|
ქალაქი
მელბურნი
Melbourne
| დროშა |
 |
|
მელბურნი (ინგლ. Melbourne) — სიდიდით მეორე ქალაქი ავსტრალიაში; ვიქტორიას შტატის დედაქალაქი.
ქალაქი დაარსდა დუტიგალის დასახლების ადგილას მდინარე იარის შესართავთან 1835 წელს ჯონ ბეტმანის მიერ, რომელმაც ეს მიწა აბორიგენებისგან შეისყიდა. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1847 წელს. 1901-1927 წლებში ავსტრალიის ფედერაციის დედაქალაქი იყო. მოსახლეობა 2006 წელს შეადგენდა 3,7 მილიონს.
მელბურნი აღიარებულია ქვეყნის კულტურისა და სპორტის დედაქალაქად. 1956 წელს ქალაქი მასპინძლობდა ზაფხულის ოლიმპიადას. 2006 წელს კი თანამეგობრობის თამაშებს. აქ მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროს 251 მ. სიმაღლის უმაღლესი ცათამბჯენი თაუერი. ამავე დროს, მელბურნი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია.