს ძალიან პოპულარულია ბენდები, რადგან არაფერი არ გჭირდება იმისთვის, რომ მათ შეუერთდე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდი რიოში არის „Banda de Ipanema“, რომელიც პირველად 1965 წელს შეიქმნა და თავიდანვე გახდა პოპულარული ქუჩის ფესტივალის დროს.

მოცეკვავეები 2005 წლის კარნავალზე

რა თქმა უნდა, რიოს კარნავალის განუყოფელი ნაწილი ცეკვა და მუსიკაა. ყველაზე ცნობილი ცეკვაა სამბა, რომელიც ბრაზილიური ცეკვაა აფრიკული ზეგავლენით. სამბა პირველად აფრიკელებმა შექმნეს. სამბას პოპულარული მხოლოდ კარნავალზე არაა, იგი საკმაოდ პოპულარულია გარეუბნებშიც. ეს გარეუბნები ინარჩუნებენ სამბას თავდაპირველ ისტორიას, ყოველგვარი დასავლური კულუტის ზეგავლენის გარეშე. კარნავალზე ასევე ცნობილი ცეკვებია: ლუნდუ, პოლკა და მექსიკე.

სამბა რიოს კარნავალის ძირითადი ცეკვაა, თუმცა მისი შესრულება სიჩუმეში არ ხერხდება. მუსიკა კარნავალის ყველა ნაწილისგან ძირითადი და განუყოფელი ნაწილია. სამბას ქალაქის განცხადებით „სამბას კარნავალის ინსტრუმენტები არის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიის და ასევე რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის, რითაც ვაგზავნით მესიჯს მუსიკით და რითმით ხალხში, სადაც ხდება ფერებით აღსავსე და ფანტაზიით გაჯერებული ცეკვის რევულიციის ფესტივალი“.

თარიღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი აღნიშნული თარიღი იწყება შაბათით. კარნავალის მთავარი პროცესი კი მიმდინარეობს კვირას და ორშაბათ საღამოებში:

  • 2011 წლის 5 მარტი
  • 2012 წლის 18 თებერვალი
  • 2013 წლის 9 თებერვალი
  • 2014 წლის 1 მარტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]