პედრუ I (ბრაზილია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პედრუ I
პედრუ I
ბრაზილიის იმპერატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ოქტომბერი 1822 – 7 აპრილი, 1831
წინამორბედი ჟუან VI
მემკვიდრე პედრუ II

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1826 – 3 მარტი, 1828
წინამორბედი ჟუან VI
მემკვიდრე მარია II

დაბადებული 12 ოქტომბერი, 1798
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაცვლილი 24 სექტემბერი, 1834
ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
შვილები 5 შვილი

პედრუ I (პორტ. Pedro I; დ. 12 ოქტომბერი, 1798, ლისაბონი, პორტუგალია – გ. 24 სექტემბერი, 1834, ლისაბონი, პორტუგალია) – ბრაზილიის იმპერატორი 1822-1831 წწ. ასევე პორტუგალიის მეფე ბრაგანსის დინასტიიდან 1826 -1828 წწ. პედრუ IV-ის სახელწოდებით. მამამისის გარდაცვალებიდან მალევე ტახტი გადასცა საკუთარ შვილს მარია II-ს.

1808 წელს მამამისთან ერთად გაიქცა სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიაში, რომელ ქვეყანასთანაც იქნა დაკავშირებული მთელი მისი ცხოვრება. 1820 წელს ესპანეთში და პორტუგალიაში რევოლუციის შემდეგ ბრაზილიაშიც, ისევე როგორც მთელს სამხრეთ ამერიკაში დაიწყო სერიოზული არეულობები. რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობასა და ოფიცრებს შორისაც ბევრი აღმოჩნდა დამოუკიდებლობის მომხრე. პედრუმ თანაუგრძნო მათ გეგმებს და ამით გახდა მათი ლიდერი. 1821 წელს ჟუან VI დაბრუნდა პორტუგალიაში, ხოლო პრინცი დატოვა საკუთარ თავთან და კოლონიის მმართველობის სათავეში. 1822 წელს პედრუმ მოიწვია სატათბირო ასამბლეა და დაავალა მათ მიეღოთ ბრაზილიის კონსტიტუცია. ივნისში მოიწვია დამფუძნებელი კრება და ბრაზილიელებს მოუწოდა დამოუკიდებლობისაკენ. დამოუკიდებლობის ლოზუნგი ასეთი იყო "დამოუკიდებლობა ან სიკვდილი". ოქტომბერში რიო-დე-ჟანეიროს მცხოვრებლებმა პედრუ იმპერატორად გამოაცხადეს.

1823 წელს მისი ხელისუფლება ბრაზილიის ყველა პროვინციამ აღიარა. 1825 წელს პორტუგალიის მეფე, ჟუან VI-მ აღიარა ბრაზილიის დამოუკიდებლობა.

ამ მოვლენის შემდეგ პედრუ საკმაოდ შეიცვალა, იმპერატორმა უარყო დეპუტატთა პალატა, გადააყენა მინისტრები და თავს გრძნობდა როგორც შეუზღუდავი მონარქი.

ზუსტად ამ პერიოდში პორტგალიიდან მოვიდა ცნობა ჟუან VI-ის გარდაცვალების შესახებ. ტახტი გადაეცა პედრუს როგორც მის უფროს შვილს. ელოდებოდნენ, რომ პედრო უარს იტყოდა თვის პატარა ძმის მიგელის სასარგებლოდ, მაგრამ იგი სხვანაირად ფიქრობდა. 1828 წლის მარტში უარი თქვა პორტუგალიის ტახტზე თავისი ქალიშვილის მარიას სასარგებლოდ, რომელიც სულ 7 წლის იყო. რათა შეერიგებინა ყველა პარტია, მან საკუთარი შვილის დანიშვნა გამოაცხადა თავის ძმაზე მიგელზე, რომელიც ავსტრიაში იმყოფებოდა. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდებოდა როგორც პედრუს უნდოდა. 1828 წელს მიგელი დაბრუნდა პორტუგალიაში მოაწყო გადატრიალება, მარია გადააყენა და თავი გამოაცხადა მეფედ. მარია ქვეყნიდან გაიქცა. პედრუს, მარიას და მიგელის მომხრეებს შორის გამართულ ბრძოლას საბოლოოდ 1834 წელს მარიას მეორედ გამეფება მოჰყვა.

1831 წელს პედრუმ დაკარგა ბრაზილიის ტახტიც და დაბრუნდა ევროპაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Armitage, John (1836). The History of Brazil, from the period of the arrival of the Braganza family in 1808, to the abdication of Don Pedro The First in 1831. London: Smith, Elder & Co. 
  • Barman, Roderick J. (1988). Brazil: The Forging of a Nation, 1798–1852. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 978-0-8047-1437-2.