პედრუ II (ბრაზილია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პედრუ II
პედრუ II
ბრაზილიის იმპერატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აპრილი, 1831 – 15 ნოემბერი, 1889
წინამორბედი პედრუ I
მემკვიდრე მონარქიის ლიკვიდაცია

დაბადებული 2 დეკემბერი, 1825
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
გარდაცვლილი 5 დეკემბერი, 1891
პარიზი, საფრანგეთი
შვილები 4 შვილი

პედრუ II (პორტ. Pedro II; დ. 2 დეკემბერი, 1825, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია – გ. 5 დეკემბერი, 1891, პარიზი, საფრანგეთი) – ბრაზილიის მეორე და უკანასკნელი იმპერატორი 1831-1889 წწ. ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი.

პედრუ II-მ იმპერატორის ტახტი 1831 წელს, მას შემდეგ დაიკავა, რაც მისმა მამამ პედრუ I-მა უარი თქვა ქვეყნის მართვაზე. ამ დროს იგი სულ 6 წლის იყო. 1840 წლამდე მას პარლამენტის მიერ დანიშნული რეგენტი ჰყავდა. ხასიათის მიხედვით პედრო იყო წყნარი და კარგად განათლებული.

მონობის გაუქმება[რედაქტირება]

1888 წელს ქვეყანაში იმერატორის არ ყოფნის პერიოდში (წასული იყო ევროპაში სამკურნალოდ), მისმა შვილმა ისაბელამ ხელი მოაწერა კანონს მონობის გაუქმების შესახებ, მაგრამ ეს აღარ გადაარჩენდა მონარქიას. 1889 წლის 15 ნოემბერს რესპუბლიკელებმა რიო-დე-ჟანეიროში დაიწყეს აჯანყება და დაამხეს იმპერატორის ხელისუფლება.

პედრუ II გარდაიცვალა პარიზში 1891 წელს. 1939 წელს იმპერატორისა და მისი მეუღლის ნეშტი ბრაზილიაში გადაასვენეს.

ოჯახი[რედაქტირება]

1843 წელს იქორწინა ორივე სიცილიის სამეფოს პრინცესა ტერეზა კრისტინა ბურბონ-სიცილიელზე, რომელთანაც შეეძინა 4 შვილი: აფონსუ, ისაბელა, ლეოპოლდინა და პედრუ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: