ოლინდა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Olinda1-CCBYSA.jpg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 189
რუს.ინგლ.ფრ.

ოლინდა (Olinda, ნიშნავს ”ოჰ, მშვენიერი”) -- ქალაქი პერნამბუკოში, ბრაზილია, ატლანტის ოკეანის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე, რესიფეს ჩრდილოეთით და პაოლისტას სამხრეთით. ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული კოლონიური ქალაქია ქვეყანაში. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 376.800 (2005) ადამიანს.

ოლინდას მთავარ ღირშესანიშნაობათა შორისაა: ისტორიული ცენტრი, მრავალრიცხოვანი ეკლესიები და კარნავალი. ოლინდას კარნავალი ტრადიციულ პორტუგალიურ კარნავალთა მსგავსია, აფრიკული ზეგავლენის ცეკვების დამატებით. რიო დე ჟანეიროსა და სალვადორისგან განსხვავებით საუკეთესო ადგილისთვის ფულის გადახდა საჭირო არ არის. მთელი ზეიმი ქუჩაში იმართება და წარმოდგენას ასობით მუსკალური ჯგუფი უერთდება.

[რედაქტირება] ისტორია

ოლინდას დასახლება 1535 წელს დააარსა დუარტე კოელიო პერეირამ. 1537 წლის 12 მარტს სოფლის სტატუსი ჰქონდა. მოგვიანებით პერნამბუკოს რეგიონის დედაქალაქი გახდა, თუმცა ჰოლანდიელების ხშირი თავდასხმების გამო დედაქალაქი რესიფეში გადაიტანეს.

ბუნებრივი სილამაზის გარდა, ოლინდა ასევე ბრაზილიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია. 1982 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე